ავსტრალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ რეფერენდუმის გამართვას მხარი არ დაუჭირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 14:44

ავსტრალიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი არ დაუჭირა მთავრობის ინიციატივას ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმის გამართვის შესახებ. მთავრობის შეთავაზების წინააღმდეგ 33 სენატორი გამოვიდა, 29 სენატორმა კი რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირა.

როგორც BBC აღნიშნავს, ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ავსტრალიის მოსახლეობის უმრავლესობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერს.

ავსტრალიის შტატების უმეტესი ნაწილი ერთინაირსქესიანთა წყვილებს სამოქალაქო კავშირს დასაშვებად ცნობს, თუმცა ამგვარი ქორწინების ლეგალურობა ნაციონალური კანონით განსაზღვრული არ არის.

წაკითხულია 454 ჯერ

Related items

  • "რესპუბლიკური პარტიის" განცხადება ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ

    "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია,  რომ ქვეყნის კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია. 
    newsday.ge " რესპუბლიკური პარტიის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    "რესპუბლიკური პარტია" სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს.

    ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების შესახებ ბოლო ხანებში წამოწეული საკითხის დეტალურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ:

    ა) კონსტიტუციურად და სამართლებრივად დასაზუსტებელი არაფერია - სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი და სხვა არაფერი. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის მოქმედი ნორმის კონსტრუქცია, ნორმატიული შინაარსი და ტერმინოლოგია ("მეუღლეთა", "ოჯახი", "დედათა და ბავშვთა"), აგრეთვე, კონსტიტუციის სწორედ ამგვარ განზრახულობას ადასტურებს მისი უკლებლივ ყველა ავტორი;

    ბ) ამ საკითხზე კონსტიტუციაში რაიმეს კიდევ უფრო დაზუსტება, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ-პიარული მიზნით, მოქმედ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან პროექტის ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია 113 ხმა;

    გ) აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების ინიცირებით და მისი ვერ მიღებით ჩვენ არა თუ ვერ გავამყარებთ, არამედ დავაზიანებთ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. თუ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით ინიციატორები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სიტყვა "მეუღლეთა" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "ქალისა და მამაკაცის", მაშინ ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ დღეს, სანამ რამე არ შეცვლილა, კონსტიტუცია ქორწინების უფლებას შეიძლება აძლევდეს ვინმე სხვასაც, გარდა ქალისა და მამაკაცისა.

    "რესპუბლიკური პარტია" თვლის, რომ ინიცირება საფრეთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას და არ აპირებს, ასე წინდაუხედავად შეაბიჯოს შორსმიმავალი მიზნებით დაგებულ პოლიტიკურ მახეში. თუ რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა, ვინ გულწრფელი მოტივებით ადგება არასწორ გზას და ვინ ცდილობს ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამის გარკვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიგვინდვია.

    შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ამოიწურა შიდაკოალიციური კონსულტაციების რესურსი, რესპუბლიკური პარტია ადასტურებს პატივისცემას თვითეული დეპუტატის, მათ შორის ჩვენივე ფრაქციის წევრების, განსხვავებული პოზიციისადმი, მაგრამ პოლიტიკურად ემიჯნება კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს, რომელსაც მოყვება არა საკითხის უკეთ გადაწყვეტა, არამედ საკითხის უფრო გამწვავება თანამდევი პოლიტიკური მეტასტაზებით," - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური