ჩინეთმა ორბიტაზე პილოტირებული კოსმოსური ხომალდი გაგზავნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 19:07

ჩინეთმა ორბიტაზე პილოტირებული კოსმოსური ხომალდი გაგზავნა. შენჩჟოუ-11-მა სტარტი “ცზიუციუანის” კოსმოდრომიდან დღეს აიღო. ხომალდი ჩინურ კოსმოსურ ლაბორატორიას ტიაგუნ-2-ს ორ დღეში შეუერთდება.

ხომალდის ბორტზე ორი ასტრონავტი - 49 წლის ცზინ ჰაიპენი და 37 წლის ჩენ დუნი იმყოფებინა, რომლებიც ორბიტაზე ერთ თვეს დაჰყოფენ.

აღნიშნული მისია ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება.

წაკითხულია 1010 ჯერ

Related items

  • სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

    ჩენგდუ, 10 მაისი (სინჰუა) - ხუთი ადამიანი დაიღუპა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად რონგსიან ოლქში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, განაცხადეს სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

    მათი ინფორმაციით, ტრაგედია ორშაბათს, დაახლოებით 14:30 საათზე, რონგსიანის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე მაშველები გაგზავნა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სამშაბათს, 0:14 საათზე, ბოლო მსხვერპლის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე დასრულდა.

    ამ დროისთვის სტიქიის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილებზე არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა რვა თანამგზავრი

    ხუთშაბათს, ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა რვა თანამგზავრი Long March-2D, სპეციალური გამშვები მანქანის გამოყენებით. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

    ერთი Jilin-1 Kuanfu 01C თანამგზავრის და შვიდი  Jilin-1 Gaofen 03D თანამგზავრის გაშვება ორბიტაზე პეკინის დროით 10:38 საათზე ჩინეთის ტაიუანის (შანსის პროვინცია) კოსმოდრომიდან მოხდა. თანამგზავრების ორბიტაზე გასვლა წარმატებით განხორციელდა.

    Jilin-1 Kuanfu 01C თანამგზავრს აქვს ფართო დაფარვის არეალი და გამოყენებული იქნება კომერციული დისტანციური ზონდირების მონაცემთა გადაცემის სერვისების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაკავშირებულია მიწის რესურსებთან, მინერალების ძიებასთან და "ჭკვიანი ქალაქის" მშენებლობასთან.

    შეგახსენებთ, რომ ეს იყო ზედიზედ რიგით 419-ე გაშვება Long March-ის სერიის გამშვები მანქანებისთვის.

  • ვიდეო კონკურსი, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“ ჩატარების შესახებ

    განცხადება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღსანიშნად ვიდეო კონკურსის, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“ ჩატარების შესახებ

    1.    ღონისძიების მიზანი

    ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად, ორ ქვეყანას შორის კავშირებისა და თანამშომლობის გასაძლიერებლად და ორ ერს შორის მეგობრობის გასამტკიცებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს ამ საიუბილეო თარიღის მისალოცი ვიდეოების კონკურსს, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს.

     2.    ორგანიზატორი: ჩინეთის საელჩო საქართველოში

    თანაორგანიზატორები:

    თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

    ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

    ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი

    მედია კომპანია „For You”

     3.    ღონისძიების განრიგი

    1-22 მაისი                   კონკურსანტების მიერ ვიდეოების წარდგენა

    22 მაისი - 1 ივნისი    ვიდეოების შერჩევა და ერთი დიდი ვიდეოს დამზადება

    ივნისში                       დამზადებული ვიდეოს გამოქვეყნება

     მონაწილეობის პირობები

    1. ვიდეოს შინაარსი: ვიდეოს თემატიკა უნდა ეხებოდეს ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის თანამშრომლობაში პირად გამოცდილებას, ამ საიბულეო თარიღის მილოცვას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში სამომავლო მოლოდინებს და მსგავს თემებს. ვიდეოს შინაარსი უნდა იყოს პოზიტიური და ასახავდეს ჩინურ-ქართულ მეგობრობას.

    2. ვიდეოს კრიტერიუმები: სასურველია 720P ან 1080P გაფართოების ვიდეო, ჰორიზონტალური კადრი, მკაფიო სურათი და ხმა, ფონური ხმაურის გარეშე. ვიდეოს ჩაწერა და დამზადება შეიძლება ნებისმიერი ტიპის აპარატურით.

    3. ვიდეოს ფორმატი: ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ვიდეო თავსებადი უნდა იყოს ძირითად ვიდეო ფორმატებთან (MP4, MOV, MPEG და მისთ.). მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალი ვიდეო  ჩინურ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, სუბტიტრების გარეშე.

    4. ვიდეოები უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ წესებს და უნდა იყოს ორიგინალი ნამუშევარი.

     5.    ვიდეოს წარდგენა

    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ორიგინალი ვიდეოები 22 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

    2. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ვიდეოს სახელწოდება - სახელი და გვარი - სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი (პრიზების ფოსტით გამოსაგზავნად).

     6.    დამატებითი ინფორმაცია

    1. შერჩეული ვიდეოების ავტორები საელჩოსგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო პრიზს.

    2. ვიდეოს საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ვიდეოს წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს მისი გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ვიდეოში შეიტანოს ცვლილება და დამატებითი ანაზღაურების გარეშე საჯაროდ გამოაქვეყნოს და გაავრცელოს იგი. ყველა კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ეთანხმება ამ განცხადების თითოეულ პუნქტს.

    3. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.

    4. საკონტაქტო პირები: 郭雅男  Whatsapp  +995 574165817

    靳帅虎  Whatsapp  +995 593140268

    郑艺铭  Whatsapp  +995 593360181

  • კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსი „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“

    ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად და ჩინურ-ქართული მეგობრობის და ორ ერს შორის კავშირების გასაძლიერებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს, სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებთ და მხარს უჭერენ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.

    ორგანიზატორი: ჩინეთის საელჩო საქართველოში

    თანაორგანიზატორები:

    თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

    ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

    ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი

    მედია კომპანია „For You”

    ინფორმაცია მონაწილეებისთვის

    ღონისძიების განრიგი

    1-22 მაისი                   ნამუშევრების შეგროვება

    23-29 მაისი                 ნამუშევრების განხილვა და შეფასება; პრიზიორთა სიის გამოქვეყნება

    30 მაისი - 6 ივნისი    გამარჯვებული ნამუშევრების ორიგინალების ჩაბარება მითითებულ მისამართზე

    ნამუშევრების კრიტერიუმები

    1. კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას.

    2. კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.

    ფერწერული ნამუშევრები მოიცავს: ტრადიციულ ჩინურ მხატვრობას („გო ხუა“), ზეთის, გუაშის, აკვარელის საღებავებით შესრულებულ, აკრილის, ცვილის, ფანქრით შესრულებულ და სხვა სახის ნახატებს.

    3. კატეგორიები: ბავშვები (სკოლის მოსწავლეები) და მოზრდილები (სტუდენტები და საზოგადოების წევრები)

    4. ნამუშევარი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალი. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო შინაარსის გამოყენება მაგალითად, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა.

    5. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი.

    ნამუშევრების წარდგენა

    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების სკანირებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

    2. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მბ-ს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ სკანირებულ ფაილში გამოსახულება არის მკაფიო და სრულყოფილი.

    3. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ნამუშევრის სახელწოდება - სახელი და გვარი - სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი - საკონტაქტო ტელეფონი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ ორიგინალი ნამუშევრის ზომები.

    4. გთხოვთ შეინახოთ ორიგინალი ნამუშევარი. პრიზიორთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, გამარჯვებული ნამუშევრები მოთხოვნისამებრ უნდა მოგვაწოდოთ მითითებულ მისამართზე. ორიგინალი ნამუშევრის არმოწოდება ავტომატურად ჩაითვლება პრიზზე უარის თქმად.

    საპრიზო კატეგორიები

    1. ბავშვებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიო პრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი - განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით

    2. მოზრდილებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიო პრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი -განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით

    დამატებითი ინფორმაცია

    1. ნამუშევრის საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ნამუშევრის წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს ნამუშევრის გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორს შეუძლია გამოიყენოს ნამუშევრები და მათი სკანირებული ასლები გამოფენებში, პუბლიკაციებსა და საინფორმაციო აქტივობებში იმ პირობით, რომ ნამუშევრებში ცვლილებებს არ შეიტანს.

    2. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.

    3. საკონტაქტო პირები: 刘超 Whatsapp  +995557769086

                      王辉 Whatsapp  +995555471676

                     თამარ მუჯირი +995593650152

    პოსტსკრიპტუმი

    ყველას, ვისაც გიყვართ კალიგრაფია და ფერწერა და მხარს უჭერთ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, სიხარულით გიწვევთ კონკურსში „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ მონაწილეობის მისაღებად.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

  • სიჩუანში ქარიშხალმა მოსახლეობა დააზარალა (ვიდეო)

    ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში ძლიერმა ქარიშხალმა ნგრევა გამოიწვია. ქარის სიჩქარე დაახლოებით 40 მ/წმ-ს აღწევდა. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

    მათი ინფორმაციით, უამინდობამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც კაკლის ხელა სეტყვა მოჰყვა. ძლიერი ქარიშხლის და სეტყვის გამო სულ მცირე 10 000 ადამიანი დაზარალდა. მათ შორის 20-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 16 დაზარალებული დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

    აქვე შეგიძლიათ იხილოთ ამ უამინდობის ამსახველი ვიდეო-კადრები:

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური