სამბისტთა წარმატება - ჩიდრაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 11:43

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებულად იჭიდავეს და ჯამში 9 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი რუსეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.

ტურნირის პირველ დღეს, პაატა ღვინიაშვილის (90 კგ) წარმატების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იერბოლატ ბაიბატიროვი დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ქართველმა სამბისტმა ეს ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიგო.

ბულგარეთში ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) და ნიკოლოზ კუცია (82 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ ) და ბექა ბერძენიშვილი (+ 100), ქალთა შორის კი ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+ 80 კგ).

წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • სპორტის მინისტრი წარმატებულ სამბისტებს შეხვდა

    27 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „ქართული სპორტის" მუზეუმში სამბისტთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. პრესკონფერენციას დაესწრნენ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი

    ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის გახდა - ნინო ოძელაშვილი (72), რაც ქართული სამბოს ისტორიაში პირველად მოხდა.

    ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრეს. ვერცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.

  • ვახტანგ ჩიდრაშვილი და დავით ლორიაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

    მაროკოს ქალაქ კასაბალანკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

    მსოფლიოს ჩემპიონები 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვახტანგ ჩიდრაშვილი და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ლორიაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (მძიმე) დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+ 100), შორენა შარაძე (60 კგ), ირინე ლეონიძე (80 კგ) და გახდნენ.

    ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლებში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი აკმალიდინ კარიმოვი დაამარცხა, დავით ლორიაშვილმა კი რუსეთის წარმომადგენელ დიმიტრი ელისეევს სძლია, ფინალში რუსი მოწინააღმდეგები ყავდათ ნინო ოძელაშვილსა და ელენე ქებაძეს. ოძელაშვილმა შეხვედრა ოლგა ზახარცოვასთან დათმო, ქებაძემ კი ანა ბალაშოვასთან.   

    აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა, 2015 წელს კი მან ისევე როგორც დავით ლორიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაც შეძლო და დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა კაცთა შორის გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მესამე კი ბელარუსმა. 

    მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის მიერ მომზადებული გუნდი სულ 13 სპორტსმენით წარდგა. ქართველი სამბისტები მაროკოდან თბილისში 17 ნოემბერს, სამშაბათს გამთენის 04:30 წუთზე ჩამოფრინდებიან.

    მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. მაროკო, კასაბლანკა

    კაცები

    57 კგ ვახტანგ ჩიდრაშვილი - ოქრო
    100 კგ დავით ლორიაშვილი - ოქრო

    68 კგ ლევან ნახუცრიშვილი - ბრინჯაო
    74 კგ ბესარიონ ბერულავა - ბრინჯაო
    + 100 ბექა ბერძენიშვილი - ბრინჯაო

    ქალები

    68 კგ ნინო ოძელაშვილი - ვერცხლი
    + 80 კგ ელენე ქებაძე - ვერცხლი

    60 კგ შორენა შარაძე -  ბრინჯაო
    80 კგ ირინე ლეონიძე - ბრინჯაო

    გუნდური

    კაცები - II

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური