რატომ უწოდებს ლიზა ვადაჭკორია ია ფარულავას ,,უზრდელ ქალს“ და რას პასუხობს ეკო ფანგანი
„ყოჩაღ, რუსკა! ძლივს არ მოსვეს ეს უზრდელი ქალი თავის ადგილზე ?“- წერს „მიუზიკ ბოქსის“ დირექტორი ლიზა ვადაჭკორია და ამ პოსტს, ფეისბუქის პირად გვერდზე გახმაურებულ ვიდეოსთან ერთად აქვეყნებს.
„უზრდელი ქალი“ ამ სიტყვების ადრესატი ია ფარულავა გახლავთ, „ყოჩაღი“ კი ის ჟურნალისტი გოგონაა, რომელმაც ორი დღეა სოც.ქსელი აალაპარაკა და „აგდებული ტონის“ გამო უამრავთა გაკიცხვა დაიმსახურა.
ლიზას კომენტარმა ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი გააბრაზა.
ეკატერინე ფანგანი: „აგდებით და შენობით საუბარი რესპოდენტთან კარგია, ლიზა?! "საფეშენვიკოდ" სპეც მზადება და ბლა-ბლა-ბლა... კარგი, ასე ფიქრობს ეს გოგო, ალბათ... მაგრამ ადამიანს ჟურნალისტი მიკროფონით მიადგე, არ ალაპარაკო, ეუზრდელო და გავარდე, ამით ვერავის ვერ "მოსვამ", პირიქით!“