დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 აპრილი 2015 15:20

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილს  ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის. 

"დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს, თანდაყოლილი.  ბოლო ოთხ თვეში ბატონმა დავითმა რამდენჯერმე მომმართა გადადგომის თხოვნით, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო რთული ვითარება, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან, ასევე იქედან, რომ მნიშვნელოვანი იყო პირველი კვარტალი წარმატებით დამთავრებულიყო, მე ვთხოვე დარჩენა. მანაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო და პირველი კვარტალი მართლაც წარმატებით დაასრულა. ნამდვილად მინდა დავადასტურო მისი ეფექტიანობა – ის იყო საკმაოდ რისკიანი, ეფექტური მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მე მეწყინა მისი გადაწყვეტილება, ვეღარ დავაძალებდი რომ გაეგრძელებინა მუშაობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

წაკითხულია 474 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური