ერაყელმა ქურთებმა ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე სოფლებზე შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 13:29

ერაყელმა ქურთებმა ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე სოფლებზე შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. მათი ამოცანა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მყოფი 20 სოფლის გათავისუფლებაა.

ტელეკომპანია „ბიბისი“-ს ცნობით, ამჟამად ქურთები ისლამისტებს სამი მიმართულებით უტევენ. რამდენიმე სოფელი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. 
ერაყის არმიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. სახმელეთო ძალებს საჰაერო დახმარებას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს. 

როგორც გუშინ კოალიციის ხელმძღვანელმა, ამერიკელმა გენერალმა გერი ვოლესკიმ განაცხადა, მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა დატოვეს. 

წაკითხულია 362 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური