ლარი გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:03

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად,  ერთი ამერიკული დოლარის  ღირებულება 2.4371 ლარი გახდა. დღიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4371 ლარია. გუშინდელი კურსი  2.41295 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა. 

წაკითხულია 596 ჯერ

Related items

  • ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა
    ლიბერთის ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.
     
    ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის  საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა,  მომხმარებელს  პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.
     
    Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით,  ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.
     
    ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.
     
    უახლოეს მომავალში  Onoff.ge  კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.
     
     

     

  • ლიბერთი ბანკი "გლობალური ფულის კვირეულს" შეუერთდა
    ლიბერთი ბანკმა  "გლობალური ფულის კვირეულის" (Global Money Week) ფარგლებში  საქართველოს  სამ ქალაქში,  ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა.
    ბანკის რეგიონალური ფილიალების მმართველებმა მოსწავლეებს  საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის მიზანია მომავალ თაობებში ფინანსური განათლების ამაღლება.
    ,,ამ შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა ბანკზე, ფულზე და ფულის ხარჯვისა და დაგროვების თავისებურებებზე. ჩვენთვის სასიამოვნოა მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება საბანკო პროდუქტებისა და  მომსახურების შესახებ.  ძალიან საინტერესოდ წარიმართა მათთან დიალოგი, რომელიც იმედს ვიტოვებთ მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი ფინანსები გონივრულად მართონ„ - განაცხადა გურიის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, გიორგი აბსარიძემ.
    „გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება.
    აღნიშნული კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებით ტარდება და  წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია".
  • „წამლისთვის ფული მივეცი, პირადობა გამომიწოდა, წაიღე და რომ მოვაგროვებ ფულს დაგიბრუნებო“ - ოლღა ბებოს ისტორია

    სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვაჟა აბიაშვილი მოხუცი ქალბატონის შესახებ წერს, რომელსაც დახმარება სჭირდება:

    „გაიცანით, ეს 78 წლის ოლღა ბებოა დღეს მარჯანიშვილზე, Suiteblanco-ს მაღაზიასთან იჯდა, გვერდით როცა ჩავუარე დამიძახა იქნებ გამაყუჩებლის ფული მომცე ძალიან მაწუხებს ტკივილები და ფული არ მაქვს რომ ვიყიდოო, როცა თანხა მივეცი პირადობა ამოიღო და გამომიწოდა, წაიღე და რომ მოვაგროვებ ამ ფულს უკან დაგიბრუნებ მანამდე ჩემი პირადობა დაიტოვეო ოლღა ბებოს ძალიან ჭირდება ჩვენი დახმარება საკვებით, წამლებით, სამოსით და თანხით... ვისაც რისი საშუალება გექნებათ იქნებ დავეხმაროთ ამ ძალიან საყვარელ ბებოს“, - ნათქვამია აბიაშვილის სტატუსში.

  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.
  • ლარი გამყარდა

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა.  ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6683 ლარი იქნება.დღეს ერთი დოლარი შეძენა  2.7302 ლარად იყო შესაძლებელი.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური