სატელიტური ოპერატორი SES-ი ჰაიტის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენაში დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 18:32

ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. -- სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.

emergency.lu-ს ტერმინალები იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.

"როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს", აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი. "თანამგზავრი არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.

Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.

წაკითხულია 628 ჯერ

Related items

  • SES-ი მთელი მსოფლიოს მაშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება

    სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 562 000 ოჯახამდე გაიზარდა

    SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს.

    351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს 145 მილიონ ოჯახზე და არაპირდაპირ მომსახურებას უწევს 147 მილიონ საკაბელო, 40 მილიონ ინტერნეტ (IP) ტელევიზიის და 18 მილიონ სახმელეთო ტელევიზიის მქონე ოჯახს.

    SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000 შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გაჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.

    SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%. 2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000 შეადგენდა.
    კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნის ზრდას - 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38% წარმოადგენდა.

    SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროპა ძლიერი და მდგრადი ბაზარია, სადაც თანამგზავრული მაუწყებლობა მიმზიდველ პლატფორმას წარმოადგენს საიმედო და ეკონომიური ტელევიზიისთვის, რომელიც ფართო აუდიტორიას მიეწოდება. ამჟამად, SES-ს წვდომა აქვს 167 მილიონ ოჯახზე ევროპაში, 2016 წელს კი ეს რიცხვი 156 მილიონს შეადგენდა. ასეთი ზრდა ძირითადად განაპირობა თურქეთის და მაგრიბის ქვეყნების დამატებამ, რაც ჯამურად შეადგენს 10 მილიონი ოჯახით ზრდას. ევროპის ძირითად ბაზარზე ტექნიკური წვდომა სტაბილური იყო.

    კვლევამ ასევე აჩვენა, რომ SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.

    „საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,“ განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

    SES-ისშესახებ

    SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 16 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ორი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის: SES ვიდეო და SES ქსელები. ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, O3b ქსელებს და MX1-ს, წამყვან მედია სერვისების მიმწოდებელს, რომელიც გვთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. SES წარმოდგენილია ეურონექსტ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (SESG). დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით  www.ses.com

     

  • NBC Olympics ირჩევს SES-ის სატელიტურ მაუწყებლობას 4K HDR კონტენტის დემონსტრირებისათვის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშებისათვის

    NBC Olympics ირჩევს SES-ის სატელიტურ მაუწყებლობას 4K HDR კონტენტის დემონსტრირებისათვის 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშებისათვის

    „SES“-ი საშუალებას მისცემს NBC Olympics-ს, განახორციელოს მაღალდინამიური დიაპაზონის სიგნალის გადაცემა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას

    სტემფორდი, კონექტიკუტის შტატი – 2018 წლის 13 თებერვალი – NBC Sports Group-ის განყოფილებამ, NBC Olympics-მა, SES-ი შეარჩია ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების 4K მაღალდინამიური დიაპაზონით (HDR) ტრანსლაციისათვის სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. თამაშები ჩატარდება პიონგჩანგში, სამხრეთ კორეაში, 8 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს დევიდ მაზზამ, NBC Olympics-ის ტექნიკურმა დირექტორმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და სტივ კორდამ, SES-ის ჩრდილოეთ ამერიკის მედია-პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტმა.   

    „SES“-ი გამოიყენებს თავის სატელიტურ პლატფორმას, რათა გადასცეს NBC Olympics-ის HDR სიგნალი მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ თავის ფილიალებს, რისთვისაც გამოიყენებს SES-1 თანამგზავრს, განლაგებულს 101 გრადუსზე დასავლეთით. პროცესის განხორციელების ფარგლებში SES-მა გამოყო წინასწარ კონფიგურირებული სატელიტური მიმღები მოწყობილობები         (ე. წ. რესივერები) იმ ფილიალებისთვის, რომლებიც მიიღებენ HDR სიგნალს. SES-ის 4K პლატფორმა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის დისტრიბუტორების (MVPD) წვდომას მსოფლიოში უმსხვილეს ფართოზოლოვან 4K პროგრამირების პაკეტზე.

    „NBC Olympics-ი მოხარულია, ითანამშრომლოს SES-თან, რათა შესთავაზოს პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქება თავის სადისტრიბუციო პარტნიორებს“, განაცხადა მაზზამ. SES-ის მიერ გავრცელებული და Xfinity-ის მიერ წარმოდგენილი HDR სიგნალი შეავსებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას „HDR ვიდეო მოთხოვნით“, რომელიც ხელმისაწვდომია თანამგზავრული პროვაიდერებისთვის აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე.

    „მოხარული ვართ, რომ, ისევე როგორც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს, NBC-მ ამჯერადაც ანდო SES-ს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის 4K პროგრამირების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კორდამ. „ჩვენი 4K პლატფორმა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის დისტრიბუტორების წვდომას ხაზოვანი 4K პროგრამირების  უდიდეს კონტენტის არჩევანზე მსოფლიოში.“

    NBC Olympics-ი განახორციელებს „ოლიმპიური მაუწყებლობის სერვისებისა“ (OBS) და იაპონური NHK-ის მიერ მოწოდებული 4K HDR გაშუქების გადაცემას აშშ-ის სადისტრიბუციო პარტნიორებისათვის, რომლებიც ინდივიდუალურად აირჩევენ, თუ როგორ გახადონ კონტენტი ხელმისაწვდომი თავიანთი მომხმარებლებისთვის.

    NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქება მოიცავს გახსნის ცერემონიის, ჰოკეის, ფიგურული სრიალის, მოკლე ტრასაზე სპრინტერული სათხილამურო სრიალის, სათხილამურო ხტომისა და სნოუბორდის დიდი სატრამპლინო შეჯიბრებების 4K კადრებს. წინა დღის შეჯიბრებების ოთხამდე ღონისძიება იქნება გადმოცემული ყოველდღიურად, დაწყებული 10 თებერვლიდან, გახსნის ცერემონიის მომდევნო დღიდან და დამთავრებული 26 თებერვლით, ოლიმპიური თამაშების დახურვის მომდევნო დღით.

    Xfinity არის NBC Olympics-ის  მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K გაშუქების წარმდგენი სპონსორი.

     

    NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

    Twitter: https://twitter.com/SES_Satellites

    LinkedIn: https://www.linkedin.com/company/ses

    Facebook: https://www.facebook.com/SES.Satellites

    YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel

    ბლოგი: https://www.ses.com/news/blogs

    ფოტოგალერეა: https://www.ses.com/media-gallery

    SES-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ საიტზე: https://www.ses.com/news/whitepapers

    NBC Olympics-ის შესახებ

    NBC Sports Group-ის, განყოფილება NBC Olympics-იპასუხისმგებელია NBCUniversal-ის ოლიმპიური თამაშების გაშუქების წარმოებაზე, პროგრამირებასა და ხელშეწყობაზე. იგი ცნობილია თავისი უბადლო ოლიმპიური მემკვიდრეობით, ჯილდოებით აღნიშნული პროდუქციითა და აშშ-ის სატელევიზიო ისტორიაში უდიდესი აუდიტორიების შეკრების უნარით.

    NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გვეწვიოთ მისამართზე: http://nbcsportsgrouppressbox.com/.

    SES-ის შესახებ

    SES-ი მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ი ყურადღებას ამახვილებს 2 ძირითად ბიზნეს მიმართულებაზე: ვიდეო და ქსელები. კომპანია სატელიტური კომუნიკაციების მომსახურებით უზრუნველყოფს მაუწყებლებს, ინტერნეტ სივრცეში საინფორმაციო შინაარსის მასალისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირ სახლზე მიწოდების“[1] (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი. SES-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, MX1, არის მედია მომსახურების წამყვანი მიმწოდებელი და იგი მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია მომსახურების სრულ პაკეტს. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.ses.com

     



     

  • „All Media Baltics“ უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის სატელევიზიო მიღებას SES-ის ვიდეოს მეშვეობით

    ბალტიისპირეთის წამყვანი მაუწყებელი სატელევიზიო პაკეტს ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში აღმოსავლეთის 5 გრადუსზე მდებარე თანამგზავრი Astra-ს მეშვეობით გადასცემს

    ლუქსემბურგი, 19 დეკემბერი, 2017 წ. – SES-ის მიერ გამოცხადებული მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „All Media Baltics”-ის ფასიანი სატელევიზიო აბონენტები მაუწყებლის HD ხარისხის არხების პაკეტით ისარგებლებენ, რომელიც  პრემიუმ სატელევიზიო არხებს მოიცავს.

    ხელშეკრულების შესაბამისად, „All Media Baltics“ გამოიყენებს თანამგზავრი  ASTRA 4A-ს შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ტრანსპონდერს თავად შექმნილი 5  არხის  და სრული ფასიანი სატელევიზიო არხების პაკეტის გადასაცემად ბალტიისპირეთში, რომელიც მოიცავს გასართობ, სპორტულ და კინო არხებს.

    „All Media Baltics“ შეიქმნა 2017 წლის ოქტომბერში, „Providence Equity Partners“-ის მიერ ბალტიისპირეთში „Modern Times Group“-ის ყველა მედია და ფასიანი სატელევიზიო კომპანიის შეძენის შემდეგ, რომელიც იმ დროისათვის უკვე SES-ის სერვისებს იყენებდა საკუთარი სატელევიზიო პაკეტების გადასაცემად. ამ ხელშეკრულებით „All Media Baltics“ უზრუნველყოფს მაუწყებლობის უწყვეტობას საკუთარი მაყურებლებისთვის და აკონტროლებს SES-ის ძირითადი ორბიტული პოზიციის დიდ ნაწილს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონში: ამ შეთანხმებით, SES-მა მოიცვა ბალტიისპირეთის 1.73 მილიონი ტელემაყურებელი ოჯახი, რაც ამ ბაზარზე არსებული ოჯახების 65%-ს შეადგენს.

    “ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის DTH მომსახურებას ვაწვდით, არამედ საუკეთესო პოზიცია გვიკავია ბალტიისპირეთის ოჯახებისთვის მაღალი გარჩევადობის კონტენტის მიწოდების თვალსაზრისით, რადგან ამ რეგიონში თანამგზავრის მეშვეობით მიწოდებული HDTV-ის  78%-ს ვფარავთ,” განაცხადა SES Video-ის გაყიდვების                         ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის ქვეყნებში, ჰაკან სიოდინმა. “ჩვენ მოხარულნი ვართ, დავაკმაყოფილოთ „All Media Baltics“-ის საჭიროებები DTH-ის მაღალი გარჩევადობის მიწოდების მიმართულებით  და გვსურს დავეხმაროთ მათ ზრდასა და განვითარებაში.”

    “სატელევიზიო გართობა მოითხოვს მაღალი ხარისხის კონტენტს და ასევე საიმედო სამაუწყებლო მომსახურებებს მაყურებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,” განაცხადა „All Media Baltics“-ის ოპერაციების დირექტორმა, არვილს კუპრისმა. “SES-ს დიდი გამოცდილება აქვს უმაღლესი ხარისხის სამაუწყებლო მომსახურებების მიწოდების კუთხით.  დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანია SES-ი უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის გასართობი კონტენტის  მომსახურებების მიწოდებას ჩვენი მაყურებლებისათვის.“  

      დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

     

    მარკუს პაიერი

    კორპორატიული კომუნიკაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობა

    ტელ. +352 710 725 500

    JLIB_HTML_CLOAKING

               

     

     

     

     თვალი გვადევნეთ:

     სოციალური მედიით

    ბლოგებში

    მედიაბიბლიოთეკაში

    ოფიციალური დოკუმენტებით

    SES-ის შესახებ

    SES-ი მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი და პირველი კომპანიაა, რომელმაც უზრუნველყო მსოფლიოს მასშტაბის დიფერენცირებული და სკალირებადი GEO-MEO-ს შეთავაზება დედამიწის გეოსტაციონარული ორბიტის (GEO) 50-ზე მეტი თანამგზავრისა და საშუალო ორბიტის (MEO) 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ი ყურადღებას ამახვილებს სასარგებლო უწყვეტ გადაწყვეტილებებზე ორ ძირითად ბიზნეს ერთეულში: „SES ვიდეო“ და „SES ქსელები“. კომპანია უზრუნველყოფს მაუწყებლების, კონტენტისა და ინტერნეტმომსახურების პროვაიდერების, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორების, მთავრობებისა და უწყებების სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA-ს, O3b-სა და MX1-ს, მედიამომსახურების წამყვან მიმწოდებელს, რომელიც ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედიამომსახურებების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს. SES-ი რეგისტრირებულია „Euronext Paris“-სა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (სტიკერი: SESG). დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ: www.ses.com

    All Media Baltics“-ის შესახებ

    2017 წლის 18 ოქტომბერს „Providence Equity Partners“-მა (PEP) შეიძინა MTG Free-TV, Pay -TV, ციფრული და რადიო-ბიზნესები ბალტიისპირეთის რეგიონში. კომპანია განაგრძობს „All Media Baltics“-ის სახელით ფუნქციონირებას. „AM Baltics“-ის ბრენდებია: სატელევიზიო არხები TV3, LNT, TV6, Kanāls 2, 3+, TV8, რადიო არხები Star FM, Radio Volna და Power Hit Radio, უდიდესი AVOD ვიდეოპარტალები TVplay და TV3play, ახალი ამბებისა და გართობის პორტალები Skaties.lv, Uudised.ee და TV3.lt, ასევე ვიდეოკონტენტის უდიდესი პლატფორმა ბალტიისპირეთში „Viaplay“, სატელიტური ფასიანი ტელევიზიის პროვაიდერი Viasat და SmartAD.

  • SES ვიდეო IBC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალური რეალობისა და უახლესი ულტრა მაღალი გამოსახულების დემონსტრირებას მოახდენს

    კონფერენციის ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა  საკუთარ თავზე გამოცადონ ვირტუალური რეალობა პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით, ულტრა მაღალი ხარისხის კადრის სიხშირე და უახლესი მაღალი დინამიკური დიაპაზონის სტანდარტი HDR10+

    ლუქსემბურგი, 2017 წლის 14  სექტემბერი – სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების გამოფენა IBC 2017-ის ფარგლებში, რომელიც ამსტერდამში იმართება, 15-დან 19 სექტემბრის ჩათვლით SES ვიდეო საკუთარ სტენდთან წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების უახლეს მიღწევებს.  

    დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება Fraunhofer HHI-თან თანამშრომლობის  ფარგლებში, სტუმრებს საშუალებას მისცემს 10K x 2K პანორამული ვიდეოს მეშვეობით, რომლის გადმოცემაც პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობით მოხდება, იმოგზაურონ ქალაქ ლუქსემბურგში. Fraunhofer HHI-ის კამერა Omnicam-360-ის უახლესი ვერსია პირდაპირ ეთერში დააფიქსირებს ლუქსემბურგის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სატელიტი ASTRA 2E-ს საშუალებით გადმოცემული იქნება პირდაპირ SES ჯიხურში. სტუმრები შეძლებენ, ვირტუალური რეალობის მოწყობილობების დახმარებით, პირდაპირ ეთერში დაინახონ გამოსახულება და წარმოდგენის მიმდინარეობისას გამოცადონ ქალაქის ცენტრში ყოფნის შეგრძნება. ვიზიტორებს, ასევე საშუალება ექნებათ გამოსახულება დაინახონ ფართო ბრტყელ ეკრანზე, რომელიც 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულების დისტანციური მართვით დაპატარავებისა და გადიდების საშუალებას იძლევა.

    მეორე დემო-ჩვენება გაიმართება კომპანიებთან LG, ATEME, საფრანგეთის ტელევიზიებისა და 4-Ever ერთად. 100Hz მაღალი კადრის სიხშირის ულტრა მაღალი გამოსახულება გადმოცემული იქნება სატელიტის მეშვეობით Astra 19.2 გრადუსი აღმოსავლეთით. წარმოდგენილი იქნება სწრაფი მოქმედებების სცენები და ევროპის სატელევიზიო მაუწყებლობაში არსებულ სტანდარტთან - წამში 50 კადრთან შედარებით 100 კადრის ჩვენების უპირატესობა. გამოსახულების ხილვა შესაძლებელი იქნება LG OLED-ის უახლესი თაობის ეკრანზე.

    მესამე დემო-ჩვენება გაიმართება კომპანია Samsung-თან ერთად. შოუს ფარგლებში მსოფლიოში პირველად წარმოდგენილი იქნება სატელიტის მეშვეობით HDR10+ კონტენტის გადმოცემა. HDR10+ ეს არის Samsung-ის ახალი უფასო სტანდარტი მაღალი დინამიკური დიაპაზონისთვის, რომელიც დინამიკური მეტამონაცემების გამოყენებით თითოეული მოქმედებისთვის გვთავაზობს საუკეთესო მაღალ დინამიკურ დიაპაზონს. ეს ტექნოლოგია სტანდარტული მაღალი დინამიკური დიაპაზონისგან განსხვავებით, რომელიც სტატიკურ მეტამონაცემებს ეყრდნობა, ამცირებს სიმუქეს და სატურაციას.  

    “SES მუდმივად ეძებს ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მჭიდროდ თანამშრომლობს მომხმარებლებთან და მწარმოებლებთან, რათა დაიხვეწოს სატელევიზიო გადმოცემის ხარისხი და მისი რეალური აღქმის გამოცდილება“, განაცხადა SES New Technology & Standards-ის ვიცე პრეზიდენტმა, ტომას ვრედემ. „მოუთმენლად ველი, ვიხილო ჩვენი ვირტუალური რეალობის სადემონსტრაციო ჩართვის ფარგლებში სტუმრების ქალაქ ლუქსემბურგში მოგზაურობის გამოცდილება, დავტკბე სწრაფად მოძრავი სცენებით, რომლებიც გამოსახული იქნება მაღალი კადრის სიხშირით და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინო HDR10+-ის მიერ შემოთავაზებული გამოსახულება“. 

  • მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ანომალიური ქარიშხალი - სინოპტიკოსების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 30 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 31 მაისს და 1 ივნისს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება.

     აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 30- 31 მაისს +23, +28 გრადუსი იქნება, 1 – 2 ივნისს 4 - 5 გრადუსით დაიკლებს, 3 - 4 ივნისს ისევ +28 გრადუსამდე მოიმატებს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით რუსეთში ანომალიური ქარიშხლის მიუხედავად საქართველოში ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური