მარიამ დალაქიშვილი მასტერსის ტურნირის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 12:11

14 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი იტალიაში მიმდინარე 2016 TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS  -ის გამარჯვებულია. ევროპის 8 საუკეთესო რეიტინგის მქონე სპორტსმენი მიმდინარე წლის 7-9 ოქტომბერს ერთმანეთს იტალიაში შეეჯიბრა , მარიამი მე-3 ნომრად იყო განთესილი. ნახევარფინალში მისი მეტოქე რუსი ჩოგბურთელი, პირველ ნომრად განთესილი დანიელა მედვედევა იყო, რომელიც ანგარიშით 6-4;6-4 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში მარიამი სერბ თამარა მალეშევიჩს დაუპირისპირდა , 7-6;6-3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა

წაკითხულია 537 ჯერ

Related items

  • ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  
    სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. 
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.

  • მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის.

    ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი  ნაკრები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს კორტით. ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოს პირველობის ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და "ფედერაციის" თასის გათამაშების შეხვედრები.  
    მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც  12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს 2 საჩოგბურთო კორტს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია.

    ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.  

  • ბასილაშვილმა მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

    ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.
    ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი ორ სეტში  6:4, 6:4 დაამარცხა და მთავარი სენსაციის ავტორი გახდა.
    ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ავსტრიელ დომენიკ თიმს შორის შეხვედრა, საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
    მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი  მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, 27 წლის მარტინ კლიჟანს შეხვდება
    მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა

  • მარიამ ბოლქვაძემ ბათუმის ტურნირი მოიგო

    18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბათუმის 10-ათასიანი ტურნირი მოიგო.  ფინალში მარიამის მეტოქე  მე-7 ნომრად განთესილი,  რუსი  ალეკსანდრა პოსპელოვა იყო, რომელიც ანგარიშით  6:4, 7:6 (10:8) დაამარცხა. ბოლქვაძე მე-2 ტიტულთანაც ახლოს იყო და წყვილთა ტურნირის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ფინალურ მატჩში მარიამი და კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი თათია მიქაძე უკრაინელ ალიონა ფომინასთან და რუს მარგარიტა ლაზარევასთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ.ხვალიდან მარიამ ბოლქვაძე თელავის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდი 25,000 დოლარია.
    თელავის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ 6 ქართველი გოგონაა დაშვებული. ეკატერინე გორგოძეს პირველი განთესვა აქვს და პირველ მატჩს უკრაინელ დაიანა იასტრემსკაიასთან ჩაატარებს. სოფო ქვაცაბაია რუს ანასტასია ფროლოვას ეთამაშება, მარიამ ბოლქვაძე – ბოსნიელ დეა ჰერძელასს, ანა მაქაცარია – რუს დარია ლოდიკოვას, მარიამ დალაქიშვილი – რუს ოლგა დოროშინას, ხოლო ანა ახალკაცი – რუს ნათელა ძალამიძეს.
    ძირითად ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა თათია მიქაძე, რომელიც ახლა მე-2 განთესვის მქონე უკრაინელ ვალერია სტრახოვას ეთამაშება. წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია რუმინელ ბუზარნესკუს და ყირგიზ პალკინა ულუკანს შეხვდებიან, , კენჭიაშვილი და შანიძე რუსებს – კომარდინას და მონოვას ეთამაშებიან, ხოლო მიქაძე და საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ძალებს დალაქიშვილთან და რუს კარდავასთან მოსინჯავენ.

  • ბასილაშვილი რიოში დამარცხდა

    რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე 7 აგვისტოს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასს დაუპირისპირდა. 
    ქართველმა გამოცდილ მეტოქესთან დაპირისპირება 3:6, 7:6, 3:6 დათმო. განსაკუთრებით დაძაბული მეორე სეტი გამოდგა, რომელსაც ბასილაშვილი 2:5-ს აგებდა, თუმცა აქტიური თამაშით საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, იქ კი 10:8 იმარჯვა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 1:1. გადამწყვეტ მესამე სეტში უკეთესი ფიზმომზადების ხარჯზე კუევასმა მაინც მოახერხა ქართველი ჩოგბურთელის დამარცხება და შემდეგ ეტაპზე კუევასი გავიდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური