”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 14:14

”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე ”ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა:

”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ ოთხი წლის წინ ერთ კოალიციაში ვიყავით. ჩვენ 2012 წლის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ახალი იდეა არ არის. ჩვენ  ოპოზიციაში ერთად ყოფნის გამოცდილება გვაქვს, 2012 წლამდე სწორედ ამ პარტიებმა ზიდეს ოპოზიციური ტვირთი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” სახით არსებობდა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა,” - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

წაკითხულია 595 ჯერ

Related items

  • ახლა ახალი ეტაპი იწყება, - თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

    "12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება," -  აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“  დატოვების შემდეგ გააკეთა.

    ცოტა ხნის წინ პარტიიდან წასვლა დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემ. პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.

  • რატომ დატოვა ვახტანგ ხმალაძემ ”რესპუბლიკური პარტია”

    „დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს,” - აღნიშნული განცხადება  "რესპუბლიკური" პარტიის დატოვების შესახებ  ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

    შეგახსებეთ, პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. 

  • "რესპუბლიკური პარტია" შესაძლოა რამდენიმე ლიდერმა დატოვოს

     არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ნოდარ ებანოიძემ პარტიის დატოვების განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს მიმართოს. ამის შესახებ ებანოიძემ კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ის ასევე არ უარყოფს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა დავით უსუფაშვილმა ახალ პოლიტიკური პარტია შექმნას, სადაც რესპუბლიკელებიდან წასული, უკვე ყოფილი დეპუტატები პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელელბენ.ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა პოლიტიკური გაერთიანება ებანოიძესთან ერთად, ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმაც დატოვონ. თუმცა, ამ ეტაპზე, მსგავსი განცხადება პარტიის თავმჯდომარის თქმით, არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.

  • არ შეიძლება იმედი გაუცრუო ადამიანებს, - თამარ კორძაია

    მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. არ შეიძლება იმედი გაუცრუო  ადამიანებს, რომლებმაც არჩევანი შენზე გააკეთა,  - აღნისნული განცხადება  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

  • არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული,... ვემსახურები საქართველოს! - თინა ხიდაშელი

    ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, -  არჩევნებთან დაკავშირებით,  "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

    ”ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! 
    დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! 
    განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! 
    როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ. გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ. ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების.
    ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამრშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. 
    პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
    სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე. ვემსახურები საქართველოს!”- წერს თინა ხიდაშელი.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური