ჩვენი კანდიდატები იბრძოლებენ ყველა უბანზე - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 11:42

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სამეგრელოს პარტიის რაიონულ ორგანიზაციებს ხვდება. დავით ბაქრაძემ და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ბასილაიამ სენაკსა და აბაშაში პარტიის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ისაუბრეს და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია განიხილეს.„სამეგრელოში შვიდი საარჩევნო ოლქიდან 6-ში ტარდება მეორე ტური და ექვსივეგან მონაწილეობენნაციონალური მოძრაობის წევრები. ამიტომ, პარტია მზად არის პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის. ჩვენი კანდიდატები იბრძოლებენ ყველა უბანზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წაკითხულია 213 ჯერ

Related items

  • აშშ-ში საქართველოს ელჩმა აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

    ვაშინგტონი - აშშ-ში საქართველოს საგანგებოდა სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობამიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ათიწლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში: „Cold Peace: Ten Years after the Russia-Georgia War – Assessing the Impact on European Security“.
    დავით ბაქრაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და 2008 წლის მოვლენები შეაფასა. ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისა და პრინციპების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით, რუსეთმა საშიში პრეცედენტი შექმნა და საფრთხე შეუქმნა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.
    „რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ამავდროულად, საქართველო ინტენსიურად იყენებს ყველა საშუალებას ომის შედეგებითა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგებისთვის. ამის მაგალითია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა: "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
    ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად და ლტოლვილად აქცია, რომელთაც დღემდე არ ეძლევათ საშუალება ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. მან ასევე განიხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე გავრცელებული ძალადობის ცხადი მაგალითები.
    დისკუსია „ამერიკის ხმის“ მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს ელჩთან ერთად, პანელზე სიტყვით წარდგნენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში 2008-09 კურტ უოკერი და აშშ-ის ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სანდერსი.

  • დავით ბაქრაძე - ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნოდ არსებული პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს, რაც არჩევნების შედეგი დადგა

    იმ პრობლემაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები არათავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა, არჩევნების წინ ჩვენს გარდა არც ერთი ოპოზიციური პარტია არ საუბრობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

    ბაქრაძე მიესალმება, თუკი ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და პრობლემებს უფრო ადეკვატურად და ჯანსაღად შეხედავენ. “ის, რომ საპარლამენტო არჩევნები არათავისუფალ გარემოში ჩატარდა - იყო ზეწოლა, იყო დაშინება, გამოყენებული იყო ადმინისტრაციული და კრიმინალური რესურსი, ამ ყველაფერზე ჩვენ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან სამწუხაროა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს არც ერთი ოპოზიციური პარტია ამაზე არ საუბრობდა. პირიქით, ყოველთვის ამბობდნენ, რომ საარჩევნო გარემო არის კარგი. ყველა პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს, რაც არჩევნების შედეგი დადგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ. 

    ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ისინი ჩატარებულ არჩევნებს აფასებენ, როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს, რომლის შედეგადაც დამახინჯდა ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს ადეკვატურად არ ასახავს და საქართველოს არ გააჩნია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხი. 

    განცხადებას ხელს აწერს: „თავისუფალი საქართველო”, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, ”თავისუფლება”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

  • დავით ბაქრაძე - არ შეიძლება, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში იჯდეს

    მე მგონი ძალიან მკაფიოა, რომ არ შეიძლება, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადამიანი იჯდეს ციხეში, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
    „ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის“, - განაცხადა ბაქრაძემ საქართველოს ხელისუფლების ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. 

  • დავით ბაქრაძე: "არჩევნების შედეგებმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა"

    დავით ბაქრაძე სპეციალური ბრიფინგით არჩევნების შედეგებს ეხმიანება. მისი თქმით, ბრძოლა არ დამთავრებულა და ამით ყველაფერი იწყება. ბაქრაძის შეფასებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია მომავალი საქმიანობის გაგრძელებისათვის. “ჩვენ არ გვქონია ილუზია, როგორ პირობებში ჩატარდებოდა მეორე ტური. მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში, იმიტომ რომ არ ვაპირებდით გვეჩუქნა 45 ადგილი “ქართული ოცნებისათვის”. მომავალ წლებში, როდესაც საზოგადოება იგრძნობს ერთპიროვნული ძალის შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მართლები მორალურად, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი რომ ჩვენ ამ არჩევნებში ავიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გვიქმნის მომავალის საქმიანობის მნიშვნელოვან საფუძველს. ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, მრავალპარტიული საქართველოსათვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება ერთიანობა და აქედან გამომდინარე თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებსაც. რაც არ კლავს, გაძლიერებს. ამ არჩევნების შედეგებმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა. დროა გაძლიერების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

  • ჩვენი ბრძოლა გრძელდება, - დავით ბაქრაძე

    “ჩვენ არ გვქონია ილუზია, როგორ პირობებში ჩატარდებოდა მეორე ტური. მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში, იმიტომ რომ არ ვაპირებდით გვეჩუქნა 45 ადგილი “ქართული ოცნებისათვის”, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალური ბრიფინგზე ისაუბრა. 

    მისი თქმით, ბრძოლა არ დამთავრებულა და ამით ყველაფერი იწყება. 

    "მომავალ წლებში, როდესაც საზოგადოება იგრძნობს ერთპიროვნული ძალის შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მართლები მორალურად, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი რომ ჩვენ ამ არჩევნებში ავიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გვიქმნის მომავალის საქმიანობის მნიშვნელოვან საფუძველს. ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, მრავალპარტიული საქართველოსათვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება ერთიანობა და აქედან გამომდინარე თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებსაც. რაც არ კლავს, გაძლიერებს. ამ არჩევნების შედეგებმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა. დროა გაძლიერების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური