„მთელი ცხოვრება სანანებლად გაუხდება“ - ვის აფრთხილებს გია ჯაჯანიძე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი 2016 23:54

„ვუყურებ, ვხედავ, ჩემს თვალწინ, იღუპება“ - წერს „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში და პოსტს იმ ურჩ მეგობარზე აქვეყნებს, რომელიც ტელეწამყვანის რჩევებსა და დახმარებაზე უარს ამბობს.

გია ჯაჯანიძე: „ძალიან მძიმე და რთული სანახავია, როცა ადამიანი თავისი სულელური ქმედებით, ჯიუტობით და ამპარტავნებით, თავის მომავალს ღუპავს.

ვუყურებ, ვხედავ, ჩემს თვალწინ, იღუპება. 
მთელი ცხოვრება სანანებლად გაუხდება.
მოპოვებულ წარმატებას წყალში ყრის და ვერ ხვდება. ვეუბნები, ვანიშნებ, მაგრამ არა, მან უფრო კარგად იცის. 
რას ვიზამ, უფლება არ გვაქვს, უფროსწორად, უფლებას არ მაძლევს ვურჩიო. ვეტყვი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე დაველოდები. 
როცა დაეცემა, მივალ დასახმარებლად და ვუშველი, ღირსი არ არის მაგრამ მაინც ვუშველი.
ძნელია, როცა ხილულად ხედავ, როგორ იღუპება შენს თვალწინ ადამიანი“.

წაკითხულია 5913 ჯერ

Related items

  • ,,ძალად კეთილები და ფარისევლები..." - ვის აკრიტიკებს გია ჯაჯანიძე?

    „დაუნდობლები და ამავდროულად უსუსურები, მაგრამ არაუშავს, ყველანაირი ადამიანია საჭირო“ - წერს „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე.

    გია ჯაანიძე: „ყველაზე საინტერესო ძალად კეთილები და ფარისევლები არიან, განსაკუთრებულად უბრწყინავთ თვალები, რომ მოგატყუონ და წაგგლიჯონ. მზად არიან ნებისმერი გზით მოიხვეჭონ. 
    და რა მერე... გული ატკინე და გააცურე. როდემდე იქნები ბედნიერი. დაბერდები და დამთავრდები შენს ,,ნიჭთან'' ერთად. სად მიგაქვს არასწორი გზით ნაშოვნი. 
    რამდენ ყოფილ მდიდარს, ყოფილ ლამაზს და ყოფილ ცნობილს ვიცნობ. ყველაფერი დროებითია, ისიც რასაც ახლა ვწერ. 
    რახან მძაფრად შევიგრძნობ დროებითობას, არ მაინტერესებს არავისი არაფერი. ვტკბები ჩემი და სხვისი ცხოვრებით, გამყავს დარჩენილი დრო და ვმეგობრობ საკუთარ თავთან“.

  • ''მე და ბატონმა გია ჯაჯანიძემ გადავწყვიტეთ საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატაროთ''



    საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე თავის Facebook პროფილზე აქვეყნებს პოსტს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ''მე და ბატონმა გია ჯაჯანიძემ გადავწყვიტეთ ასეთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატაროთ ე.ი. ბატონი გია მზად არის გადაცემაში ''სხვა რაკურსი'' დაგვითმოს ერთი ბლოკი ახალგაზრდულ თემატიკასთან დაკავშირებით სასაუბროდ და ვნახოთ საბოლოო ჯამში გადაცემის ამ კონკრეტულ ბლოკს როგორი რეიტინგი ექნება ანუ კონკრეტულად აღნიშნულ ბლოკის მიმართ საზოგადოების როგორი ინტერესი იქნება, მაშასადამე ვიწყებთ თემაზე მუშაობას და შევეცდებით ყველაზე აქტუალური თემა რაც არის ახალგაზრდულ ცხოვრებაში მასზე ვისაუბროთ გადაცემაში...ასე რომ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ თქვენი იდეები აღნიშნულთან დაკავშირებით... ✔''

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური