იტალიაში კვლავ ძლიერი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:56

რამდენიმე წუთის წინ იტალიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "როიტერსის" ცნობით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.


როგორც „როიტერსი“აშშ-ის გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 68 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა 24 აგვისტოსმოხდა, რასაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ცენტრალურ ნაწილში ორი მიწისძვრა მოხდა სამი დღის წინაც, რომელსაც მსხვერპლიარმოჰყოლია, თუმცა დაინგრა შენობები.

 

წაკითხულია 4331 ჯერ

Related items

  • საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს

    21 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი- თბილისის მიმართულებით.

    მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

    აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

    საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან,  ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 

    21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
     
    შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

    აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • ჩინეთის მთავრობამ იტალიაში ექიმები გაგზავნა

    ჩინელი ექიმების 9–კაციანი ჯგუფი იტალიაში უკვე ჩავიდა. როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, მედიკოსებმა ქვეყანაში დაახლოებით ერთი ტონა სამედიცინო მასალა ჩაიტანეს, რათა იტალიელებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა მანამდე მსგავსი დახმარება ირანსა და ერაყს გაუგზავნა.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმები მზად არიან საკუთარი ცოდნა იტალიელებს გაუზიარონ.

    ამ დროისთვის ქვეყანა ინიფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ლიდერობს. ექიმების გარდა, ჩინეთმა იტალიას სპეციალური აღჭურვილობა და ნიღბები გაუგზავნა. საუბარია 2 მლნ ნიღაბსა და 200 ათას დამცავ აღჭურვილობაზე.

    ექიმებზე კომენტარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრამც გააკეთა და თქვა რომ ჩინეთიდან ის ექიმები ჩავლენ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის პირველი პიკის დროს მუშაობდნენ. “ჩვენს ექიმებს არ სჭირდებათ სწავლა როგორ გააკეთონ საკუთარი საქმე, თუმცა ჩინელი ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც ვირუსს გაუმკლავდნენ და გაგვიზიარებენ გამოცდილებას”.

    ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავიურით ინფიცირების 10 149 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 631-ია.

    12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

     

  • რომში გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. რომში ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში ქართველი კომპოზიტორის გია გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა. გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა: პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.

    წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ,რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.

    კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna', ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.
     

  • რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს (ვიდეო)

    რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს.

  • მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი იყო - მისი სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა

    საქართველოს სესმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კილომტერში აზრებაიჯანში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგენის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა თბილისში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური