სირიაში ISIS-ის წევრებმა რუსულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 17:06

სირიაში დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა რუსულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტი ქალაქ პალმირასთან მოხდა. ვერტმფრენი დაზიანდა და დაშვების შემდეგ აფეთქდა, თუმცა ეკიპაჟმა ბორტის დატოვება მოასწრო და ჰმეიმიმის ავიაბაზაზე უვნებელი დაბრუნდა.

დღეიდან კი ალეპოში 10 საათიანი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა. ISIS-ს მებრძოლებსა და მეამბოხეებს ალეპოს დასატოვებლად ათი საათი აქვთ. მათთვის ორი უსაფრთხო დერეფანია გახსნილი.

ცეცხლის შეწყვეტამდე ალეპოში სამთავრობო ძალების პოზიციებთან ამბოხებულებმა სამი დანაღმული მანქანა ააფეთქეს.

შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებით 8 დაშავებულია მოთავსებული. არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმის დროს მომწამლავი გაზი გამოიყენეს.

წაკითხულია 416 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური