უკავშირდება თუა არ უწყებაში კორუფციას შავლიაშვილის გადადგომა?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 აპრილი 2015 14:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ნიუს დეისთან" პოლიტიკურმა ექსპერტმა ხათუნა ლაზაგიძემ ისაუბრა:

"არ ვიცი ახალგაზრდა კაცს ჯანმრთელობის რა პრობლემა უნდა ჰქონოდა, რაც მას ფუნქციების განხორციელებაში ხელს შეუშლიდა. ვფიქრობ, რასაც მისი მოადგილე ჯავახიშვილი ამბობდა, შესაძლებელია სტრუქტურაში კორუფციულ ფაქტებს ჰქონდეს ადგილი, უფროე ეს მეჩვენება მიზეზად ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი ხანია მის გადადგომას ელოდა სრულიად ქართული მედია. ეს არ ყოფილა მხოლოდ მედიის ჭორები, მისივე მოადგილე, რომელიც სპეციალურად იქნა იქ მივლენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ამბობდა, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის,"-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტს შავლიაშვილის შემცვლელზე საუბარი უჭირს: "ვერ გეტყვით ვინ იქნება ახალი მინისტრი. პირადად მე გამიხარდება თუ ამ თანამდებობას ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს. ის ყველაზე საუეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად გახლავთ საქართველოს მთავრობაში", - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

წაკითხულია 519 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური