მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2016 09:49

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. მთავრობის სხდომაზე მინისტრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე მსჯელობენ.
საკითხთა შორის რამდენიმე სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება, ასევე ცვლილებები შედის მთავრობის რამდენიმე დადგენილებაში, მათ შორის, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში.
გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის წევრები ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დაამტკიცებენ. 

წაკითხულია 545 ჯერ

Related items

  • მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

    ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

    „შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

    პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

    ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე პირველივე წუთებიდან იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად. ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად."- აღნიშნულია განცხადებაში.
  • "მინდა მაღალი შეფასება მივცე აღნიშნულ შეხვედრას" - დიმიტრი ქუმსიშვილი

    მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სტუმრად იმყოფება ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერი, რომელიც რანგით ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო მოხელეა და შედის ჩინეთის მუდმოვმოქმედ კომიტეტში. ქუმსიშვილის შეფასებით, შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ამავე დროს, კონსტრუქციულ ფორმატში. 

    „ჩვენი მონდომება და სურვილები აბსოლუტურად თანხვედრაშია. ჩინეთის მხრიდან მივიღეთ შემოთავაზებები, მათ შორის, ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს გეგმები ასევე იყოს დაახლოვებული და განხილული იმ ხუთწლიან გეგმებთან მიმართებაში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მარტივს გახდის შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას. დეტალურად ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. ასევე ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელითაც დავადასტურეთ, რომ ორივე მხარე აქამდე მიღწეულ შეთანხმებებს ეთანხმება და გარდა ამისა, მონდომებულია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასრულება. საუბრისას დეტალურად იყო განხილული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და ის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც აბრეშუმის გზას გააჩნია. ასევე იყო დეტალური საუბარი ტურიზმზე, ინდუსტრიის განვითარებაზე, ერთობლივი საწარმოების გაკეთებაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.


    მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად განიხილეს აბრეშუმის გზის პროექტი, ასევე ინვესტიციებთან, ვაჭრობასთან, ტურიზმთან, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან, ერთობლივ საწარმოებთან, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური