„ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე... მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან“-ხატია სიჭინავა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 00:16

ხატია სიჭინავა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხშირად აქვეყნებს პოსტებს. ამჯერად მისი პოსტი კრიტიკული შინაარსისაა და ყველა ტყუილის მოყვარული ადამიანისთვის ამბობს, რომ ტყუილი ოცნებაზე სწრაფად ხდება, რაც ყველა შემთხვევაში სასიამოვნო ნამდვილად არ არის. „მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან... სიკეთეს სიდებილედ გითვლიან, საკუთარ ტყუილებში ჯერ თავს იჯერებენ და მერე სხვას აჯერებენ, რომლებსაც გონიათ რომ ფულის გამო შეიძლება ბევრად ძვირადგირებული ურთიებობები გააფუჭო, გააფუჭო და მერე საუკუნოდ იმართლო თავი ვისთანაც ენა მიგიწვდება, რომლებიც საკუთარ შეცდომებზე კი არ სწავლობენ, ზემოდან ამატებენ ... რომლებიც უბრალოდ ისე ქრებიან შენი ცხოვრებიდან, რომ ყველა უკან დასაბრუნებელ ხიდს თავისი ხელით წვავენ... და მაინც არ ჩერდებიან, ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე. ენა უძვლოა კი, შუბლის ძარღვიც გავიგეთ რომ წელვადია, მაგრამ მასხარა რომ ხდები ჩვეულებრივი ეგ მაინც გაითვალისწინე ... კრედიტები რომელსაც დღემდე იხდით ღმერთმა არ ქნას მართლა შეგეტენოთ ამდენ ტყუილში. რავი მე სკოლაში თავი მტკივათქო რომ ვიტყოდი მართლა მტკივდებოდა… ტყუილები ოცნებებზე ადრე ხდება“-წერს ხატია სიჭინავა.

წაკითხულია 719 ჯერ

Related items

  • „წერეთ და იკითხეთ თქვენი გესლიანი წინადადებები - ხატია სიჭინავა
    ხატია სიჭინავამ გუშინ მესამე შვილის 2 წლის იუბილე აღნიშნა და ამ დღეს სტატუსიც მიუძღვნა, სადაც წერდა: „დილა დავიწყე სიკეთით ევას დაპატარავებული ტანსაცმელების ერთი ჩემოდანი ჩვენს მეეზოვეს ვაჩუქე. დაე ყველა ჩემი კეთილი ნაბიჯი წინ დაგხვდეთ შვილებო როცა ცხოვრება განსაცდელს მოგივლენთ. მშვენიერი დღეა სიკეთის საკეთებლად“. როგორც ჩანს ამ სტატუსს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. მათ კი ხატიამ მოგვიანებით, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით საჯარო სტატუსით უპასუხა: „ფსიქიურად ბოროტად აშლილი საზოგადოებისთვის მე და ჩემი ქმარი, ჩემი დაქალები, მივდივართ დაავადებულ ბავშვებთან, უპატრონო ბავშვებთან, მოხუცთა თავშესაფარში, და მიგვაქვს ახალი ტანსაცმელი, საჭმელი სასმელი, ნუ ეს რასაც აფიშირებას არ ვუკეთებთ!!! და არც არასდროს გაგიგიათ!!! ხოლო ევას დაბადების დღეზე, იმიტომ გავააფიშირე, რომ ტრადიცია მაქვს ესეთი, რომელი შვილის დაბადების დღეც არის, იმის ტანსაცმელს ვჩუქნი!! ხოდა ეხლა წერეთ და იკითხეთ თქვენი გესლიანი წინადადებები და ჯობს სიკეთით მომწვდეთ რადგან ენით ვერ მწვდებით ხედავთ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, გთხოვთ დაიცავით ხალხი მასიური ბოროტებისგან, ნუ წყვიტავთ ბოღმისგან და ნუ ასაჯაროვებთ ჩემს გვერდზე, ჩემიანებისთვის დადებულ სტატუსებს. მადლობა ღმერთს და შორს ჩემგან ეს ხალხი“-წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

     

     
     
  • ხატია სიჭინავა - “კარგი ცოლი იმიტომ კი არ ვარ, რომ ვიღაცაზე უკეთეს საჭმელს ვაკეთებ''

    ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს: „კარგი ცოლი იმიტომ კი არ ვარ, რომ ვიღაცაზე უკეთეს საჭმელს ვაკეთებ, ან უკეთესად ვალაგებ, ან ყველაფერი ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს... არა, მეგობრებო, კარგი ცოლი ვარ იმიტომ, რომ უსიტყვოდ მესმის ჩემი ქმრის, სანამ რამე ეწყინება, მანამდე ვკლავ თემას, იმიტომ, რომ სიყვარული მეექვსე გრძნობად მაქვს და ყველაფერზე სწრაფად ვრეაგირებ... იმიტომ, რომ ვუფრთხილდები და ვაღმერთებ ჩვენს ურთიერთობას და შესაბამისად არ გვიწევს სკანდალები, უთანხმოება და არაფრის მომცემი კინკლაობა. უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი...“

  • ხატია სიჭინავა ნანუკა ჟორჟოლიანს პაპიძის თემაზე პასუხობს – „კარგი რა ნანუკა…“

    „კარგი რა ნანუკა … ავად რომ ხდებიან ჩემი შვილები პირის დაბანა არ მახსენდება და ქალი პროცესზე თმაგაშლილი, ლაინერით, გვირილებით თმებში …

    კბილებით იბრძვის გარეთ გამოსასვლელად … რისთვის? ვისთვის? მამაოს ყოველდღე ვნახულობო და ცხვირზე ააკრა გამომდიებელმა არც ერთხელ არ უნახავს !!! ამდენი ტკუილი.. ამდენი სპექტაკლი თავისუფლებისთვის, რომელსაც უკვე წესით ჩალის ფასი აქვს … “

    ეს კომენტარი ხატია სიჭინავამ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსის ქვეშ დატოვა. ნანუკას პოსტი მაგდა პაპიძის თემას ეხებოდა. გთავაზობთ პოსტს.

    ნანუკა ჟორჟოლიანი:

    „როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც. იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო. გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო? ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში სადაც მაგდას ეძინა! “უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ”, აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს. “

  • „სილამაზის კონკურზე სიამოვნებით გავიდოდი შენთან ერთად“-ხატია სიჭინავა

    მას შემდეგ რაც ხატია სიჭინავამ „პროფილში“ აღნიშნა, რომ ნინია კაკაბაძემ მას სუსტი ყოფაქცევის ქალი იმის გამო უწოდა,რომ ქმარს ბევრ თავისუფლებას აძლევს. სოციალურ ქსელში ადრესატის პასუხიც გამოჩნდა: „ძვირფასო ხატია, ქმარს თუ თავისუფლებას მისცემ "უცხოეთში" იგივეს უფლება მიეცი შენს თავს. სუსტი ყოფაქცევის ადამიანი არ არსებობს. ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია და ამას ნებისყოფასთან კავშირი არ აქვს. მორალისტებს ვგმობ მე, ე.წ. ბოზებს კი არა. დედამთილს უთხარი ნუ მაბრალებს რაღაცებს“.

    ეს ამბავი ამით არ დასრულებულა, რადგან ამჯერად უკვე ხატიამ უპასუხა ნინია კაკაბაძეს კრიტიკული შინაარსის პოსტით.

    „საყვარელო ნინია, ჩემთვის ზოგადად საერთოდ არ არის საინტერესო შენი მსოფლმხედველობა, არც შენნაირების. არა ბოზების კი არა, ზოგადად იმ პიროვნების სხვისი ოჯახის ქექვა რომ აინტერესებს. რატომღაც მგონია, რომ არასოდეს განგიცდია რა არის პირადი ბედნიერება და ეს იმდენად ამოუცნობი ფენომენია შენთვის, არამგონია ჩვენი უერთიერთობა სწორად აღიქვა. ამიტომ შეუძლებელია ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს. ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და შენ ღირებულებებს სხვა ამბებში ეძებ. ასე რომ, ბოდიში კომენტარს ვერ გიწერ და აქ მოგწერე. გისურვებ ბედნიერი იყო და ბოლოსდაბოლოს მიხვდე, რა არის ნამდვილად ღირებული ამ ცხოვრებაში. პატივისცემით ხატია.
    P.S. სილამაზის კონკურზე სიამოვნებით გავიდოდი შენთან ერთად, თორემ ვატყობ შენს მეგობრებს აწუხებთ ჩემი გარეგნობა"-წერს ხატია სიჭინავა.

  • ხატია სიჭინავას ამაღელვებელი პოსტი

    ხატია სიჭინავა მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვის სიყვარულსაც იმსახურებს და ამ თემას უკვე მეორე სტატუსს უძღვნის. „ჩემმა გუშინდელმა სტატუსმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია...
    არ შემიძლია ყველას ცალ-ცალკე მოგიხადოთ მადლობა, ძალიან ბევრნი ყოფილხართ) უბრალოდ გეტყვით... მე მიყვარს თქვენი სიყვარული.. სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც ჩემს სამყაროს ჩაწვდნენ, საკმარისია იმისთვის, რომ ყველანაირი ქვა და ტალახი ჩემს მიღმა დაეცეს... მე მიყვარხართ თქვენ ჩემი პატარა გულით, ისე როგორც შემიძლია..
    შეიძლება ჩვენ ვერასოდეს შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ მე ყოველთვის მემახსოვრება თქვენი სითბო ... არაფერი არ იკარგება ამ ცხოვრებაში, მე ყოველთვის მეშინია შეცდომის დაშვების, რადგან ვიცი ადრე თუ გვიან მომეკითხება,
    მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით გავცემ სითბოს, რადგან ვიცი მხოლოდ ის დამხვდება წინ განსაცდელის ჟამს... ჩვენი ცხოვრება წუთისოფელია მეგობრებო, ჩვენც წამიერად ვხვდებით ერთმანეთს და ვტოვებთ ჩვენს ანაბეჭდს ერთმანეთის სულებში. სიყვარული ამიტომაც არის ერთადერთი რაც გადაგვარჩენს... და ისევ .. მადლობა ყველა სიტყვისთვის, სურვილისთვის და ჩემზე დახარჯული თქვენი ენერგეტიკისთვის, წუთებისთვის და სიყვარულისთვის... თქვენი უცნობი ნაცნობი, მეგობარი და უბრალოდ ძალიან მადლობელი ხატია“-წერს სიჭინავა ფეისბუკის პირად გვერდზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური