უელსი - საქართველო 1:1

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:25

ოქტომბერსსაქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში „კარდიფ სიტის“ სტადიონზე უელსისეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა

მატჩი ფრედ 1:1  დასრულდაანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე გახსნესკუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გიორგი ლორიას კარში გარეთბეილმა გადაგზავნა.  57- წუთზე ვაკო ყაზაიშვილის  გადაცემით ასევე თავური დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა აღადგინა წონასწორობადარჩენილ დროშიქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნესმაგრამ გატანა ვერ მოახერხეს და გუნდებმა შეხვედრაში თითო ქულამოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერსთბილისში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

-თამაშის წინ რომ გეკითხათ, დავკმაყოფილდებოდი თუ არა ამ თამაშში ერთი ქულის მოპოვებით, ალბათ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ფრე ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ კვლავ კარგი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ჩვენ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, და მოედნის ბოლო მესამედში ცოტა ხარისხი დაგვაკლდა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ევროპის 10 საუკეთესო ნაკრების სიაში შედის, და პირველ ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა. პირველი 30 წუთის მანძილზე ჩვენ ალბათ ზედმეტად ვუფრთხილდებოდით ბეილსა და უელსის სხვა მოთამაშეებს. კიდევ ერთი პოზიციური შეცდომა დავუშვით კუთხურის ჩაწოდების დროს, რის შედეგადაც ბეილი მარტო დარჩა და გოლი გაგვიტანა. ამის მიუხედავად, ჩვენ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, და 3 ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.
-ირლანდიასთან თამაშის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ ორ თამაშში ქულების მოპოვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფში მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა. დღეს ჩვენ პირველი ქულა ავიღეთ, და მომავალშიც უნდა შევეცადოთ გასვლაზე დადებითი შედეგების მიღწევას. ვფიქრობ, რომ საკუთარ მოედანზე ჩვენ ჯგუფის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს მხოლოდ მესამე ტური იყო, და იმის მიუხედავად, რომ ერთი ქულა ცოტაა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა ნიჭიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს, და დღეს მე ამ მოთმაშეებით ვამაყობ.
-იმედია, რომ მოლდოვასთან თამაშზე სტადიონი გაივსება, და ჩვენ შევძლებთ პირველი გამარჯვების მოპოვებას. პირველად ვიქნებით ფავორიტის როლში, თუმცა, მთელს ევროპაში ფეხბურთის დონე მაღალია, და ჩვენ მეტად რთული თამაში გველის წინ.


უელსი - საქართველო 1:1

კარდიფი, „კარდიფ სიტის“ სტადიონი

უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი (70’ კოტერილი), დეივისი, ჩესტერი, უილიამსი, კინგი (61’ რობსონ-კანუ), ბეილი, ედვარდსი, ლედლი (73’ ჰიუვსი), ვოუქსი

მთ. მწვრთნელი: კრის კოულმანი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი, ანანიძე (90’ კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90’ ჯიღაური), გვილია, ნავალოვსკი, მჭედლიძე (75’ დვალიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: პაოლო მაზოლენი, რიკარდო დი ფიორე, ლორენცო მანგანელი, დანიელე ორსატო

გაფრთხილება: 45’ დაუშვილი, 63’ გვილია, 76’ ოქრიაშვილი, 85’ კაშია

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

წაკითხულია 703 ჯერ

Related items

  • PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

    PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა შემდგომი სტაბილური თანამშრომლობის გაგრძლების შესახებ. სპორტულ ცენტრ „იმედში“ მემორანდუმის გაფორმებას თან ახლდა მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია; ამასთან, კოპმანია PSP-მ ნაკრების წევრებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

    ახალგაზრდული ნაკრები ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში, მიმდინარე წლის 12-15 აგვისტოს ტადრება.   

    „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში“ წელს თბილისის 100-მდე სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა; ჩემპიონატი 4 თვის მანძილზე მიმიდნარეობდა  და 450-ზე მეტი მატჩი ჩატარდა. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ დაარსდა კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში და ამ დროიდან PSP მისი მხარდამჭერია, რადგან პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მოხარულები ვართ რომ წელს ბევრად მეტმა სკოლამ და მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ამ გუნდების ბაზაზე დაარსებული ნაკრები პირველად მიემგზავრება მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნაკრებს ჩემპიონატზე და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა“ - აცხადებენ PSP-ში.

    ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში დააფუძნა.

  • ქუთაისის „ტორპედოს“ სერიოზული ინვესტორი გამოუჩნდა!

    „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“–ს მიზანი: „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის ტოპ10-ში!

    ერთის მხრივ, ქუთაისის „ტორპედო“ ვალებშია, გუნდი დატოვეს იტალიელმა ინვესტორებმა და გავრცელებული ინფორმაციით, დავალიანების გამო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები შემდეგი ტურის თამაშზე, რომელიც 4 ივლისს საბურთალოსთან უნდა გაიმართოს, მოედანზე გასვლას არ აპირებენ. თუმცა, გამოჩნდა ფანტასტიური ინფორმაცია და დიდია იმის ალბათობა, რომ „ტორპედოს“ არა მხოლოდ ყველა არსებულ პრობლემებს მოეღოს ბოლო, არამედ კლუბი რეალურად დადგეს განვითარების შეუქცევად გზაზე და არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს. „ტორპედოში“ ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა  „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, რომელიც ცნობილია, როგორც მძლავრი ფინანსური საინვესტიციო კომპანია. ამ ჯგუფს  საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების გზით უცხოელ პარტნიორებთან ერთად უკვე დაბანდებული აქვს 700 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი. ინვესტიციები გაკეთდა საბანკო-საფინანსო, ტექნოლოგიურ, კომუნიკაციების, უძრავი ქონების, ტურისტულ, ენერგეტიკის და განათლების სექტორებში.  როგორც აღმოჩნდა, სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი ახალი სფეროა, სადაც „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ შესვლას და ბიზნესის წარმოებას გეგმავს.

    აიეტ კუკავა („ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი): „ჩვენ უკვე ნახევარ წელზე მეტია ქუთაისის „ტორპედოს“ ირგვლივ ინფორმაციების მოძიების, თემის შესწავლის და ანალიზის პროცესში ვართ. ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი, მოვამზადეთ კონცეფცია და ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათი მხრიდან ამ თემის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და ამ ინტერესის სერიოზულობაში რომ დაგარწმუნოთ, საკმარისია ითქვას, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე საგარანტიო თანხად 7 მილიონი დოლარიც კი დაგვიდეს.  მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ  დავიწყოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კლუბის მმართველობაში ჩვენი შესვლის თაობაზე. პირველ რიგში, შევხვდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელსაც გავაცანით ჩვენი გეგმები. შეხვედრამ ძალზე კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა და ბატონმა ლევანმა ყოველგვარი დახმარების პირობა მოგვცა. ამას გარდა, უკვე დავუფიქსირეთ ჩვენი ინტერესი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს. ორივე ამ უწყებაში პირველი პირების დონეზე არიან ინფორმირებულები. გვქონდა შეხვედრები რეგიონის ხელმძღვანელობასთანაც, რომლებიც ასევე მიესალმნენ ჩვენს ინიციატივას.

    მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ კლუბის მართვაში, რათა ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა და დავიწყოთ სწრაფი განვითარება. ჩვენი მიზანია, გავისტუმროთ ყველა დავალიანება და ამ სეზონშივე, სექტემბრამდე მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ იბრძოლებს ევროზონის ადგილისათვის. მესმის, რომ ვიღაცას ეს შეიძლება ძალზე ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, რადგან ამ ეტაპზე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მაგრამ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და ჩვენ სიტყვებს ჰაერში ნამდვილად არ ვისვრით. პირველ ეტაპზე ჩვენი ინვესტიციების მოცულობა 2 ათეულ მილიონ დოლარამდე იქნება და ქართულ საფეხბურთო რეალობაში ამ ფინანსებით რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, ამას ყველას დავანახვებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - 5 წლიან პერსპექტივაში გავიყვანოთ ქუთაისის „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის „ტოპ10-ში და ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ სიტყვებზე. მთავრობისგან მხოლოდ ერთ დახმარებას ვითხოვთ - დროზე გადმოგვცენ კლუბი და დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ!“

    მიხეილ აბაიშვილი

  • საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა
    საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა - 32-18 და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.
    ქართველმა ხელბურთელებმა ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი 14-6 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 18 გოლი გაუტანეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც კვიპროსელთა კარი 11-ჯერ აიღო.
    საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძოდა, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
    თბილისში გამართული ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანი (36-16), მოლდოვა (27-20) და ბულგარეთი (32-19) დაამარცხა.
  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

  • ფუტსალი | საქართველო 0:4 რუსეთი

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა.

    რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, თუმცა საკუთარი შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ნიაზოვმა შეასრულა, თითო გოლი კი, რომულოსა და დავიდოვის ანგარიშზეა.

    საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 5 მარტს გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად თამაშობენ რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი. ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ფრედ 4:4 ითამაშა.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური