7 ივნისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 06 ივნისი 2015 11:08

2015 წლის 7 ივნისს, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე ტარდება მარათონი სახელწოდებით ,,ერთად ვიმარჯვებთ”. ღონისძიების ჩატარების პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.
აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.
სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით. რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე.

წაკითხულია 883 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

    ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახლადგარემონტებულმა ფილიალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

    ლიბერთის ცენტრალური ფილიალის განახლება დასრულდა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. 

    ახალი კონცეფციის ცენტრალურ ფილიალში ხელმისაწვდომია 365 სივრცე, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ფილიალის მეორე სართულზე შესაძლებელია პრემიუმ მომსახურების ფილიალით სარგებლობა.

    ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინhttps://www.libertybank.ge/ka/booking

    მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 74

  • თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

    2019 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა. 

    ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.

    3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება, როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს - პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები. 

    ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს. 

  • თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

    მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

    მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

    ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

    შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

  • პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე - 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს.

    დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, 2 მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    თ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 15 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    სამგორის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, სადგურის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    დიდგორის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, „ორთაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ვეკუას, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის ( ნაწილობრივ) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვიშხეთის და ერწოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო. „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ნიკოლოზ შენგელაიას, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, შანიძის, გალის, უმიკაშვილის, გოგებაშვილის, გუნიას, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ალეკო შენგელიას, მელიქიშვილის, ლარსის, ნათია ბაშალეიშვილის, ბარნოვის, რჩეულიშვილის და რეზო ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური