ქუთაისის მერმა სტიქიისაგან დაზიანებული ადგილები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 16:51

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ის ადგილები დაათვალიერა, სადაც, ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. მელიქიშვილის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე. შოთა მურღულიას განცხადებით შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება.

წაკითხულია 450 ჯერ

Related items

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

    შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

    ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

     https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/
  • "ქუთათურებმა" შაშიაშვილი ხელმეორედ მოითხოვეს

    1 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვების პროცესი. პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ესწრებოდა ამ პროცესს და პარალელურად, არაოფიციალურ ფორმატში, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრებმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მოქალაქეთა თხოვნით, თემურ შაშიაშვილი აპირებს 6 სექტემბერს ისევ დაბრუნდეს ქუთაისში და კვლავ ჩაერთოს პროცესში, რომელიც მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 32-ე , მე-17,  38-ე სკოლების და  საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე გამართავს შეხვედრებს.

    შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.  შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს.

    წინსაარჩევნო პერიოდში თემურ შაშიაშვილი საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მონახულებას აპირებს. „შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

  • წყალდიდობა ქუთაისში - ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა (ვიდეო)

    უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმების გამო მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ასახულია, რა რაოდენობის წყალი მიედინება "ზასტავას" უბანში, ბუხაიძის ქუჩაზე.

  • ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება აშშ-სა და ევროპაში მოსალოდნელ სტიქიაზე

    რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი "ირმა" მძვინვარებს. მისი სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. ქარიშხალის სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი "ირმა" "ჰარვიზე" უფრო მძლავრია, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს დაატყდა თავს. ქარიშხალს ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი ემსხვერპლა. 

    ცოტა ხნის წინ ლელა კაკულიას "ფეისბუქის" გვერდზე წლების წინანდელი წინასწარმეტყველება გავრცელდა, სადაც საუბარია ამერიკასა და ევროპაში მოსალოდნელ სხვადასხვა სტიქიებზე:

    2006 წელი, 22 მარტი.
    ვხედავ, ევროპასა და ამერიკას თავს დაატყდება ბუნების რისხვა.
    დიდი ცვლილებებია კოსმოსში. სამი წელი იბობოქრებს გრიგალები, წყალდიდობები, ტაიფუნები და ა.შ. ვხედავ, დედამიწა სუფთავდება.

    2008 წელი, 1 მარტი.
    ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება, დაშრება და ყველაფერში კი ადამიანია დამნაშავე. მიძინებული ვულკანები, რომელთაც ასეული წლებია ძინავთ, ამოიფრქვევა. დიახ, ასეთია ბედისწერა.
    განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, სტიქია ათმაგად დაატყდება თავს.

    2010 წელი, 15 აპრილი, თბილისი.
    ბუნება თითქოს სამაგიეროს უხდის ადამიანებს უდიერად მოპყრობის გამო. ვხედავ დიდ ცვლილებებს. დედამიწა სუფთავდება! მიწისძვრები, წყალდიდოებები, ვუკლანების ამოფრქვევები… მოკლედ ბუნება იცვლება, მაგრამ დედამიწა არსად ქრება! ბუნებაც თანდათან ჩაწყნარდება.
    მომავალში, შორეულ მომავალში, ვხედავ, წარმოიქმნება ახალი კუნძულები. ამას მოჰყვება ახალი ქალაქები და უამრავი სიახლე. დედამიწა სახეს იცვლის. ასე იყო წარსულშიც, როცა ბევრი ცივილიზაცია დაინგრა, წყალმა დაფარა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხიც გადარჩა და დედამიწამაც განაგრძო არსებობა.
    ვხედავ, ბუნება ცვლის დედამიწაზე ბევრ რამეს, რასაც არც ადამიანები ჩამორჩებიან. არის ომები, იყენებენ ყველა სახის იარაღს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს კაცობრიობისთვის. ეს ბედისწერაა? ასეთია ნება კოსმოსიდან!

    2010 წელი, 20 აგვისტო, ურეკში ვარ.
    ამერიკისთვის ბუნების ეს მოვლენები [კატასტროფები] უცხო არ არის, მაგრამ ვხედავ, ამ მოვლენების სიძლიერე ორჯერ იზრდება და ამერიკელებსაც მოუწევთ ამის გადატანა. თუმცა ისინი უფრო მობილიზებულები და მომზადებულები არიან, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთი...

    2011 წელი, 17 მაისი,
    თბილისი, დილის 6 საათი.
    დიდი წყალდიდობები გადაუვლის ამერიკასაც, თუმცა დიდი ქალაქი არ ჩაიძირება! მხოლოდ წყლის დიდი ტალღა გადაუვლის და მეტი არაფერი, ანუ, როგორც ვხედავ, ქალაქი არ ინგრევა!

    2013 წელი, 15 თებერვალი.
    ვხედავ დიდ მდინარეს, რომელიც ამერიკის რამდენიმე ქალაქს დიდ ზიანს მიაყენებს. ალბათ, ეს ის ადგილია, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები ინდიელები. იქნება პანიკა, მაგრამ თითქოს მდინარე დაწყნარდება. არ მოტყუვდეთ: საჭიროა მოსახლეობა გახიზნოთ! ეს ასეც მოხდება. ხალხს გაიყვანენ და ბევრი ადამიანი გადარჩება.
    ამერიკა საერთოდ "მდიდარია" ბუნებრივი კატაკლიზმებით, განსაკუთრებით, ქარიშხლებით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოდის დრო, როცა ეს ქარიშხლები მიმართულებას იცვლიან და ისეთი ძალით აღარ არტყამენ შტატებს.

    2013 წელი, 26 მაისი.
    ევროპაში დიდი წყალდიდობები იქნება და ამერიკაშიც ვხედავ დიდ ქარიშხალს. სტიქია უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ვხედავ, სადაც ტორნადომ უნდა გაიაროს, ის ადგილები კარგად იციან მეცნიერებმა. ეს ქარიშხლები ერთი და იგივე გზით მოძრაობს, ანუ ტორნადო ჰგავს მდინარეს, რომელიც მუდმივად თავის კალაპოტში მიედინება. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები უბედურების ზონად უნდა გამოაცხადოს და ხალხი გაიყვანოს იქიდან. მთავრობამ უნდა გაიღოს თანხები და ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გადაასახლოს, ანუ გააშენოს ახალი დასახლებული პუნქტები.

    ტორნადო ისე ანადგურებს ქალაქებს, ისე აღგვის მათ მიწის პირისაგან, რომ მთელს არაფერს ტოვებს და რა აზრი აქვს იმ ადგილებში ქალაქების აღდგენას, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ იქ კვლავ დაანგრევს სტიქია ყველაფერს? ამით ბევრ ადამიანს სიცოცხლესაც შეუნარჩუნებენ და მთავრობაც დიდ თანხებს დაზოგავს. სხვათა შორის, ასეთი ქალაქები არც ისე ბევრია და არ არის ძალიან რთული ხალხის უსაფრთხოების დაცვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საკითხს უფრო მოევლება, ვიდრე წყალდიდობებს. ამერიკის კონტინენტი იმდენად დიდია, რომ ხალხის გადაადგილება ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პრობლემა არ არის. იქ უამრავი დაუსახლებელი ტერიტორიებია. სხვათა შორის, სტიქიის შეტევებისგან გაწამებულ მოსახლეობასაც აღარ აქვს სურვილი იმ ადგილებში ცხოვრებისა და უარს არ იტყვიან გადასახლებაზე. ეს, ყველაფერი ჩემგან რჩევას ჰგავს, მაგრამ რახან ვიწინასწარმეტყველე, ასეც ასრულდება.

  • პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

    ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. 

    გზის გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესა და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ მოტომე ტაკისავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 

    მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი გახდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს დააკავშირებს. 

    "იმერეთი არის გული საქართველოსი. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - ჩქაროსნული მაგისტრალები; ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს მესტიისა და თეთნულდის კურორტთან; მაგისტრალი, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს აბასთუმანსა და სამხრეთ საქართველოსთან; ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი,რომელიც ახლა იწყება; აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის სამგზავრო განშტოება, რომელიც პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის ჭიშკართან მივა; ქუთაისის ძალიან მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას - ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქუთაისს ბუნებრივად გააჩნია, გადააქცევს ამ ადგილს ჭეშმარიტ ცენტრად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ლოგისტიკური ცენტრი განვავითაროთ ქუთაისის აეროპორტთან და სულ ერთი საათის სავალზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს არა მხოლოდ ამ ადგილს, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ მომსწრე ვართ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განვითარების მონაკვეთისა", - განაცხადა პრემიერმა. 

    მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რაც არასოდეს ყოფილა და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება;საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, კაპიტალური დანახარჯები გაორმაგდება, რაც პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

    პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 
    "გზის ეს მონაკვეთი არის შემადგენელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესისა, რომლის მონაწილეც ყველა ჩვენგანია. მხოლოდ საერთო ჩართულობით არის ეს წარმატება შესაძლებელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა. მოტომე ტაკისავამ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგო0რც სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავტომაგისტრალი პოზიტიურ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.

    ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები. პროექტის ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევროა და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური