ავტოავარია კახეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 16:58

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 კი - წნორში.გამგებლის განმარტებით, წნორის საავადმყოფოში 7 პირის გადაყვანა მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით მოხდა.შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წაკითხულია 482 ჯერ

Related items

  • მელბურნში ფეხით მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა, დაშავდა 30-მდე ადამიანი

     მელბურნის ცენტრში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა,  რის შედეგადაც,   სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, გარდაიცვალა. 

    უცხოური მედიის ინფორმაციით,  შემთხვევის შედეგად 29-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

    ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი მკლავში დაჭრეს და დააპატიმრეს. მათი თქმით, მომხდარი ტერორისტულ აქტად არ შეფასებულა, თუმცა არსებობს კავშირი მელბურნში დღეს დილით მომხდარ დანით თავდასხმასთან. 

  • ავტოავარიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ დაშავდა

    თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე   მოხდა, თვითმხილველების ცნობით გაჩერებაზე მდგომ 36 წლის ქალს და მის ორ მცირეწლოვან შვილს ავტომანქანა დაეჯახა. დედა მრავლობითი ტრავმებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები იაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

     

  • უბედური შემთხვევა ლანჩხუთის რაიონში -არის მსხვერპლი

    ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ცნობილია, სატვირთო მანქანა ორ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

    როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდები, სიგარეტის მოსაწევად საბანკეტო დარბაზიდან გარეთ გამოვიდნენ.

    მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ავარია რუსთავში

    რუსთავში, რუსთაველის ქუჩა #16-თან ავტოსაგზაო შემთხვევას 69 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და "ჟიგულის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 
    როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეჯახების შემდეგ "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და გზაზე გადამსვლელ მამაკაცს შეეჯახა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. 
    "ჟიგულისა" და "ფოლკსვაგენის" მძღოლები კი ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად არ დაშავებულან. 
    ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენ

  • ქორწინების სახლთან ტრაილერი ამობრუნდა

    მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრაილერი ამობრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქორწინების სახლთან მოხდა. შემთხვევის გამო მტკვირს მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. 

    როგორც ცნობილია, ავტოავარიისას არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. ტრაილერის მძღოლის თქმით, ფოთიდან მოჰქონდა განსაბაჟებელი ტანსაცმელი გეზ-ში მიჰქონდა. 

    ამ დროისთვის სატვირთო მანქანა უკვე გაიყვანეს ტერიტორიიდან და მოძრაობა აღდგენილია.

     

    ფოტო მასალა გამოყენებულია 'რუსთავი 2"-ის საიტიდან 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური