თურქეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა მალაიზიიდან 3 თურქი მოხალისე მასწავლებელი გაიტაცეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 01:41

სამი მოხალისე თუქი მასწავლებელი რომლებიც მალაიზიაში მუშაობდნენ თურქეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ტაილანდურ გაზეთ Thai Rath-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ გაზეთს ტაილანდში 1 მილიონ 200 ათასი ტირაჟი აქვს.

სათაურით -″ნამდვილად, ამ ადამიანების მალაიზიიდან წასაყვანად მოხვედით?″ გამოქვეყნებული სტატია თურქეთში მიმდინარე მოვლენების, ფეთჰულაჰ გიულენისა და ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესახებ ინფორმაციას იძლევა. გაზეთი ასევე ამ თემასთან დაკავშირებით მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ნაჯიფ რაზაქ-ის შეფასებასაც უთმობს ადგილს.

ნაჯიფის თქმით, თავისი ქვეყანა ″აზიის ქვეყნების კავშირში″ (ASEAN) მყოფ ქვეყნებს შორის ერთ ერთი ლიდერია.

″ჩვენ ASEAN-ში, ადამიანთა უფლებების დაცვის და მისი მხარდაჭერის მიზნით დაარსებული ადამიანთა უფლებების დაცვის კომისია გვაქვს. მაგრამ თვითონ ამას არ ემორჩილება. მე თურქეთის კონსტიტუცია მომცენ წავიკითხე. ერდოღანის მთავრობა, კონსტიტუციის მე-19 მუხლს აშკარად არღვევს. თურქეთს, ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ამისთვის ათობით წელია იბრძვის. ჩემის აზრით ამის განხორციელება ძალიან რთულია. რადგან მალაიზიაში ხალხის გამგზავნი და ადამიანების გამტაცებელი სახელმწიფო, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მე-5 მუხლსაც არღვევს.

თურქეთის მთავრობა, ტაილანდის ხელისუფლების მიერ უიღურელი თურქების ჩინეთისთვის გადაცემას ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა და ადამიანის უფლებების შესახებ აფრთხილებდა ახლა კი თვითონ იგივეს აკეთებეს, ადამიანის უფლებებს არღვევს.″- განაცხადა ნაჯიფ რაზაქმა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ფეთჰულაჰ გიულენს და ″მოძრაობა ჰიზმეთს″ პოლიტიკა არ აინტერესებთ, ისინი თავის ქვეყანაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის იბრძვიან..

″პრეზიდენტ ერდოღანმა კი გიულენის იდეების გამზიარებელი ადამიანებისგან პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად დახმარება ითხოვა და ამ მხარდაჭერის საშუალებით არჩევნები ორჯერ მოიგო. ერდოღანის და მისი ახლობლების წინააღმდეგ 2013 წელს კორუპციისა და მექრთამეობის შესახებ დაწყებული გამოძიების გამო გიულენი და მისი მხარდამჭერები სამიზნედ იქცნენ, იმ მოტივით რომ ეს ბრალდებები გიულენის მხარდამჭერებმა უსაფუძვლოდ წაუყენეს.″- წერს გაზეთი.

გაზეთი ასევე 15 ივლისის მოვლენებსაც უთმობს ადგილს და წერს, რომ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში ბრალი ″მოძრაობა ჰიზმეთს″ დასდო და ამ მოტივით 100 ათასობით ადამიანი ციხეში ჩასვა მათ შორის გენერლები, მოსამართლეები, პროკურპორები, პოლიციელები, ჯარისკაცები, სახელმწიფო მოხელეები, მასწავლებლები და ბიზმესმენებიც არიან.

გაზეთის ინფორმაციით, ერდოღანს მსოფლიოს ლიდერებთან, მათ ქვეყნებში არსებული სასწავლებლების დახურვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც ჰქონდა მაგრამ მსოფლიო ლიდერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერდოღანთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

წაკითხულია 533 ჯერ

Related items

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • თურქეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა

    ქ. ინეგოლში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით ფოკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" ჩატარდა.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჯამბაზიშვილმა

     მათ  ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში.
     
    საღამოს ფარგლებში,  დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
     
    ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს).
     
    ფესტივალზე საქართველოდან ჩამოსულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
     
    ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

    ვაზიანში მცხოვრები ომის დროს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პურის საჭიროების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ გამოყო შენობა, რომლის სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო. სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად შენობა გადაცემულია 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო დასრულება იგეგმება 2019 წლის სექტემბრის თვეში. საერთაშორისო საბაზრო ფასების მიხედვით, დაგეგმილი სარემონტო და დამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 400 000 აშშ დოლარია.

    ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და ლტოლვილებისთვის იგეგმება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.      

  • პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური