GPI- ს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის წინააღმდეგ "ჯიპიაი"-ს შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაზღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მომსახურებად იქცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:59

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია მომსახურებაზე გაურკვეველი მიზეზებით ამბობს უარს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 25 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე, კომპანიამ კვლავ წარმოუდგენელი მიზეზით თქვა უარი.

შპს "კლიპარტის" ერთ-ერთი თანამშრომლის მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელსაც პედიატრის გამოძახება დასჭირდა, "ჯიპიაი"- ს ოპერატორმა მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა და ავადმყოფი შვილის დედას განუცხადა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გამოძახებიდან ორი საათის შემდეგ, პაციენტს "გამონაკლისის დაშვებას" დაჰპირდა.

თუმცა კომპანიაშიც ალბათ კარგად ესმით, რომ ორი საათის დაგვიანებით, ისიც, გამონაკლისად გასაღებული ექიმის მომსახურების მიღება, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს აღარ სჭირდება.

თავად კომპანიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

"ძალიან ვწუხვართ, ვარკვევთ, რატომ ხდება ტექნიკური გაუგებრობა. ვეცდებით, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა", - აცხადებენ „ჯიპიაი“- ში.

სადაზღვევო კომპანია, "ჯიპია“- ს მომსახურებით, შპს "კლიპარტის“, შპს "პირველისა" და "რუბრიკის“ თანამშრომლები უკმაყოფილებას არაერთხელ გამოთქვამდნენ, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დღეს, "ჯიპიაი"-ს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.

კომპანიასთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში, "ჯიპიაი"- მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომსახურების სისტემა, წესრიგში არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ზუსტ გადახდას მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

მომხმარებლებს ვინც თვლის, რომ "ჯიპიაი"-მ მისი უფლებები დაარღვია, შეგიძლიათ, დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 595 01 81 71

 

წაკითხულია 1838 ჯერ

Related items

  • პსპ დაზღვევა არის ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც დისტანციურ სადაზღვევო მომსახურებაზე გადავიდა!

    COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,   2020 წლის 8 მარტს, პსპ დაზღვევის კომპანიის ოფისში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, 9 მარტიდან კი კომპანია გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.

    დისტანციური სადაზღვევო მომსახურება გულისხმობს უკვე არსებული  ელექტრონული სერვისების გამრავალფეროვნებას ,  დამატებითი ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზებას.

    პსპ დაზღვევა არის პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საგანგებოდ შეიქმნა  ტელემედიცინის სერვისი. ტელემედიცინის საშუალებით დაზღვეულები დისტანციურად იღებენ  ოჯახის ექიმის სამედიცინო მომსახურებას. განსაკუთრებული მადლობა პსპ დაზღვევის ოჯახის ექიმებს, რომლებიც კვალიფიციურად და გაზრდილი დატვირთვით ემსახურებიან დაზღვეულებს.

    პსპ დაზღვევის თანამშრომლები ოფისში მოსვლის გარეშე არსულებენ  დაკისრებულ მოვალეობებს და მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ყოველგვარი შეფერხების გარეშე ყველა დაზღვეულს აქვს სრული ხელმისაწვდომობა მიიღოს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურება დისტანციურად. პსპ დაზღვევა მაქსიმალურად არის მობილიზებული!

    პსპ დაზღვევის პორტალის საშუალებით  www.online.ipsp.ge დაზღვეულებს შესაძლებლობა  აქვთ ონლაინ  მიიღონ ნებისმიერი სადაზღვევო მომოსახურება - ანაზღაურება, საგარანტიო წერილი, მიმართვა ექიმ სპეციალისტთან და საგარანტიო ფურცელი მედიკამენტებზე.

    პსპ დაზღვევა, #ჩემიოჯახისდაზღვევა, რომელიც მუდამ გვთავაზობს ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით მომსახურებას,  რაც ზრდის ჩვენი დაცულობის და ნდობის  ხარისხს!  

  • პსპ დაზღვევა კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს დაზღვეულებს

    11 ივნისს „ტექნოპარკის“ საკონფერენციო დარბაზში, ხელი მოეწერა სს “პსპ დაზღვევასა“ და „სტარტაფ Mydoc“-ის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას დაზღვევის და ჯანდაცვის სფეროში.

    2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მუდმივად ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

    2018 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა დაზღვევის პორტალი, რომელიც ყველა სადაზღვევო სერვისს ერთ ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. პსპ დაზღვეულს, აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიიღოს სწრაფად და მარტივად თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. დაზღვევის პორტალი არის სივრცე, რომელიც ულევ შესაძლებლობებს იძლევა და ვითარდება.
    სექტემბრის თვიდან პსპ დაზღვევის პორტალს ემატება ფუნქციონალი რომელიც ითვალისწინებს ორ შესაძლებლობას.

    ● სისტემა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით, ადგენს შესაძლო კავშირებს წარმოდგენილ სიმპტომებსა და მონაცემთა ბაზაში არსებულ დიაგნოზებს შორის, რაც იძლევა საშუალებას, წინასწარ შეიქმნას სურათი პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მოცემულ სიმპტომებზე დაყრდნობით, ექიმმა მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი დაავადებების ალბათობათა შესახებ. ექიმი, თავის მხრივ, მაღალი დონის ავტომატიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით ეფექტურად და ხარისხიანად წარმართავს დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პაციენტზე შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს.

    ● ასევე, პლატფორმა საშუალებას იძლევა, ონლაინ რეჟიმში დამყარდეს კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის. დაზღვეულს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალ ექიმს გადაუგზავნოს სხვადასხვა სამედიცინო ინფორმაცია, მიიღოს ექიმისაგან დიაგნოზი და დანიშნულება. დაზღვეული, პსპ დაზღვევის პორტალზე online.ipsp.ge გაივლის ონლაინ გასაუბრებას ე.წ ექიმის ვირტუალურ ასისტენტთან - ჩატბოტთან და სპეციალური კითხვარის საშუალებით, შეავსებს საჭირო მონაცემებს.

    ეს არის იმ სერვისების ჩამონათვალი, რასაც პსპ დაზღვევა სთავაზობს ყველა დაზღვეულ პირს, და რისი ანალოგიც, ამ ეტაპზე, არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს.
    პსპ დაზღვევა აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას და მალე მომხმარებელი შეიტყობს პლატფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოების სიახლეს.

  • „პსპ დაზღვევის“ ახალი ევროპული სტანდარტის სერვის ცენტრი გაიხსნა

    პარასკევს, 2018 წლის 8 ივნისს “პსპ დაზღვევის” ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნა.
    სერვის ცენტრის გახსნა მრავალპროფილურ კლინიკაში დაზღვეულისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად დროის დამზოგველია, რადგან ერთ სივრცეში მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ მრავალპროფილური სამედიცინო, ასევე ადგილზე ფინანსური ანაზღაურების მომსახურება.
    სერვის ცენტრი „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გახსენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვენე სადაზღვევო სფეროს და დაზღვეული კომპანიების წარმოამდგენლები.
    „ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის ძალიან სასიხარულოა ეს სიახლე. შემიძლია მოვიდე კლინიკაში, სადაც ჩავიტარებ მრავალი მიმართულებით გამოკვლევებს და ადგილზევე მოხდება ჩემი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება. მიველსამები ამ სიახლეს და ვუსურვებ ბევრ წარმატებას“, - განაცხადა ღონისძიების სტუმარმა დაზღვეულმა თამთა ციცვიძემ.
    „პსპ დაზღვევა“ 2010 წლიდან მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ისტორია 150 კომპანიის 250 000-ზე მეტი დაზღვეულის მომსახურების გამოცდილებას ითვლის. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში პირველი სერვის ცენტრი, რომელიც ინტეგრირებულად ახორციელებს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში“ - განაცხადა „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ.

  • შსს-ს დაჭრილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

    შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნის, ზურაბ ტაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

    ამის შესახებ  რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნატა ხურციძემ განაცხადა. 
    მისივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. დაჭრილი პოლიციელი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

    მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პაციენტის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმების მხრიდან კომენტარი არ კეთდება.

  • როგორია ნანუკა გულუას ,,დოჩის'' დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის ნანუკა გულუას (დოჩის) დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
    "ძალიან დიდი მადლობა ყველას! ჩემ დაშაქრულ მალინას არაფერი არ მოუვა ძალიან დიდხანს! კარგად ვართ! მიმყავს ჯგირ დო სკვამი ყველაფერი უნდა ვუყიდო" - წერს ნანუკა.

     

    დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუკა გულუას დედა ზუგდიდიდან თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური