სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 14:25

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საექსტენციო სისტემის გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განმარტებით, ექსტენცია მოიცავს კვლევისა და ტრეინინგების კომპონენტს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პროექტის განხილვისას სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიზნებზე, პაკეტებზე, მიდგომასა და მიზნობრიობაზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში, საორგანიზაციო სტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე გამახვილდა ყურადღება.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩხეიძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, ასევე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

წაკითხულია 288 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური