იუსტიციის სახლის თანამშრომლები გადაუდებელ დახმარებაში გადამზადდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 16:27

იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან.   შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, დავით ტორუამ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა. 

სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ სამკვირიან სწავლებას გაივლიან. 

”ტრენინგის საშუალებით ისინი გულ-ფილტვის რეანიმაციას, სისხლდენის მართვას, ნახვევის გაკეთების სახეებს, ძლიერი სისხლდენის დროს იმპროვიზირებული ლახტის შექმნას, ეპილეფსიური გულყრისას დაზარალებულის უსაფრთხო პოზიციაში მოთავსებას, სასუნთქ-გზებში უცხო სხეულის გადაცდენისას გადაუდებელ დახმარებას, ტრავმის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების მართვასა და ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას შეისწავლიან”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგები 22 ოქტომბერს დაიწყება და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება. პირველ ეტაპზე სწავლებაში 19 ფილიალის 50-მდე თანამშრომელი ჩაერთვება. კურსის დასრულების შემდეგ კი, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. 

იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის პირველად სამედიცინო დახმარებაში სასწავლო კურსის ჩატარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს და ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო“ აფინანსებს.

წაკითხულია 284 ჯერ

Related items

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება

    მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 
    კანდიდატების მორიგ ნაკადთან გასაუბრება ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

    მათ რიცხვში ამჯერად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც. ის საბჭოში უკვე იმყოფება. მან შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

    გასაუბრების პარალელურად, საბჭოსთან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან ადვოკატთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

    „ლევან მურუსიძის სასამართლოში დანიშვნა არის სამოქალაქო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ეს არის სამართლიანი სასამართლოს ოცნებაზე ფიქრის დასამარებაც კი, რადგან ყველა ის უბედურება, რაც ბოლო წლებში სასამართლო სისტემიდან მომდინარეობდა, დაკავშირებული იყო ლევან მურუსიძესთანაც," - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.    

     
  • არასამთავრობოები უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს

    რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცეს, რომელიც პროცესს, რაც სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ფორსირებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნას უკავშირდება.

    „მიგვაჩნია, რომ საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით და ქმნის საზოგადოების უნდობლობას ამ პროცესის მიმართ.

    როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა დადგინდეს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანის/დაწინაურების კრიტერიუმები და პროცედურა. სამოქალაქო საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა საბჭოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი წესის არარსებობის და მისი გამოყენების აუცილებლობის არასათანადო დასაბუთების პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის პროცედურის დაწყების შესახებ.

    გასათვალისწინებელია, რომ  საბჭო ცდილობს დაარეგულიროს მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანის პროცესი და კრიტერიუმები მაშინ, როცა საბჭოში უკვე შესულია 7 ვაკანტურ ადგილზე გადაყვანის მსურველ მოსამართლეთა განაცხადებები. მიმდინარე პროცესში ფუნდამენტური რეგულირებების ცვლილება და ის ფაქტი, რომ საბჭო ცდილობს ნაჩქარევად მიიღოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები და წესი, რომლის მიღებაზე წლების განმავლობაში არ უზრუნია, თავისთავად ახდენს ამ პროცესის დისკრედიტაციას. გარდა ამისა, პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას:    

    1. მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანა/დაწინაურების საკანონმდებლო მოწესრიგება  ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია. ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის მანკიერ პრაქტიკაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გასულ წლებში სისტემატურად მიუთითებდნენ და ამ მუხლის გამოყენება ყოველთვის ეჭვებს წარმოშობდა მისი ობიექტურად გამოყენების თვალსაზრისით. 

     მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია კანონი, სულ მცირე, ადგენდეს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის/დაწინაურების ძირითად პრინციპებს, რომლითაც შეზღუდული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერი შემადგენლობა კანონის საფუძველზე უფრო დეტალური პროცედურების მიღებისას. არ შეიძლება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მთლიანად დამოკიდებული იყოს საბჭოს წევრთა  კეთილსინდისიერებაზე, არამედ გამყარებული უნდა იქნეს ინსტიტუციურ დონეზე, რაც პირველ რიგში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.

    1. მოსამართლეთა დაწინაურება შესაბამისი შეფასების სისტემის არარსებობის პირობებში გამორიცხავს დაწინაურების პროცესში საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს წევრებს ხელთ არ ექნებათ ინფორმაცია რაზეც მათ უნდა დააფუძნონ საკუთარი ობიექტური არჩევანი, რაც ყველა შემთხვევაში საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევს.  ამდენად, მოსამართლეთა შეფასების გამართული სისტემის დანერგვის გარეშე დაუშვებლად მიგვაჩნია მოსამართლეთა დაწინაურების პრაქტიკის გაგრძელება.    
    2. ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს #10 (2007) რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების არსებობა არ არის საკმარისი. აღნიშნული რეკომენდაციის 93-ე პუნქტის თანახმად, „ნებისმიერდაინტერესებულ მხარეს უნდა შეეძლოს გაეცნოს საბჭოს მიერ გაკეთებულ არჩევანს და გადაამოწმოს, ნამდვილადდამსახურების მიხედვით გამოიყენა თუ არა მართლმსაჯულების საბჭომ დადგენილი წესები და კრიტერიუმებიდანიშვნებისა და დაწინაურებების დროს.“ მიუხედავად მოსამართლეთა გადაყვანის კრიტერიუმების დადგენის მცდელობისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოთავაზებული მოსამართლეთა დაწინაურების წესი ასეთი შეფასების საშუალებას არ იძლევა.
    3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე გაჟღერდა მძიმე ბრალდება, რომ არსებობდა კონკრეტული პირების სია, ვისი გადაყვანაც იგეგმებოდა  თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე. ამასთან, საბჭოში განვითარებულმა მოვლენებმა და გაკეთებულმა განცხადებებმა დატოვა საბჭოს წევრებს შორის გარიგების შთაბეჭდილება აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ შთაბეჭდილებას აძლიერებს ისიც, რომ არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები და კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა იმის თაობაზე, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირით გამოწვეული მდგომარეობა რატომ განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ან საქართველოს რეგიონებში არსებულ სხვა სასამართლოებში შექმნილი რთული ვითარებისაგან, სადაც ერთ მოსამართლეს ერთდროულად ასეულობით საქმე აწერია განსახილველად.

    ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა ნდობას უკარგავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც ინსტანციის სასამართლოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე გადაყვანას (დაწინაურების) უკავშირდება. მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის, ანუ დაწინაურების მიმდინარე პროცესი, რაც ფორსირებულად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს, საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი მოსამართლეების მიუკერძოებლობას მათ მომავალ საქმიანობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პოზიციებზე.

    მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

    • მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის/დაწინაურების ცხადი კრიტერიუმებისა და წესების არარსებობის პირობებში, უარი თქვას საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების პრაქტიკაში გამოყენებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტური ადგილის ამ გზით შევსებაზე. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საბჭოს მიერ 2015 წლის 6 ოქტომბერს მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ თანამდებობაზე, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საბუთების მიღების ვადა იწურება 26 ოქტომბერს და არსებობს ძალიან მოკლე დროში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის რეალური შესაძლებლობა.   
    • ნაჩქარევად არ მიიღოს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის/დაწინაურების კრიტერიუმები და წესები;დაინტერესებულ საზოგადოებას რეალური საშუალება მისცეს წარუდგინოს საბჭოს თავისი მოსაზრებები და წინადადებები აღნიშნული პროცესის მოწესრიგებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით;
    • სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა კონკურსის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანის/დაწინაურების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების მიზნით, რაც შესაბამისობაში იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის და მის მიმართ საზოგადოების ნდობის პრინციპებთან.   

    გამოვხატავთ მზადყოფნას, ღია და გამჭვირვალე პროცესის წარმოების შემთხვევაში ვითანამშრომლოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით.

     საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

    ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

    ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

    ადამიანის უფლებათა ცენტრი

    კონსტიტუციის 42-ე მუხლი

       

     

  • საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაასახელა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. 
    გიორგი მარგველაშვილს და ნინო გვენეტაძეს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის  დირექტორმა ლაშა მაღრაძემ   იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ბიბლიოთეკა, რომელიც   საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეძენილი წიგნებით განახლდა.  ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიან მუშაობას.
    "მინდა, დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს აქ ვნახე და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის ასე ეფექტურად განხორციელებაში. სასამართლო სისტემა და სასამართლო სისტემის მდგრადობა, კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ამ თვალსაზირისით, რაც ამ სკოლაში ხდება, საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალს და საერთო ჯამში იმ ნდობას, რომელსაც სახელმწიფო იმსახურებს საზოგადოებისგან.”,_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
    დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი ქალი კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სახლში აღნიშნა, მზია თოდუას და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები პარლამენტს გადაეგზავნება. 
    პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“  პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური