FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2015 16:27

FIFA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბლატერის განცხადებით,  2016 წლის 13 მაისს მეხიკოში საარჩევნო საგანგებო კონგრესი ჩატარდება. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის საკუთარ კანდიდატურას წარადგენენ იორდანიის პრინცი ალი ბენ ალ-ჰუსეინი და  62 წლის ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი ზიკო. 

ბლატერი იმედოვნებს, რომ კანდიდატები ნაყოფიერ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.

შეგახსენებთ, FIFA-ს პრეზიდენტად არჩევიდან  მე-4 დღეს ზეპ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება ამის  შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ციურიხში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე  გააკეთა.  ბლატერმა გადაწყვეტილების  მიზეზად  ორგანიზაციის გარშემო შექმნილი კორუფციული სკანდალი დაასახელა.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავად ბლატერი საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აღარ აპირებს.

იხილეთ ბლატერის განცხადება:

წაკითხულია 722 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური