ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:38

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის მეორე ოფიციალური მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო. ვლადიმერ ვაისის გუნდმა, 3 ოქტომბერს ადგილობრივი კლუბის, „მალაჰაიდ იუნაიტედის“ მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. გიორგი მაკარიძე, სოლომონ კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე  ეროვნულ ნაკრებს დღის ბოლოს შეურთდნენ. ამ ეტაპზე ირლანდიასთან და უელსთან გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და დუბლინში დაგეგმილი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმების და არასასურველი სავარჯიშო კონდიციების გამო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე ვერ დაეხმარებიან. 

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად სერბეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.


საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი) 

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი) 

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

წაკითხულია 473 ჯერ

Related items

  • საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა
    საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა - 32-18 და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.
    ქართველმა ხელბურთელებმა ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი 14-6 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 18 გოლი გაუტანეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც კვიპროსელთა კარი 11-ჯერ აიღო.
    საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძოდა, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
    თბილისში გამართული ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანი (36-16), მოლდოვა (27-20) და ბულგარეთი (32-19) დაამარცხა.
  • საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის თავკაცობით, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხეს! ეს საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვებაა რუმინეთთან. აქამდე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს რუმინეთთან 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

    ამ გამარჯვებით ასევე შეწყდა ქართველების 8 მატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც გუნდს 2020 წლის ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მოსდევდა.

    საფრანგეთში დაბადებულმა ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძემ ნაკრების მაისურით პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა და ეს ფაქტი გოლით აღნიშნა. აქამდე ახალგაზრდა ფორვარდს ნაკრებში მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, დღეს კი 80+ წუთი ითამაშა და შესანიშნავი გოლის გატანაც შეძლო.

    აქედან მალევე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანაც რუმინელებმა საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.

    გიორგი აბურჯანიას გოლმა კი საქართველოს ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა მისცა, რომლის აღმოფხვრაც მეტოქემ ვეღარ შეძლო. 78-ე წუთზე რუმინელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და მატჩი ქართველების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებს სტუმრად ქალაქ პლოიეშტიში დაუპირისპირდა.

  • საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

    ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

    პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

    შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

     

  • ფუტსალი | საქართველო 0:4 რუსეთი

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა.

    რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, თუმცა საკუთარი შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ნიაზოვმა შეასრულა, თითო გოლი კი, რომულოსა და დავიდოვის ანგარიშზეა.

    საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 5 მარტს გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად თამაშობენ რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი. ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ფრედ 4:4 ითამაშა.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
    სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური