”პარტია აღარ ეკუთვნის პაატა ბურჭულაძეს“ - გიორგი რუხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 სექტემბერი 2016 12:12

“მე დავტოვე პარტია იმ მიზეზით, რომ ეს პარტია აღარ ეკუთვნის პაატა ბურჭულაძეს. იგი ვერ აკონტროლებს ამ პარტიას, ეს პარტია აღარ გვეკუთვნის ჩვენ - მის დამფუძნებლებს და რაც მთავარია, პარტია აღარ ემსახურება იმ იდეას, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. პარტია დაფუძნდა იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოგვეყვანა პოლიტიკაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები გამოგვეწვია. პარტიის დღევანდელი მდგომარეობით, როგორც იმართება, ის აღარც პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, აღარც ჩვენ და აღარც იმ იდეებს ემსახურება, რომლისთვისაც დაფუძნდა. შესაბამისად, ჩემს პარტიაში ყოფნას ნამდვილად აღარ ჰქონდა აზრი.“ - განაცხადა „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

წაკითხულია 1012 ჯერ

Related items

  • დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვა - "იავნანას" საქმიანობაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

    საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

    როგორც  მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. 

    „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

    საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

  • რუსულენოვანი პროექტები სტარვიზიაზე
    მედიაჯგუფი სტარვიზია/ Starvision/ განცხადებას ავრცელებს არხზე რუსულენოვანი საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების მაუწყებლობის გაფართოვებასთან დაკავშიებით. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩვენს ეთერში გამოჩნედება ახალი გადაცემები რუსულ ენაზე, რომლებშიც საუბარი იქნება, როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ასევე, ერთ-ერთ უმსხვილეს გერმანულ მედიაკომპანია Deutsche Welle -თან თანამშრომლობის ფარგლებში, სტარვიზიის ეთერში რამდენიმე რუსულენოვანი პროექტი. გადაცემებში საუბარი იქნება პოლიტიკურ, ეკონომიკურ ვითარებაზე ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ევროკავშირის ქვეყნების კულტურასა და ხალხის ყოფის შესახებ. სტარვიზიის რუსულენოვანი პროექტები, ასევე, კვლავაც გააშუქებს საქართველო-რუსეთის ურთოერთობებს, ოკუპაციის პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება რუსულენოვანი საინფორმაციო გამშვებების ჩაშვება ყოველდღიურ რეჟიმში. 2016 წლის ნოემბრიდან, ყოველ ორშაბათს ეთერში გადის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა სასაზღვრო ზონა / «Пограничная ZONA»/, რომელშიც უკვე მონაწილეობდნენ ავტორიტეტული ექსპერტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები. გადაცემის მთავარი თემაა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებმა საქართველოში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ აბაშიძემ და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა უკვე მიიღეს მოანწილეობა პროექტში, რომელსაც სტარვიზიის ეთერსა და სოციალურ ქსელში ათასობით ადამინი უყურებს. სტარვიზიის გენერალური პრიდიუსერის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, მაუწყებლობის გაფართოების მიზეზი გახდა საქართველოში გაძლიერებული რუსული პროპაგანდა. „სტარვიზიის რუსულენოვანი სპეცპროექტი, „სასაზღვრო ზონა“/ «Пограничная ZONA/ დაიწყო რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნის გათვალისწინებით, მათ შორის ოკუპრებულ ტეროტიროებზე. ამ დრომდე, საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობას, რუსულად ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა მხოლოდ რუსეთის სახლემწიფო არხებიდან. ჩვენი პროექტი მათთვის ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა, რომელიც აუდოტორიას ყველა მხარის პოზიციას და დასკვნის თავად გაკეთების საშუალებას აძლევს. ამ 4 თვის განმავლობაში პროექტი ნახა საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამ, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა. რუსულენოვან გადაცემებში, პირველად ჩვენს პროექტში გაჟღერდა ინფორმაცია აფხაზეთში, ეგრეთ-წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ, ასევე ფართოდ გავაშუქეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე. გავაშუქეთ ნატო-საქართველოსა და ევროკავშირის ურიერთობების დადებითი მხარეები და გამოწვევევბი. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ჩვენ განვავითრებთ,“ - განაცხადა ეგორ კუროპტევმა. სტარვიზის შესახებ: მედიაჯგუფი „სტარვიზია“ 2015 წელს გასართობი რადიოსადგურ „სტარეფემის„ ბაზაზე დაფუძნდა. ჯგუფში შედის ეროვნული მაუწყებელი „სტარვიზია“/Starvision/, რადიო სტარეფემი /StarFM/ და საინფრომაციო პორტალი „ნიუსდეი“ /NewsDay.ge/. ტელეარხსაც და რადიოსადგურსაც აქვთ ქართულენოვანი და რუსულენოვანი მაუწყებლობის ლიცენზია. საინფორმაციო ჯგუფი ამზადებს და ეთერში გადის საინფორმაციო, ანალიტიკური და გასართობი გადაცემები ქართულ და რუსულ ენებზე.
  • "მართალია, ქართული არმია პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია" - იან კელი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ყველაფერი ვიცით პენტაგონში და «FoggyBottom»-ში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული არმია. მართალია, იგი პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია და მას მსოფლიო ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

    *«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაოფიციალური დასახელება იმ რაიონის მიხედვით, სადაც მდებარეობს აღნიშნული დეპარტამენტის ოფისი.

    Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA» :     «Все там, в Пентагоне, все в «FoggyBottom»- мы все знаем насколько важна грузинская армия. Маленькая, но очень сильная, которая вкладывает столько в интересах мира». 

    Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
    на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.
    *«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - неформальное название Госдепартамента США
    по названию района, где находятся офисы департамента

  • "ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში" - იან კელი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში. არსებობს გარკვეული წარსულის კვალი სასამართლო სისტემის მენტალიტეტში». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

    Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта
    «Пограничная ZONA»:«Мы хотим помочь грузинскому правительству установить более независимую судебную систему. Есть некоторое наследие из прошлого времени в менталитете судей».
    Полную версию интервью смотрите сегодня в программе
    «ПограничнаяZONA» в 21:30
    на телеканале
    Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.

  • "ჩვენ გვაღელვებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებული ტენდენციები" - იან კელი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგანაც დემოკრატიული საზოგადოებები ერთმანეთს არ ებრძვიან. ჩვენ გვაღელვებს ამ რეგიონში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არსებული ტენდენციები». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’


    Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA»:«Демократическое общество– это важно в смысле безопасности, потому что демократические общества не воюют между собой. Мы беспокоимся о тенденциях в этом регионе.
    В регионе бывшего Советского Союза».
    Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
    на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური