ბოლო მონაცემებით კვლავ ტრამპი ლიდერობს -არჩევნები აშშ-ში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 09:53

შეერთებულ შტატებში შედეგები სწრაფად იცვლება. ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს 245 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს 209. მონაცემები საბოლოო არაა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნების დახურვიდან ნახევარ საათში კოლეგიის ხმებით დონალდ ტრამპი დაწინაურდა. 

ამერიკის მოსახლეობა ხმის დათვლის პროცესს თვალს კლუბებსა და ბარებში დამონტაჟებულ მონიტორებზე ადევნებს. ვაშინგტონი ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს.

ცოტა ხნის წინ გამართა პრესკონფერენცია ზოგბი ანალიტიკის დამფუძნებელმა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის სპეციალისტის ჯონ ზოგბის განცხადებით, არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება და პროგნოზი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა მისივე თქმით, დონალდ ტრამპის პირისპირ ბარაკ ობამა რომ იყოს ის დაამარცხებდა ტრამპს 13-14%-ით. რაც შეეხება ჰილარი კლინტონს, ზოგბი ამბობს, რომ ის ორი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისა და მონაცემების მიხედვით ტრამპს 2%-იანი სხვაობით უსწრებდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციისთვის ყველზე რთული გამოწვევა რუსეთი იქნება. ისინი ადმინისტრაციას ნატო-ს გაძლიერებას ურჩევენ, ასევე ალიანსში საქართველოს შეყვანას და მოკავშირეების დაცვას რუსეთის რთულ სამეზობლოში.

 

წაკითხულია 311 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური