„ოცნება" ენმ-ს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 10:35

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დესტრუქციული ქმედებებით, წინასაარჩევნო პერიოდისათვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს", - ასე აფასებენ პარტიის მიერ მემორანდუმზე ხელის მოწერაზე უარსა და უწყებათაშორისი კომისიის დატოვებას „ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ექსესების გარეშე ჩატარების ნებას გამოხატავდა, თუმცა მათ ყველა პოზიტიურ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, რითაც ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხოვენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიაში ამბობენ, რომ უწყებათაშორისი კომისია დაფიქსირებულ დარღვევებზე ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენს, რის გამოც ისინი კომისიაში დარჩენის მიზანს ვერ ხედავენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” წინასაარჩევნო პერიოდში მათი მხრიდან ხელისშეშლისა და სიტუაციის დაძაბვის მცდელობებს გამორიცხავენ.

წაკითხულია 376 ჯერ

Related items

  • ხალხი ქუჩაში არ გამოვა

    ბოლოს ხომ ყველა სწორედ იმ იარაღის მსხვერპლი ხდება, რომელიც თავის დროს სხვათა წინააღმდეგ იშიშვლა. ოცნების მაჟორიტარები ამ ქუჩაში გასულ ოცნების წევრთა ლობირებულია. რეკომენდატორები თავად იყვნენ, ხელსაც ითბობდნენ ამგვარ ლობირებებზე და ა. შ. ყოფილი ოცნებელები დღეს ქუჩაში საკუთარი გავლენების დაკარგვას აპროტესტებენ. გავლენებს იმ ხალხზე, რომლებმაც მათ გადაამეტეს (превзашли) და ლობისტად უფრო გავლენიანი ფიგურა არჩიეს. ასე რომ ყველაფერი თავის რიგით მიდის. ხოლო თუ ვინმე საკუთარი მაჟორიტარის ქმედებით შეურაცხყოფილია, ქუჩა და კარავი არ უნდა ამ ამბავს, შეაგროვეთ ამომრჩევლების ხელმოწერები და გამოიწვიეთ პარლამენტიდან, ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ ცივილური მეთოდებით გზის გაგრძელება. ვერა?!. საქმეც ეგაა, ხალხის ლეგიტიმაცია არც იმათ არა აქთ, ვინც ახლა ხალხის სახელით ქუჩაში გაჰყვირის. ხალხს სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ყველა მხარის დამსახურებით შექმნილი.

    ოცნების დამფუძნებელი ლელა ებრალიძე

  • `ქართული ოცნება" VS "ნაციონალური მოძრაობა"

    ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას,  გამოკითხულთა 15% კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს 6%, ლეიბორისტულ პარტიას 4%, პატრიოტთა ალიანსს კი 3%.გამოკითხულთა 38%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.NDI ბოლო კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კლვევაში 3 900-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.  

  • "ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს აცნობს

    "ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს აცნობს. შემუშავებული პროექტის თანახმად, საუბარი საარჩევნო სისტემაში  2-საფეხურიან ცვლილებებს ეხება, რომელის თანახმადაც, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება. 

    ასევე, ამ პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საარჩევნო ოლქების მანდატების გადანაწილება ხელახლა უნდა მოხდეს. 

    საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლის რაოდენობა  სხვადასხვა ოლქში არაპროპორციულია. 

    ცვლილებებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური