"ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას"- დიმიტრი ცქიტიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 17:48

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ევროპარლამენტის მიმართვაზე აცახდებს, რომ ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას.


“ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი ევროსტრუქტურებს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ LIBE-ეს, ანუ სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ამ განცხადებას ხელს აწერს როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესი და ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას”- განაცხადა ცქიტიშვილმა.

წაკითხულია 526 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

    როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

    რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



  • დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

    ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.

    ვაშინგტონში, დიმიტრი ცქიტიშვილი, ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსს შეხვდა.

    დეპუტატი შეხვდა ამერიკის პროფესიული კავშირების (afl-cio) და ამერიკული სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს.

    დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იყო.

    დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ:საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

    ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (csw) 63-ე სესიას დაესწრო ნიუ-იორკში.

  • პარლამენტის დეპუტატმა ე. ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პარლამენტში გააკეთა.

    „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... "ქართული ოცნება" ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

    დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

    შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

    საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

  • ჯუმბერ თავართქილაძე: არც „ნაციონალების“ რეინკარნაციას შევეგუოთ და არც „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას!

    საქართველოს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მეგობრებო, ისევე როგორც თქვენ, მეც ბევრ რამეზე ვარ განაწყენებული. განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების და საკადრო პოლიტიკის ნაწილში. დამნაშავეების არ დასჯამ შექმნა დაუსჯელობის სიმდრომი - 2012 წლის აქტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ დასაქმდა, არამედ უფრო რთულ მორალურ ვითარებაში აღმოჩნდა!

    სწორედ ამ ძირითადმა და პრინციპულმა გარემოებებმა განაპირობა არჩევნებზე არმისვლა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ ქვეყანა და მისი მომავალი, არ ვიბრძოლოთ საქართველოს გაერთიანებისთვის. უნდა დავიცვათ 2012 წლის მონაპოვარი, ანუ კიდევ ერთხელ ყველა უნდა შევიკრათ ერთ მუშტად, რომ რევანშისტულ ძალებს არ მივცეთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

    მე ვერთვები ამ ბრძოლაში კიდე ერთხელ, რათა ბოლომდე მივიყვანო 2004 წელს დაწყებული ბრძოლა - „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმი და პორტირებული ნაცხროვა მოვისროლოთ სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ჩვენ შევეგუოთ „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას საქართველოში!"-აცხადებს ჯუმბერ თავართქილაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური