იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა პერიოდული ბიძგები 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს. სააგენტოს მტკიცებით, ამ დროისათვის, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.დაშავებულთა შესახებ ან დაზიანებულ შენობებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, სტიქიის შედეგად, დაახლოებით, 40 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა, ბოლოს, 5 წლის წინ მოხდა. სტიქიის სიმძლავრე 9.0 მაგნიტუდა იყო, რამაც ცუნამი გამოიწვია და ელექტროსადგურ ფუკუშიმას დაზიანების გამო, 15 ათასი ადამიანი დაიღუპა.