“საქართველოში, მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში აღემატება 11%-ს” - ლაშა კილაძე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 13:02

საქართველოში არის საგანგაშო სიგნალი, მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში აღემატება 11%-ს, მარიხუანას ლეგალიზაციასთან ერთად მოიმატებს მისი მომხმარებლის რაოდენობაც, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოსახლეობაში ჩატარდა კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების კუთხით.
ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანა 13 წლამდე ასაკის მოზარდებში გასინჯული აქვს 11%, რასაც ის საგანგაშოდ თვლის.
“საგანგაშო სიგნალად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველოში 13 წლამდე ბავშვებში მარიხუანას მოიხმარს 11%, ზოგადად, როცა მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია, გაიზრდება მისი მომხმარებლის რიცხვიც,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.
იგი თვლის, რომ მარიხუანა არის ის ნარკოტიკი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს და მითი იმაზე, რომ მარიხუანა არ არის მავნებელი, მცდარია.
“მარიხუანა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ის არის ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ კანონის მიღების დროს უნდა შეფასდეს რისკები.
ადამიანები ციხეში არ უნა ხვდებოდნენ მარიხუანას მოხმარებისთვის, მაგრამ არც პედესტალზე არ უნდა აგვყავდეს და ტაშს არ უნდა ვუკრავდეთ,“-განაცხადა ლაშა კილაძემ.
მისი აზრით, საკანონმდებლო ლიბერალიზაციის დროს, მოსახლეობა არ უნდა დარჩეს შეუიარაღებელი და აგრესიული პროპაგანდის პირისპირ.
ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით საქართველოს მონაცემი იდენტურია ევროპული ქვეყნების.
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე თვლის, რომ დროულად უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.
“საქართველოში თამბაქოს მოიხმარს 30% , ხოლო ალკოჰოლს 40%, ეს მონაცემებია თითქმის ევროპის ქვეყნებშიც. ქვეყანამ დროულად უნდა მოახდინოს პრევენცია თუ უკვე დაგვიანებული არ არის. ჩვენ გვქონდა ევროსაბჭოსთან არსებულ პრევენციის ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც იყო განხილული რამდენიმე მოდელი, მათ შორის ეს ექსპერტები მუშაობენ ლიბერალიზაციის საფუძვლებზე.

წყარო: kvira.ge

წაკითხულია 1025 ჯერ

Related items

  • პარლამენტი მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული კანონის ლიბერალიზაციის პაკეტს პირველი მოსმენით იხილავს

    პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. 

    კონკრეტულად, კანონპროექტით იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. 

    აქედან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე ”სისხლის სამართლის კოდექსში“, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. ასევე, იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისთვის ალტერნატიულ სანქციებთან ერთად გათვალისწინებულია მოქმედ რეჟიმთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის თავისუფლების აღკვეთა. 

  • მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდა

    29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.

    2016 წლის 17 და 20 ივნისს, აგრეთვე, ამავე წლის 4 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

    საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმა შეიცავს იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამოაქვს განჩინება სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის თაობაზე.

    2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ის წესი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა, რომ უმიზნო და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთა პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია.

    კონსტიტუციურ წარდგინებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა, ძველი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ამჯერად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უშუალო მოხმარებისთვის.

    საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისათვის. პირადი მოხმარების მიზნით ამ რაოდენობით მარიხუანის შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ საჭიროებს პროპორციულობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალ შეფასებას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

  • არ დაიჭირო" - მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერი აქცია გვიანობამდე გაგრძელდა

    „ერთხმად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ადამიანების დაჭერა, იმის გამო, რომ ისინი მოიხმარენ ნარკოტიკებს,“ - გუშინ კანცელარიასთან გვიანობამდე იყვნენ შეკრებილები ახალგაზრდები, რომლებიც მარიხუანას მოხმარებისთვის პატიმრობას აპროტესტებდნენ და მის დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ.არ დაიჭირო - ამ ლოზუნგის აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

    ხელისუფლებას ქმედითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქცია - კონცერტის მონაწილეებმაც.

  • მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მომზადება იგეგმება

    მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის ჩავარდნის შემდეგ ინიციატივის ავტორი გოგა ხაჩიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მომზადებასა და საკითხის განმეორებით კენჭისყრაზე გატანას გეგმავს.

    პირველი მოსმენით მისაღებად კანონპროექტს მხოლოდ სამი ხმა დააკლდა. 21-ვე დეპუტატი, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ქართული ოცნების  წევრები არიან, თუმცა მმართველ კოალიციაში თანხმდებიან, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკას დახვეწა სჭირდება. მანანა კობახიძე ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს.

    განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ოპოციის წარმომადგენლებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული უნდა იყოს.

    „მოწევისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ,“- განაცადა გიგი წერეთელმა.

  • პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრები,საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

    მარიხუანის მცირე რაოდენობის შეძენა-შენახვაზე მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისგან გათავისუფლებას ითხოვენ "გირჩის" წევრები. 

    ახალი პოლიტიკური ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ სარჩელით მიმართავს, რათა მარიხუანასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შემუშავდეს. 

    პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალვე გაიმართება, თუმცა "გირჩის" წევრების განცხადებით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას და სასჯელის შემსუბუქებას უმრავლესობის წევრები არ ეთანხმებიან.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური