შეხვედრა დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 16:46

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებულ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ დღეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებს. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის მიღწევა, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაღწია, ასევე არისსაერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაც, ვინაიდან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკისმიხედვით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნოსაარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოსგენდერულ პოლიტიკაზე.
თამარ ჟვანიამ დღესვე შეხვედრის მონაწილეებს შედეგების დათვლის ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც 8 ოქტომბერს შედეგებისდათვლის პროცესის ტრანსლაცია განხორციელდება. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლებაინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდესშედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებითდეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„მინდა აღვნიშნო, ცესკოს ინიციატივა, მოკლედ მოეწოდებინა ინფორმაცია საარჩევნო მოსამზადებელი აქტივობებისა და ცალკეულიდეტალების შესახებ, იყო ძალიან კარგი იდეა. ეს ინფორმაცია არ არის საჭირო მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის, არამედსაჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მოსამზადებელ აქტივობებს, რომელიც განხორციელდა ყველოლქსა და რეგიონში. ველოდებით არჩევნების დღეს და იმ დასკვნებს, რასაც ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები მოამზადებენ. უნდააღვნიშნო, რომ ერთნაირი ყურადღებით დავაკვირდებით როგორც პირველ ტურს, ასევე, დანიშვნის შემთხვევაში, მეორე ტურსაც“, -განაცხადა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ შეხვედრას 20 საელჩოსა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიდაესწრნენ.

წაკითხულია 618 ჯერ

Related items

  • ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

    როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.

    „შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.

    ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.

  • ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

    დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,  ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

    ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

    კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ  და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

    აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

    რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს:

    ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

    ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

    ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

    დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

    საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

    ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.

     

  • ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრაზე იმსჯელა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ორი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მსჯელობს კენჭისყრის დღისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესამუშავებელ რეკომენდაციებზე. 

    15 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია რეგულაციები არჩევნების დღისთვის. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დადგენილების პროექტში უკვე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი სრულყოფის მიზნით კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.

    სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    შეგახსენებთ, რომ ცესკომ საარჩევნო კოდექსის (199-ე მუხლის მე-5 პუნქტი) საფუძველზე, დადგენილებით უნდა განსაზღვროს კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენურ წესები.

  • დავით ზალკალიანი საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

    საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი ავრცელებს.

    შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო. აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

    საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური