ISIS-ის მებრძოლებმა 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 11:28

 ერაყში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.განცხადება ამის შესახებ ერაყის ადამიანი უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რახიმშამრიმ გააკეთა.მისი თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლად ქალაქ მოსულის შემოგარენში მდებარე სოფლებიდან აიყვანა.ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ISIS-ის მებრძოლები მძევლებს რეგიონის მოსახლეობის დაშინების მიზნით სჯიან სიკვდილით. 

წაკითხულია 423 ჯერ

Related items

  • ალბანეთში TIKA-ს მიერ გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს

    თურქეთში დაფუძნებული თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ ალბანეთში გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს. ეს შემთხვევა, ევროპის და მსოფლიოს მედიამ ვრცლად გააშუქა.

    ″ISIS-ი და ალ-ქაიდა ცუდი ორგანიზაციები არ არიან, ისინი სირიაში, ერაყში და ეგვიპტეში მუსულმანებს იცავენ″- ამბობს ემინე ალუში. მომხდარი ინციდენტის შემდეგ მასწავლებელი დააპატირმეს, მას 10  წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    გაზეთებმა, რელიგიური განათლების მიმცემი აღნიშნული სკოლის მასწავლებლის ემინე ალუშის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების ISIS-ის და ალ-ქაიდას განდიდებით ხსენება სკანდალად შეაფასეს.

    ინფორმაცია, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ისეთ წამყვან მედია საშუალებებში გაშუქდა, როგორიცაა საინფორმაციო სააგენტო ANSA, Associated Press, Washington Post, Fox News, China.org და ესპანური El Paso.

    მასწავლებლის და სკოლის შესახებ ალბანეთის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ მიუღებელია და საჭიროებისამებრ სისხლის სამართლის პროცესი წარიმართება.

    ბოლო წლებში, ევროპის და განსაკუთრებით იტალიური მედია ალბანეთში, განსაკუთრებით სოფლად ISIS-ის საფრთხის გავრცელებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

    წყარო: 1)  http://turkeypurge.com/turkish-govt-funded-imam-hatip-teacher-recorded-praising-isil-in-classroom

    2) http://dunyanews.tv/en/World/371234-Albanian-teacher-hel

    3)   https://www.washingtonpost.com/world/europe/albanian-teacher-arrested-for-pro-is-propaganda/2017/01/19/add69bf2-de3a-11e6-8902-610fe486791c_story.html?postshare=4911484944072905&tid=ss_tw&utm_term=.0a1a361df207

  • ISIS-ის მებრძოლებმა ვიდეომასალა გამოაქვეყნეს, სადაც ორ თურქ სამხედროს ცოცხლად წვავენ

    ტერორისტული დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს’’ მებრძოლებმა ვიდეომასალა გამოაქვეყნეს, სადაც ორ თურქ სამხედროს ცოცხლად წვავენ. ვიდეო გავრცელებიდან მალევე დაბლოკა თურქეთის ხელისუფლებამ. გავრცელებული ინფორმაციით, თურქი სამხედოები დაახლოებით სამი კვირის წინ ,,ისლამური სახელწმიფოს’’ მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს. 

  • არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

    არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
    არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
    ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
    ″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
    გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

    წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

  • ერაყში ISIS-ის წევრი დაჭრეს

    ერაყში ავიადარტყმების შედეგად ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, დაჯგუფების პრესსპიკერი, აბუ მუჰამად ალ-ადნანი, დაიჭრა.

    ამის შესახებ  ინფორმაციას როიტერსი ერაყელი სამხედროებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმად, ალ-ადნანი პროვინცია ანბარში დაიჭრა. 

    აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

  • ISIS ავღანეთში "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას გქანცხადებით, რუსეთი ძალიან სერიოზულად ეკიდება იმ საფრთხეს, რომ შესაძლოა "ისლამურმა სახელმწიფომ" ავღანეთში "მეორე ფრონტი" გახსნას . ამის შესახებ ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    "რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ მოსალოდნელ სცენარს. მას შემდეგ რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება დაიწყო, ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც ჩანს, ჰგონია, ავღანეთზე ნაწილობრივ გადამისამართებით და "მეორე ფრონტის" გახსნით შეძლებს კვლავინდებურად ეფექტურ სამხედრო სტრუქტურად დარჩეს" - განაცხადა ზახაროვა.

    ზახაროვას თქმით, მსოფლიო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ტერორიზმის გავრცელების საფრთხის შესაძლებლობას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური