პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 15:05

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.  პროგრამის მეორე ეტაპზე მკურნალობაში 680 პატიმარი ერთვება, მათ შორის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან 50 ბენეფიციარი, N3 დაწესებულება - 9; N5 დაწესებულება - 13; N6 დაწესებულება - 35; N7 დაწესებულება - 8; N8 დაწესებულებიდან - 55; N12 დაწესებულება - 22 პატიმარი; N14 დაწესებულება -115; N15 დაწესებულება -150; N16 დაწესებულება - 8; N17 დაწესებულება - 187 მსჯავრდებული და N18 დაწესებულებიდან - 7. ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, მკურნალობაში ჩართულ პატიმართა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. 
მათივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი პროგრამით გათვალისწინებულ ანტივირუსულ მკურნალობაში ყველა პატიმრის ეტაპობრივად ჩართვას გულისხმობს, განურჩევლად ღვიძლის ფიბროზის (დაზიანების) ხარისხისა. 2016 წლიდან პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტით „ჰარვონით“. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების მკურნალობა ასევე ახალი მედიკამენტით „სოფოსბუვირით“ დაიწყო. სულ 2014-2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, C ჰეპატიტზე სკრინინგი 17 237 პატიმარს ჩაუტარდა; მკურნალობის კურსში 710 მსჯავრდებული/ბრალდებული ჩაერთო. მკურნალობა წარმატებით დაასრულა 557 პატიმარმა. 

წაკითხულია 285 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური