ძიუდოისტთა ნაკრები ირაკლი ცირეკიძემ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 10:42

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ  ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს.

სამწვრთნელო შტაბში კი მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ.

შეგახსენებთ, ირაკლი ცირეკიძემ 2008 წელს პეკინში 90- კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

 

წაკითხულია 668 ჯერ

Related items

  • საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან სლემზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

    საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან სლემზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრებაზე 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ტერაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს კი ლუხუმ ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია 19 წლის გიორგი ტერაშვილის წარმატება, რომელიც მსგავსი რანგის შეჯიბრებაში პირველად მონაწილეობდა და იგი -73 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტთა შორის არც განიხილებოდა. ფინალში მან იტალიელი მანუელ ლომბარდო ლამაზი იპონით დაამარცხა. მანამდე კი 5 შეხვედრა მოიგო, მათ შორის  ტურნირის პირველ ნომერთან ყაზახ ჟანსეი სმაგულოვთან. გიორგი ტერაშვილი ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოს რეიტინგში 101-ე პოზიციაზე იყო. ანტალიის გრან სლემის შემდეგ კი 29-ე პოზიციამდე დაწინაურდა.

    ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც წლეულს უკვე მეორე გრან სლემი მოიგო. +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. გურამ თუშიშვილს ტურნირის მოსაგებად სულ ხუთი შეხვედრის მოგება დასჭირდა.

    ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც -60კგ წონითი კატეგორიის ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინალში კი ვერაფერი გააწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტთან ტაიპეელ იუნ ვეი იანგთან. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ჯაბა პაპინაშვილი.

    -90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლუკამ მთელი ტურნირის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მსოფლიო რეიტინგში უკვე მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

  • ლ. შავდათუაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა
    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვის შედეგად 5 ნომინაციაში გამოავლინა 2021 წლის სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, გულშემატკივრებისგან მიღებული  ხმების მიიხედვით ორ ნომინაციაში წარდგენილი ქართველი  ძიუდოისტები გამარჯჯვებულად დასახელდნენ ილია სულამანიძე და ლაშა შავდათუაშვილი.
    სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კი — ნომინაციაში «წლის საუკეთესო ძიუდოისტი» გამარჯვებული გახდა.
    ნომინაციაში —  «ამომავალი ვარსკვლავი» 23  წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის 2 გზის ჩემპიონი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ილია სულამანიძე გახდა.
    შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის სეზონის მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვა მოაწყო, რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდა. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. ორ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ქართველი ძიუდოისტები: ლაშა შავდათუაშვილი - „წლის საუკეთესო ძიუდოისტის“ და ილია სულამანიძე - „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში. 
     
  • საქართველოს 23-წლამდე ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია!

    საქართველოს U23 ნაკრები ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, ფინალურ ორთაბრძოლაში საქართველო ეთერ ლიპარტელიანმა დააწინაურა, შემდეგ რუსებმა ორი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ 3 ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. ჯერ ნიკა ხარაზიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა მოიგეს, ბოლოს კი, გადამწყვეტ ბრძოლაში საბა ინანეიშვილმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სომხიშვილის შეხვედრა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და ქართველმა რუს მეტოქეს გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე კი ქართველებმა საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებს სძლიეს.

    მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრებები შერეული სისტემით (ბიჭები და გოგონები) ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

    უნდა აღინიშნოს, რომ რომ საქართველომ ინდივიდუალურად ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

    ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),

    ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),

    ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).

    შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის უნგრეთში გაიმართა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა

    ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონითი კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. 

    დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურმა გერმანიის ნაკრების ძიუდოისტი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი "ვაზარით" დაამარცხა. 

    ლაშა ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერასთან ორთაბრძოლაში ჯერ "ვაზარი" გააკეთა, შემდეგ კი შეხვედრა შებოჭვით დაასრულა. მეორე ტურში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან "ვაზარით" აგებდა, თუმცა ჩამორჩენა "ვაზარითვე" გააბათილა და შემდეგ ავასატე იპონით (წმინდა გამარჯვება) დაამარცხა.

    მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე უზბეკეთის წარმომადგენელი დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ძიუდოისტი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

    შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ამ დროისათვის ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოცეს.

     

  • თბილისში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა /გრანდ სლემი/ ძიუდოში

    დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა /გრანდ სლემი/ ძიუდოში.

    ქართველი ძიუდოისტებისთვის სტარტი ძალიან დამაიმედებელი იყო. მამაკაცებში 66-კგ წონით კატეგორიაში საკუთარი პირველი შეხვედრები სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მოიგო. ვაჟა მარგველაშვილს, ბაგრატ ნინიაშვილს და ბექა წიფიანს მეოთხედფინალში გასასვლელად თითო გამარჯვება სჭირდებათ. მარგველაშვილი და ნინიაშვილი კი გასვლის შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან, 60კგ-ში ლაშა ჩადუნელმა პირველი წრე გაიარა, შაქრო შათირიშვილი კი გრანდ სლემს გამოეთიშა.

    რაც შეეხებათ მანდილოსნებს, 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს დაემშვიდობნენ.

    თემურ ნოზაძეს (60) და ეთერ ლიპარტელიანს (57) ჯერ პირველი შეხვედრებიც არ ჩაუტარებიათ.

    ტურნირში 80 ქვეყნის 464 ძიუდოისტი მონაწილეობს, მათ შორის 211 ქალბატონია. წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. 

    თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 28 მარტს დასრულდება.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური