ბრაზილიაში მღვიმის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:44

ბრაზილიაში მღვიმის ჩამონგრევის შედეგად სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სანტა მარიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილზე შეკრებილი დაახლოებით 50 პირი რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდა, როდესაც ინციდენტი დაფიქსირდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზდნენ მაშველები და სასწაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წაკითხულია 376 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

    ბრაზილიაში სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა 2016 წლის 1 ნოემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ბრაზილიის ეროვნული სენატის, ბრაზილია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, სენატორ აოუზიო ნუსესთან და სენატორ ანტონიო ანასტასიასთან, ასევე ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების (სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, კოლუმბია, გაიანა, პერუ) დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

    აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ, აღინიშნა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციაში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობას.

    ბრაზილიელ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. დავით ზალკალიანმა სენატორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.

    გადაფარვის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩებს რეგიონში არსებული ვითარების, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ოქტომბრის თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს საქართველოსთან სტაბილური და პარტნიორული თანამშრომლობის პოლიტიკის გაძლიერების მზადყოფნა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრების  XXI და სახელმწიფო მეთაურების XI კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, სადაც საქართველოს 2014 წლიდან ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია.

  • ბრაზილიის ციხეში 7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, 6 კი ცოცხლად დაწვეს

    ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში ბუნტი  25 ადამიანი ადამიანის დაღუპვით  დასრულდა.   ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პატიმრების ერთი ჯგუფი მეორეს დაუპირსპირდა,  ბუნტის დროს პატიმრებმა 100-მდე ვიზიტორი ტყვედ აიყვანეს,მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა.

    შემთხვევის დროს  7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, 6 კი ცოცხლად დაწვეს. 

    "ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ციხეში 740 პატიმარი ეტევა, თუმცა სასჯელს 1400 პატიმარი იხდის.

  • ოლიმპიადამდე ბრაზილიაში ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

    ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ბრაზილიის მოქალაქეა. მათი გეგმა ინტერნეტ-ჩატების მეშვეობით გამოვლინდა. როგორც ცნობილია, ყველა მათგანი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ეჭვმიტანილი, თუმცა რამდენიმე წყარო ამ ინფორმაციას უარყოფს. ქვეყნის იუსტიციის მინიტრის, ალექსანდრე დე მორაესის ცნობით, დამატებით დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის არ გაასაჯაროვებენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილში ვრცელდებოდა ინფორმაცია ბრაზილიაში გასამართი ოლიმპიადის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ბრაზილიის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები კი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად გაამკაცრა. ოლიმპიური თამაშები რიოში, 5-21აგვისტოს გაიმართება.

  • “Visa”- და “Bradesco”- რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომხმარებელს გადახდის ახალ მეთოდს - პორტატულ ელექტრონულ აქსესუარს სთავაზობენ

    Pulseira Bradesco Visa-ს ექსპლუატაციაში გაშვების პირველი ეტაპი დაახლოებით სამი ათასი ადამიანის მონაწილეობას მოიცავს

    პორტატული ელექტრონული სამაჯურის საპილოტე გაშვება ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას მოხდება, რომლის სპონსორებადაც ორივე კომპანია გვევლინება

    სან პაულო, 2016 წლის 16 ივნისი, - დღეს „Visa“-მ და „Bradesco“-მ წარმოადგინეს „Pulseira Bradesco Visa“, ორი კომპანიის ერთობლივი, პირველი ელექტრონული სამაჯური ბრაზილიისთვის, რომლის საპილოტე გაშვებაც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ მოხდა. ახალი პროდუქტი რომელიც საყოველთაოდ იქნება მიღებული 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, არის ინოვაცია უკონტაქტო გადახდების სფეროში და ახლო კავშირის ტექნოლოგიის (Near Field Communication-NFC) გამოყენებით მუშაობს, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მოდასა და სპორტს და აუმჯობესებს გადახდების გამოცდილებას მომხარებლისთვის.
    „Pulseira Bradesco Visa“ არის გადახდის ახალი ფორმა რომელის შეთავაზებაც მოხდება რიოში და რჩეულ გულშემატკივრებსა და დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, გადახდები ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს შეასრულონ. პორტატიული სამაჯური მხოლოდ ბრაზილიაში იქნება ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება მილიონზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე იქნება შესაძლებელი. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური პარკში განლაგებული ოთხი ათასივე გადახდის ტერმინალი იქნება აღჭურვილი აღნიშნული ტექნოლოგიით.

    „ბრაზილია ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა რომელიც მიესალმება ინოვაციებს. მომხმარებელი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება, ყოველთვის ეძებს ინოვაციებს, კომფორტსა და ისეთ საშუალებებს, რომელიც მოერგება და გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. „Bradesco Visa“-ს სამაჯური შეესაბამება ამ მოთხოვნებს, გარდაქმნის მომხმარებლის გამოცდილებას და გაამარტივებს გადახდებს“ -განმარტავს პერსივალ ჯატობა, ვიზა ბრაზილიის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი. „როგორც ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გადახდების ტექნოლოგიებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ სფეროში მონაწილე მხარეებთან და დეველოპერებთან რათა შევთავაზოთ მათ მომავალი, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მოწყობილობას შეეძლება ფინანსური ოპერაციების მოხერხებულად, სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება,“ - ამბობს იგი.
    მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თვალყური ადევნოს სამაჯურის ოპერაციების ისტორიას, მის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, დაბლოკოს მოწყობილობა ქურდობის ან დაკარგვის შემთხვევაში და შეავსოს ბალანსი თანმხლებ წინასწარ გადახდის ბარათზე. სამაჯური ეყრდნობა ვიზას პროცესინგის პლატფორმას რაც უზრუნველყობს უსაფრთხოებასა და საიმედოობას, პორტატიული აქსესუარით შესრულებული გადახდები დაცულია იგივე სტანდარტებით რაც გამოიყენება ბარათებთან მიმართებაში.
    „ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენ გამოწვევის წინაშე ვართ, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინები. აქსესუარებში ელექტრონული გადახდების ინტეგრირება შეესაბამება „Bradesco Cartões-ის სტრატეგიას, რომლის მიზანიცაა, შესთავაზოს მის მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სერვისი“ -ამბობს ცეზარიო ნაკამურა, „Bradesco Cartões“-ის დირექტორი.

    ინოვაციების დანერგვა უსაფრთხოების დაცვით
    სამაჯური მარტივად გამოსაყენებელია, საკმარისია ის მოირგოთ და მიიტანოთ უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან ყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად. პროცესის გასამარტივებლად, 50 ბრაზილიური რეალზე (15 აშშ დოლარი) ნაკლები გადახდისას არ მოითხოვება PIN-ის გამოყენება.
    სამაჯური თანამედროვე დიზაინისაა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოთი და ის მდგრადია სითხისა და წყლის მიმართ. „მათ, ვისაც უყვარს ვარჯიში, ღამის ცხოვრება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მოიხიბლებიან ამ ახალ მეთოდით", ამბობს მართა კრავჩიკი, Visa-ბრაზილიას მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
    „Bradesco“ ყოველთვის სარგებლობდა ტექნოლოგიებით, რათა გარდაექმნა მისი ურთიერთობები მომხმარებელთან. „სიხარულით ველოდებით ვნახოთ თუ როგორი რეაგირება ექნება მომხმარებლებს ამ ტიპის მობილურ მოწყობილობაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დადებითი გამოცდილება ქონდეს, რათა შემდგომში შევთავაზოთ „Bradesco Visa“-ს სამაჯური მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრს“, - ამბობს ნაკამურა.

    კომპანია Visa Inc-ის შესახებ:
    Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

  • ბრაზილიის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

    ბრაზილიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. სასამართლო ხელისუფლება პრეზიდენტს სამთავრობო თაღლითობაში ადანაშაულებს. 

    ინიციატივის განსახილველად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში საპარლამენტო ფრაქციების ყველა წარმომადგენელი შევა. 

    იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობა პარლამენტის ქვედა პალატას წარედგინება, რომლის მისაღებად დეპუტატების ორი მესამედის თანხმობაა საჭირო. 

    ინიციატივის ავტორები პრეზიდენტს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ, რომელიც, მათი აზრით, რუსეფის წინა საპრეზიდენტო ვადაში ხდებოდა. ოპოზიციის მტკიცებით, დილმა რუსეფის ხელისუფლებაში ფინანსური დარღვევები მიმდინარე წელსაც ხდება. 

    ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინაშე უკან არ დაიხევს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური