ანტალიაში აფეთქებას ამ დრომდე ტერორისტული აქტის სტატუსი არ მინიჭებია
გამოქვეყნებულია
მსოფლიო
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 17:31
თურქი სამართალდამცველები ანტალიაში მომხდარ აფეთქების ორ ვერსიაზე მუშაობენ. არ გამორიცხავენ არც უბედურ შემთხვევას და არც ტერაქტს.ქალაქის გარეუბანში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე მანქანა აფეთქდა.დაიწვა 4 ავტომობილი, შენობაში კი მინები ჩაიმსხვრა, დაშავდა 12 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თუმცა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.სავაჭრო პალატაში დღეს შეხვედრა იგეგმებოდა, რომელსაც ანტალიის მერიც უნდა დასწრებოდა.