ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:34

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა: „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი მარანი“ და „ქიმერიონი“. 

გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ესენია:

კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ - ბრინჯაო; 

კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 - ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ - 2012 - ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ - ვერცხლი.

სამდღიანი გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება, იქვე გამოცხვა ხაჭაპური, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს მიეცა.

გამოფენაზე ღვინის კომპანიებმა საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ადგილობრივ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან. მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წაკითხულია 561 ჯერ

Related items

  • ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს

    აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

    ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი იუტონ-ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.

    ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

    გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

    დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

  • პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

    მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
     
    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
     
    12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

  • ევროსაბჭო პოლონეთს „დემოკრატიის მონიტორინგს“ უწესებს

    დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის" პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიმართ აკეთებს ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის" პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა".

    მონიტორინგი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

    ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.

  • ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ
    ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობს.
    ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ „Prowein China“-ზე, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
    გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. 
    საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას. 
    ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.
  • ვაზის დარგვა სახლიდან გაუსვლელად - სტარტაპი MyWay.wine

    ღვინის ინდუსტრიის ინოვაციური  სტარტაპი  - MyWay.wine . ქართული ღვინის მოყვარულებსა და ვაზის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დარგონ ვაზი და დაარქვან მას სახელი. ვაზის მოვლისა და მოსავლის აღების პროცეს კი დისტანციურად დააკვირდნენ, მომხმარებელი შეძლებს თვალი ადევნოს საკუთარი ვაზის ზრდას,  სახლიდან გაუსვლელად მიიღებს მოსავალს . 

    ქართულ ბაზარზე ეს შესაძლებლობა პლატფორმა MyWay.wine-მა გააჩინა. ეს არის სტარტაპერების – ილია დათუნაშვილის, ბაჩო ხაჩიძისა და ლუკა ბახსოლიანის ინოვაციური იდეა. "ყოველ დილით ჩვენ ვიღვიძებთ ფიქრით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი, რაც მთელი სამყაროსთვის საჭირო და სასარგებლო იქნება? სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია ნებისმიერ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, რომლის ჩატევასაც ვცდილობთ თითოეულ ბოთლ ღვინოში "- ამბობენ  სტარტაპერები.  როგორც გვითხრეს, მოხდება ვენახის დრონით სკანირება და მომხმარებელი რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას ვენახის ზრდის, არსებული კონდიციისა და პერსონალური ღვინის ჩამოსხმის შესახებ.

    ეს რის ინოვაციარომლითაც ნებისმიერ ადამიანსსაქართველოში ვენახების გაშენებისა და ღვინის კულტურის განვითარების პორცესში თანამონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზოს.  სტარტაპერებს ვენახები კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში აქვთ და ის ყოველდღე იზრდება. მომხმარებლის ჩართვა ვენახის გაშენების საკითხში, სტარტაპერებისთვის ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი გზაა. გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული დამხმარე რეალობის საშუალებით და ღვინის ბოთლზე დატანილი QR კოდის ამოცნობით, მომხმარებელს თავისი ვევენახის ფოტოს და კოორდინატების ამოცნობის შესაძლებლობა აქვს. სტარტაპი ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს. იდეის უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად კი ფინანსური რესურსების მოძიების ეტაპზეა. ამჟამად, ვაზის დარგვა 39-დან 99 ლარამდეა შესაძლებელი.  "ორი ბოთლი ღვინის ყიდვა შეგიძლია ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ვაზის დარგვა, მოსავლის ლოდინი და მიღება სულ სხვა გრძნობებს უკავშირდება“, – MyWay.wine. 

    ეწვიეთ საიტს და დარგეთ ვაზი თქვენს სახელზე

     MyWay.wine 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური