რაც გავრცელდა არის სრული მონაჩმახი, არის უხეში მონტაჟი, - ირმა ნადირაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 14:29

„ის, რაც გავრცელდა არის სრული მონაჩმახი, არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ ამ თემაზე წინ და უკან სიარულს სუს-ში, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიაში. მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, მობრძანდნენ ოფისში სამუშაო დღის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ ისეთბოდვაზეც კი როგორიც გუშინ გავრცელდა,“- აღნიშნული განცხადება  ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ინტერნეტით გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებტან ერთად ირმა ნადირაშვილიც დაიბარეს.  სუს-ში მისვლას ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი  არ აპირებს.

 

წაკითხულია 323 ჯერ

Related items

  • სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე  ამხილეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი,გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია( რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკონომიკური განვითარების,ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა),გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,ეკონომიკურ საკითხთა და ქონების  მართვის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი,ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე  და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარდაბნის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  თავჯდომარის 2013   წლის 5 ივნისის  ბრძანებით დაინიშნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ფიზიკური  და  კერძო სამართლის  იურიდიული   პირების   მფლობელობაში არსებულ  მიწის  ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების აღიარების  მუდმივმოქმედი კომისის  წევრებად.

    მათ 2014 წელს , ამ კომისიაში  შესული   მოქალაქეების განცხადებების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი  მოვალეობა  და  დაუდევარი დამოკიდებულების გამო  სათანადოდ არ გამოიკვლიეს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები , დაარღვიეს კანონი , რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუღანლოში,კრწანისში,მარტყოფსა და ნორიოში 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს 1,5 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთები,რითაც  სახელმწიფოს  კანონიერი  ინტერესები დაირღვა.

    გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  ჯარიმას ან  თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • დაკავება ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე:  ფატიმა ჭ. და ზურაბ გ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ  დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი  "იბერიას" დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გასაღების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის ყალბი დიპლომები, რომლებიც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ-სა და მის თანამზრახველზე  გაასაღეს. თავის მხრივ,  აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომებიდან ორი ეგზემპლარის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს. ყალბი დიპლომები და გადაცემული თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

    საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზემოხსენებული პირების შემადგენლობით ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობები დგინდება.

    გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362- ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3  წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • სუს-ის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
    შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.

    ვახტანგ გომელაურმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის უახლოესი პერსპექტივები შეაჯერეს

  • სუსი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს დაკითხვაზე იბარებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს დაკითხვაზე იბარებს. ამჯერად უწყებაში დაკითხვაზე  პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით იბარებენ. 


  • აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს სუს-ში დაკითხვაზე ელოდებიან

    „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი  აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  დაკითხვაზე დაიბარა. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

    გტავაზობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას:

    "მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

    მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნული აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები.

    სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება,"- აღნიშნეს სუს-ში.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური