ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 10:09

საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრნენ. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პირველმავიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერეს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. მისი მთავარი უპირატესობები - სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოვებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები  შექმნის რეალურ საფუძველს, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის კორიდორში და, ამავდროულად, იქცეს საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭედ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრადრეგიონში.

ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არამხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო ხელშეკრულებას სახელმწიფოსა და „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმს“ შორის. ამ საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის გამტარუნარიანობაც, საბოლოო ჯამში, განვითარების ფაზების მიხედვით, 100 მილიონი ტონას მიაღწევს, თუმცა პირველივე ფაზაში განხორციელდება 580 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაწყისიდანვე 6000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე, ხოლო პორტის აშენების შემდგომ აქ უკვე დასაქმებული იქნება რამდენიმე ათასი ადამიანი“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პორტის შემდგომი განვითარება, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ის თანმდევი სერვისები, რომელიც პორტს ექნება. „ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელიც თავის თავს აყალიბებს როგორც სატრანზიტო ფუნქციის, სატრანზიტო ჰაბის მქონე ქვეყანა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტის ქონა იმიტომ, რომ ეკონომიკის მასშტაბი სწორედაც რომ ღრმაწყლოვან პორტშია და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი“ - განაცხადა ქუმსიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ  პროექტისთვის სახელმწიფოც 100 მილიონ დოლარამდე თანხებს გამოყოფს იმისათვის, რომ მოხდეს მიწების გამოსყიდვა და ძირითადი ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა, რათა ნავსადგურმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს.

 

საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ეძლევა ექსკლუზიური უფლება ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს შავი ზღვის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. საინვესტიციო ტერიტორია კონსორციუმს 52 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა.

ხელშეკრულება, რომელის შედგენაშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები,  დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და პორტის მშენებლობისა და ოპერირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას შემოუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო-საინჟინრო კომპანია Van Oord-ი, რომელთანაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დღეს ასევე ხელშეკრულებას გააფორმებს. Van Oord-ი   ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიაზე წინასამშენებლო კვლევებს და გეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს.

ჰოლანდიური კომპანია Van Oord მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს.  კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა დუბაის პალმის კუნძულებისა და სუეცის არხის მშენებლობის გრანდიოზული პროექტები, როტერდამის პორტის გაფართოება და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC ), და  მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც  წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. კონსორციუმის პარტნიორთა შორის არიან წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord  და პორტის წამყვანი  დიზაინერი  კომპანია Moffatt & Nichol.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში. პროექტი საქართველოშიათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება. ნავსადგური 2020 წელს  გაიხსნება.

პორტის გახსნისას და პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს ექნება  2-მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც შეძლებს მიიღოს და გაატაროს  700 000-დან  800 000 ტეუმდე კონტეინერი. პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 580 მილიონ აშშ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პორტის სიღრმე და ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის 10,000 კონტეინერიანი (TEUs) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრეინინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. ხელშეკრულებით დადგენილია  იმ ტრეინინგების ნუსხაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო.

ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა საჭირო ობიექტები,  მათ შორის ამბულატორია, საბავშვო ბაღი,  ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები.

საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი საკმაოდ ვრცლად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე პორტის მშენებლობისა და ოპერირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს, მათ შორისაა: გენერალური გეგმისა და დიზაინის შემუშავება, გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები,მოქალაქეთა დასაქმებისა და ტრეინინგის  ვალდებულება, დაზღვევა, პორტის მოვლა-პატრონობის ვალდებულება, მარეგულირებელი სამართალი და ა.შ. 

 

 

 

წაკითხულია 722 ჯერ

Related items

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიესალმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში

    ეს არის იდეალური შესაძლებლობა, აშშ-ს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის გასამყარებლად

    თბილისი, საქართველო, 2020 წლის 13 ნოემბერიანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) დღეს ავრცელებს განცხადებას, 17-18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში:

    “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში და ელიან, რომ სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ლეკი დეგნანი გამოხატავენ საქართველოს მთავრობის წინაშე ანაკლიის პორტის პროექტისადმი მათ განგრძობად მხარდაჭერას.”

    “სულ რაღაც შარშან (2019 წლის 11 ივნისს) სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოხატა ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერი მხარდაჭერა, მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, როდესაც მან განუცხადა პრესას:

    მე გავუზიარე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს. ეს და სხა პროექტები გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და შეაკავებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მავნე ზეგავლენას საქართველოზე. ამ ვითომ მეგობრებს არ აქვთ გულში ჩადებული საქართველოს საუკეთესო ინტერესები.”

    “სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დრო და მიზანი იწვევს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ანაკლიაში მსოფლიო დონის პორტის განვითარების ვითომ მხარდაჭერის გადახედვის საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოხატა ეს მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის პომპეოს და აშშ-ს ელჩის დეგნანის წინაშე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის მხარდაჭერა იყო ცარიელი სიტყვები.

    “საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიაყინა მნიშვნელოვანი ზიანი მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის და დააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

    “ანაკლიის პროექტის მიღმა, ამჟამინდელი მთავრობის ბოლო ერთი წლის მოქმედებები ცალსახად ბადებს კითხვებს მის მზაობასთან დაკავშირებით, გაატაროს მნიშვნელოვანი სასამართლო და სამთავრობო რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ზრდის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. 

    “ჩვენ ვუსურვებთ სახელმწიფო მდივან პომპეოს წარმატებას საქართველოში მისი ვიზიტის და მთავრობასთან შეხვედრის განმავლობაში.”

     

    დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

  • გამოავლინა საქართველოს მთავრობამ მისი რეალური ზრახვები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით?

    მთავრობის სიტყვები და ქმედებები, როგორც ჩანს, ამჟღავნებს ფოთის პორტისადმი მთავრობის მხარდაჭერას, ანაკლიის პორტის ხარჯზე და ბადებს კითხვებს, მთავრობის მცდელობაზე, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება

    თბილისი, საქართველო, 2020 წლის 27 ოქტომბერი – საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და კომენტარები, როგორც ჩანს, ამჟღავნებს მთავრობის ნამდვილ განზრახვას, მოახდინოს ფოთის პოპულარიზაცია და ზურგი შეაქციოს ანაკლიას, როგორც მომავალი პირველი კლასის პორტის ადგილმდებარეობას. ამ პროცესში, მთავრობამ გაიფუჭა რეპუტაცია საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში ინვესტორებისა და დიპლომატების შეცდომაში შეყვანით, რომლებსაც დააჯერეს, რომ მთავრობას კვლავ სურდა ანაკლიის პროექტის განხორციელება. ყველა ღონისძიება ცხადყოფს იმას, რომ, როგორც ჩანს, მთავრობა არ არის დაინტერესებული ანაკლიაში ამ პროექტის განხორციელებით.

    მთავრობა მხარს უჭერს ფოთს, ანაკლიის ხარჯზე

    როგორც მედიაში გაჟღერდა, 18 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პოლიტიკურ ღონისძიებაზე განაცხადა, "უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება.”[1]

    ცალკე, დავით ებრალიძემ, „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ (თიზ) გენერალურმა დირექტორმა „ჯორჯია თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა “თავდაპირველად, როდესაც ვფიქრობდით ახალი თიზ-ის ადგილმდებარეობაზე, სტრატეგიულად შეირჩა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა. ფოთის თიზ-ი განთავსებულია „აბრეშუმის გზის“ და საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კორიდორების ცენტრში. მისი ადგილმდებარეობა არის ფოთის თიზ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უპირატესობა, საქართველოში მდებარე სხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან შედარებით …  „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ არის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპანია „სმარტ კაპიტალ ჯგუფში.”[2]  

    ერთობლივად, აღნიშნული კომენტარები მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობა ახლა უკვე ფოთს უჭერს მხარს, როგორც დიდი ხნის ნანატრ ღრმაწყლოვანი პორტის მომავალ ლოკაციას, რაც ეწინააღმდეგება მთავრობის წინა განცხადებებს.

    23 ოქტომბრის განცხადება, რომელიც გაკეთდა APM ტერმინალის (APMT) და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციის“ (PNTC) მიერ, რომ მათ გააფორმეს ხელშეკრულება, ნაყარი ტვირთის ახალი ტერმინალების ერთობლივად განვითარების თაობაზე ფოთის პორტის ჩრდილოეთით, ამყარებს რწმენას იმისას, რომ მთავრობა ყვება ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივს: ერთი, რომ იგი კვლავაც უჭერს მხარს ანაკლიას; და მეორე, რომ იგი სრულად კონცენტრირდება ფოთზე. „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციის“ ვებ-გვერდიდან როგორც ირკვევა, მათი მიზანია, ნახონ “ახალი ღრმაწყლოვანი პორტი (სრულიად ახალი) ნაყარი ტვირთისა და საკონტეინერო მომსახურებისთვის, არსებული ფოთის პორტის ჩრდილოეთით.”[3] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანაკლიის ალტერნატივა.

    „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესები იკვეთება ფოთის თიზ-ის ინტერესებთან

    საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად, იკვეთება ფოთის თიზ-ისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული, მაღალი რანგის პირების შემდეგი ახლო ფინანსური ინტერესები:

    • ფოთის თიზ-ს მართავს შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“, რომელსაც ერთობლივად ფლობენ ჩინური კომპანია CEFC-ის შვილობილი კომპანია და შპს „ევრაზიან ინვესტ“. 
    • დავით ებრალიძე და ივანე ჩხარტიშვილი არიან შპს „ევრაზიან ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლის უკანაც, თავის მხრივ, დგას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია, სადაც კანონმდებლობა არ არის საკმარისად გამჭვირვალე, რომ ჩანდნენ დამფუძნებლები.
    • დავით ებრალიძე უწინ იკავებდა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ხოლო ეს ფონდი შექმნილია „ქართული ოცნების“ ლიდერის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი სხვადასხვა პირადი ინვესტიციების მართვის მიზნით.
    • ჩხარტიშვილი აგრეთვე არის შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე და ფლობს „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უკავშირდება „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“.[4] ჩხარტიშვილი “დაკავშირებულია რამდენიმე კორუფციულ საქმესთან,” Democracy and Freedom Watch-ის თანახმად.[5]
    • გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც გახლდათ შპს „ევრაზიან ინვესტის“ დირექტორთა საბჭოში და, როგორც ჩანს, არის შპს „ევრაზიან ინვესტის“ უკან მდგარი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ერთადერთი დირექტორი. იგი უწინ იკავებდა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ გენერალური დირექტორის პოზიციას და მისი სახელი დიდი ხანია უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომლის ფინანსური მრჩეველიც იყო ბაჩიაშვილი.

    მთავრობა აღიარებს, რომ ანაკლიის განხორციელება ნაკლებსავარაუდოა

    კიდევ სხვა მტკიცებულება, იმისა, რომ მთავრობას არ აქვს ინტერესი იმისა, რომ ანაკლიაში განვითარდეს პორტი, არის ის ფაქტიც, რომ მთავრობის მიერ წარდგენილ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ჩანაწერი, რაც უსათუოდ დააფრთხობს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს. შემოთავაზებული საბიუჯეტო პაკეტის 517-ე და 518-ე გვერდებზე მოცემულია შემდეგი სახის ჩანაწერი, ანაკლიის პორტის პროექტის ახალ ტენდერთან დაკავშირებით:  ““შესაძლო რისკები - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.”[6]

    მთავრობამ მიატოვა ანაკლიის სამშენებლო მოედანი და შექმნა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკები

    მთავრობამ აგრეთვე მიატოვა ანაკლიის პორტის განსახორციელებლად განკუთვნილი ტერიტორია, მას შემდეგ, რაც იგი უკანონოდ ჩამოართვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2020 წლის თებერვალში. მაშინ, როცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩადო დიდი რესურსები, რათა საპროექტო ტერიტორიაზე განეხორციელებინა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მიმართულებით, გამოწვია შედეგად მტვრის მნიშვნელოვანი და სისტემატიური გაფრქვევა, რაც ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნულმა შეიძლება პოტენციურად, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული, რესპირატორული პრობლემები მოსახლეობაში. 

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გააფრთხილა მთავრობა ამგვარი რისკების შემცირების საჭიროებისა და საშუალებების თაობაზე. თუმცა, მთავრობამ ეს გაფრთხილება უგულებელყო, რითიც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობის ჯანმრთელობას და მიანიშნა იმაზე, რომ არ გააჩნია ამ ტერიტორიის სამომავლო განვითარების არანაირი ინტერესი.

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება

    “ამჟამინდელმა მთავრობამ შეცდომაში შეიყვანა საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მისი განზრახვების თაობაზე. 2020 წლის იანვარს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, მთავრობის მინისტრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთავრობა გამოაცხადებდა ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტზე. თუმცა, მისი ქმედებების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ფოთის პორტს და მასთან დაკავშირებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ანაკლიის პორტის ხარჯზე. 

    “ყველაზე შემაშფოთებელია მთავრობის ორპირობა, რაც მხოლოდ იმას გამოიღებს შედეგად, რომ დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს, ვისაც აღარ სჯერათ მთავრობის, და საქართველოს მოსახლეობას, რომელიც შიშობს, რომ კორუფციის კვალი კიდევ ერთხელ გაანადგურებს საქართველოს რეპუტაციას და შეარყევს მათ რწმენას მთავრობაში. მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ეს კიდევ საკითხავია. მისი მოტივების მიუხედავად, როგორც ჩანს, მთავრობა არ არის გულახდილი ანაკლიის მიმართ მისი განზრახვების თაობაზე.”

    ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივას

    ანაკლიის განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2013 წელს, მას შემდეგ რაც მთავრობამ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის შედარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტების კონსორციუმი დაიქირავა. ანაკლია შეირჩა მთელი რიგი უპირატესობების გამო, მათ შორის ტერიტორიის გეო-ტექნიკური პირობების, ფინანსური განხორციელებადობის და რაც მთავარია, იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ეფექტის გამო, რომელსაც პროექტი იქონიებს, როგორც აფხაზეთის რეგიონზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული პორტების (ფოთის პორტის ჩათვლით) სიმძლავრეები და შიდა სახმელეთო კავშირები შეზღუდულია და ნებისმიერი სახის გაფართოებას ეროვნული საზღვაო სექტორისათვის მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება. ქვეყნის გრძელვადიანი პრიორიტეტების დაკმაყოფილებისა და სიმძლავრეების ფაზებად განვითარების უზრუნველსაყოფად, კონსულტანტებმა საქართველოს მთავრობას ანაკლიაში ახალი მსხვილმასშტაბიანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის რეკომენდაცია გაუწიეს.

    ფოთის არსებულ პორტს გააჩნია მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რაც მას შეუფერებელს ხდის ამგვარი განვითარებისთვის, ხოლო ახლად-შემოთავაზებული ადგილმდებარეობა, ანალოგიურად ნაკლოვანია, როგორც ეს უკვე დეტალურად ახსნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“.[7]

    დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

    [1] http://newsreport.ge/შემდგომი-4-წელი-იქნება-კონ/?fbclid=IwAR1AtLz_0LUPH6-rpI6mL3jDqulgERnq9WyNFyosCQYlUZalo0uIqyrsHQ0

    [2] http://georgiatoday.ge/news/22687/Poti-FIZ-CEO-on-the-Benefits-of-World-Free-Zone-Organization-Membership

    [3] https://pntc.ge

    [4] http://smartcapital.ge

    [6] საქართველოს მთავრობის მიერ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარდგენილი სრული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

    http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142460/07-2.525_ბიუჯეტი_2021

    [7] http://anakliadevelopment.com/news/port-of-poti-is-an-inadequate-substitute-for-anaklia-deep-sea-port/

  • საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ, გარემოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე

    საპროექტო ტერიტორიის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ მთავრობას არ უზრუნია მის მართვაზე 

    საქართველო, თბილისი, 2020 წლის 15 ოქტომბერი – შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის  მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.

    პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების  გათვალისწინებით, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.

    2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები.

    მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია.     

    კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე.

    უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.

    კონსორციუმის განცხადების თანახმად, „მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია რა არანაირი შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას.“   

    დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მთავრობის ვარაუდზე, რომ პორტის ახალი ტენდერი შესაძლოა ჩავარდეს

    საქართველო, თბილისი, 2020 წლის 8 ოქტომბერი – შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) - კომპანია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად შეარჩია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, განცხადებას ავრცელებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით: „2021 წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს - ბატონ ბობ მეიერს. განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის1 517-518 გვერდებზე შემდეგი ჩანაწერია მოცემული ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის თაობაზე: “შესაძლო რისკები - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.” ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტისთვის. არბიტრაჟის დაწყება მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია, შესაბამისად ის არის პასუხისმგებელი საქართველოს სამომავლო ზრდისა და განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებაზე. 1 http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142460/07‐2.525_ბიუჯეტი_2021_    Anaklia Development Consortium  6 Marjanishvili Street  Tbilisi 0102, Georgia  +995 32 2 95 99 10  JLIB_HTML_CLOAKING   http:/anakliadevelopment.com  2 მთავრობას თავად არ სჯერა, რომ გამოჩნდებიან შესაფერისი პრეტენდენტები ანაკლიის პორტის პროექტზე გამოსაცხადებელ ტენდერში მონაწილეობისთვის. ეს კლავს იმედებს, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ასეთ სტრატეგიულ პროექტს. ამაზე კი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. არათუ ახლო მომავალში ვერ ნახავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებული რეპუტაციული ტრიბუნალის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდი ალბათობით წააგებს დავას და სახელმწიფოს მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ქვეყანას კი ექმნება დამატებითი ეკონომიკური რისკები იმ ზიანის გამო, რაც ადგება საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ინვესტორების თვალში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორები კვლავ რჩებიან მზადყოფნაში, რომ განაახლონ ანაკლიის პორტის პროექტი, მოიწვიონ ახალი ინვესტორები და პარტნიორები, რომ საქართველომ შეძლოს იმ პოტენციალის რეალიზება, რაც ამ პროექტს მოაქვს. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები და იმოქმედონ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.” დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

  • არბიტრაჟი - არცთუ კარგი პერსპექტივა საქართველოსთვის

    თბილისის დამოკიდებულება ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და ასუსტებს მის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კიდევ ერთი ხმაურიანი დავის ფონზე უცხოელ ინვესტორთან

    ბენჯამინ ზალინგერი, 2020 წლის 10 აგვისტო

    ინვესტორებმა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უკან დგანან, გასული თვის ბოლოს წამოიწყეს საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობის წინაააღმდეგ, ბრალს სდებენ რა მას 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ჩაგდებაში.
    საქართველოს ჭირდება პორტი. და მას თუ არ სურს ჩინური ვალის ტყვეობაში აღმოჩნდეს, უნდა შეწყვიტოს დასავლელ ინვესტორებთან კინკლაობა. პორტის პროექტთან დაკავშირებული საარბიტრაჟო სარჩელის შეტანამდე სულ რამდენიმე დღით ადრე თბილისს კიდევ ერთ უცხოელ ინვესტორთან დავაში მოუწია უკან დახევა ვაშინგტონიდან ზეწოლის გავლენით - საქმე ეხებოდა ფრონტერას - ამერიკულ ნავთობ-კომპანიას.
    ანაკლიის ირგვლივ არსებული ცხარე დისკუსიის ასეთი ესკალაცია დარტყმას აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას - ორი მიზეზის გამო.
    პირველ ყოვლისა, უკვე ნათელია რომ ანაკლია სწრაფად ვეღარ აშენდება; არბიტრაჟის პროცესი ხელს შეუშლის სახელმწიფოს ახალი ინვესტორის მოძიებაში. როგორც ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ანაკლია უნდა ყოფილიყო უმთავრესი პუნქტი საქართველოს გეგმაში, რომლითაც ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტულ ცენტრად უნდა ტრანსფორმირდეს - ეს არის სტრატეგია, რომლითაც გაიზრდება ვაჭრობა, საქართველო უფრო ღრმად ინტეგრირდება ევრო-ატლანტიკურ ეკონომიკურ სისტემასთან და საბოლოო ჯამში კი განთავისუფლდება რუსეთის გავლენისგან.
    მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მეთაურთან დაპირისპირებული პირის მიერ დაფუძნებულმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) არბიტრაჟს მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ მას ბრალი დასდო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ჩავარდნაში და იანვარში შეუწყვიტა კონტრაქტი. კონსორციუმი კი აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვა მთავრობამ გახადა მისთვის შეუძლებელი.
    ანაკლიის საგა ვნებს საქართველოს, როგორც ინვესტირებისთვის უსაფრთხო ადგილის რეპუტაციას და ამით აკნინებს საქართველოს უსაფრთხოებას. საქართველოს ოფიციალური პირები ამაყობენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებით და იმ რეიტინგით, რაც საქართველოს აქვს ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, არამედ ამყარებს კავშირებს ამერიკულ და ევროპულ ბიზნეს წრეებთან და აღარ ხდის ქვეყანას იძულებულს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად სესხები ჩინეთიდან აიღოს კაბალური პირობებით.
    ჩინელი ინვესტორები უკვე აქტიურად არიან წარმოდგენილები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქვანახშირის მოპოვება, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და გზების მშენებლობა.
    მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველთვის აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს. თუმცა აღმოჩნდა, რომ კულისებს მიღმა ახდენდა პროექტის საბოტაჟირებას - როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უარი უთხრა გარანტიების გაცემაზე და კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით. აშკარაა, რომ პირადი დაპირისპირება არსებობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, რომელმაც შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია.
    ის ფაქტი, რომ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი განვითარების გზას საშინაო პოლიტიკური დაპირისპირების გამო ასცდა, დადებითად არ აისახება საქართველოზე. უცხოური კომპანიები ნაკლებად დაინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც გრძელვადიან მხარდაჭერას მოითხოვს. ეს კი სერიოზული პრობლემა უნდა იყოს საქართველოსთვის, სადაც ოფიციალური სამთავრობო მონაცემების თანახმად, უცხოური პირდაპირი ინვეტიციების მოცულობა შემცირდა: 2014-2017 წლებში არსებული, წელიწადში საშუალოდ 1.8 მილიარდიდან 1.3 მილიარდამდე 2018 და 2019 წლებში.
    დასავლელ ინვესტორებზე, ბიზნესსა და გადამზღვეველებზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის. მათ კი ისე ვერ მიწვდები, თუ არ იქნებიან დარწმუნებულები, რომ მათ სამართლიანად მოექცევიან. ინვესტორებს მხოლოდ კაპიტალი და ექსპერტიზა არ მოაქვთ; ისინი აკავშირებენ ქართულ და დასავლურ ბიზნესს, რაც თავის მხრივ პოლიტიკურ კავშირებს აძლიერებს. ანაკლიის ირგვლივ პრესაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია საქართველოში ინვესტირებას გადააფიქრებინებს დასავლელ ინვესტორებს, ქვეყანა კი იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს ნელი ტემპით ეკონომიკურ ზრდასა და ახალ მოკავშირეებთან თანამშრომლობას შორის.
    აშკარა არჩევანი კი ჩინეთი იქნება, დიდი ჯიბეებით და მიდრეკილებით, რომ განახორციელოს ინვესტიციები დისფუნქციურ ქვეყნებში ევროპისკენ მიმავალ სავაჭრო გზაზე. და ეს არ არის მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა რაოდენ მნიშვნელოვანია ანაკლია იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განთავისუფლდეს რუსეთის და ჩინეთის ზეგავლენისგან. ჩინური ინვესტიციები საქართველოში იმავე პრობლემებს გააჩენს, რაც ყველგან სდევს მას თან - ვალის ხაფანგი, გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური ზეგავლენა.
    სამეზობლოს გათვალისწინებით, საქართველო ჯერ კიდევ წარმატების ისტორიასთან ასოცირდება დემოკრატიისა და თავისუფალი მეწარმეობის თვალსაზრისით. ანაკლიასთან დაკავშირებული ფიასკო კი უკან გადადგმული ნაბიჯია. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების პოლიტიზირებას უკავშირდება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ქართველებმა მხარი დაუჭირონ ანაკლიას და ქვეყნის კარი გაუხსნან უცხოურ ინვესტიციებს.
    ამასობაში კი საქართველოს მეგობრებმა ვაშინგტონიდან ისეთი დახმარება უნდა გასწიონ, რაც პრინციპებს და არა ფავორიტიზმს ეფუძნება. აპრილში საქართველომ მოიგო არბიტრაჟი ფრონტერასთან, ამერიკულ ნაბთობკომპანიასთან, რომელიც, როგორც ჰააგის მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა დაადგინა, არ იხდიდა ხელფასებს და არაკეთილსინდისიერად იქცეოდა წლების განმავლობაში. იმის მაგივრად, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის, ზოგიერთი კონგრესმენი შეეცადა, სახელმწიფო დეპარტამენტს შეეზღუდა დახმარება თბილისისთვის, თითქოსდა ფრონტერას დავა უკავშირდებდა რუსეთს. თბილისს უკანდახევის გარდა სხვა გზა არ ქონდა.
    ასე მუშაობენ პეკინსა და მოსკოვში. თუ ვაშინგტონს სურს, რომ საქართველო განვითარდეს როგორც გამჭვირვალე და თავისუფალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფო, ხელი უნდა შეუწყოს ამ ქვეყანას, რომ მან შეძლოს წესებით თამაში - და მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“.

    წყარო: https://eurasianet.org/perspectives-arbitrations-are-not-a-good-look-for-georgia

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური