პრემიერ-მინისტრმა ახალი ქართული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2015 15:29

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი სდ-26, სნაიპერული შაშხანები, - ეს ახალი ქართული სამხედრო ტექნიკის არასრული ჩამონათვალია.

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების 15 ახალი ნიმუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
სამხედრო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია პრემიერს „დელტას" ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და „დელტას" თითოეულ თანამშრომელს გაწეული ძვირფასი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„უპილოტო ვერტმფრენი უნიკალურია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოში ასეთი არის რამდენიმე. ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფუნქცია, საბრძოლო სადაზვერვო. გარდა ამისა, არის ქართული წარმოების ავტომატები, რომელზეც მუშაობდა ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი და არსებობს ბევრი სხვა პროდუქტი, რომლებზე მუშაობაც საიდუმლო რეჟიმში გრძელდება. ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი, რადგან ქართული პროდუქცია იწარმოება. აქ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, გენიოსები ქმნიან ამ პროდუქციას და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას, რადგან ეს არის სახელმწიფოსთვის მეტად საჭირო საქმე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხულია 640 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური