ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაკითხეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 10:07

ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაიკითხა. აღნიშნული პარტიის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე ახალციხის პოლიციაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც ხიზაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, შეკითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. 
”აღნიშნული ფაქტი რაც იყო, დეტალურად აღვწერე და მოვყევი. ძირითადად კითხვები შეეხო, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, ვინ მომაყენა შეურაცხყოფა. კამერა არ მინახავს და არ ვიცი სადაა”, - განაცხადა ხიზაძემ. 
ახალციხეში იმყოფება ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილიც. მისი თქმით, ოპონენტები ”ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მიმართ მასობრივ ზეწოლას მიმართავენ. 
”მათ გონიათ, რომ თუ მოსახლეობა დაშინდება, ეს მოიტანს შედეგს. დაშინდება თუ პირიქით გაღიზიანდება, ამას ვნახავთ," - განაცხადა დარჩიაშვილმა. 
ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ სოფელ მუსხში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩვნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

წაკითხულია 548 ჯერ

Related items

  • ახალციხეში ათი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

    ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე ათი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა.

    დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

    როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გამოკვლევები უტარდება.

    მათივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

  • "პოლიტიკური უსინდისობა, ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები" - კვირიკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. 

    "ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს იქით გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ" - თქვა კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. 
    „არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მიმდევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ - რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” იწყება
    3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება.
     
    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
     
    სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
     
    სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
     
    სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
  • გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება
    ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება. ბრალდებული სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 13:00 საათზე დაიკითხება.. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც გუშინ დაკითხვა ვერ მოხერხდა.
  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეუფეებს „ტოიოტას“ ჯიპები ძალდატანებით დაურიგა - ნანა კაკაბაძე
    „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ტოიოტას" ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" სასულიერო პირებზე მუქარას ახორციელებდნენ. „ამ ავტომობილებში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობები და ამითი წინა ხელისუფლება ცდილობდა კომპრომატები მოეპოვებინა მეუფეებზე. რამოდენიმე მეუფეს არ სურდა მიეღო სახელმწიფოსგან ეს ჯიპები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე „დაინახავს რაც მოუვაო", გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემა "პრიორიტეტებში".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური