პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 17:44

პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინიტროში მივიდა. ის უწყებაში მასსა და ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაიბარეს.„ის ყველაფერი რაც ხდება ჩვენი პარტიის გარშემო ყველა ზღვარს გადაცდა. ვეთანხმები ქართულ ოცნებას, რომ ეს არი რის სუს-ი, ეს არის  КГБ, ეს არის  КГБ რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და მალე უკვე დაწესდება და ოფიციალურად იქნება  КГБ დაერქმევა მათ. ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის ასე გაგრძელებაც არ შეიძლება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ შსს-ში შესავლამდე.

შეგახსენებთ, რომ  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

წაკითხულია 309 ჯერ

Related items

  • დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვა - "იავნანას" საქმიანობაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

    საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

    როგორც  მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. 

    „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

    საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

  • ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" არ დაიშლება

    ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს და არ დაიშლება. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. პოლიტიკურმა პარტიებმა, ახალი მემარჯვენეებიახალი საქართველო დაბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ. კონსულტაციები პარტიებთან, როგორც ბლოკის წევრები აცხადებენ, მეორე ტურის შემდეგ დაიწყება. სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.  

     

  • პაატა ბურჭულაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

    სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა და დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. 
    როგორც პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბარი შეეხებოდა საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

    პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, მათ სადამკვირვებლო მისიას მათთვის უცნობი ფაქტები მიაწოდეს. 

    „საინტერესო საუბარი გვქონდა, გავაცანით თუ როგორ ჩაიარა ჩვენთან არჩევნებმა. ვისაუბრეთ, თუ რა სახის დარღვევები იყო. მათ გაუკვირდათ ბევრი რამ, რადგან არ ჰქონდათ ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, სწორ დასკვნას გამოიტანენ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

    ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალექსანდრე კელჩევსკის ინფორმაციით, შეხვედრა იყო ტრადიციული, რომელსაც მათი ორგანიზაცია არჩევნების დასრულების შემდეგ მართავს ხოლმე პარტიებთან.

    „შეხვედრა მიზნად ისახავდა იმას, რომ ინფორმირებული ვყოფილიყავით პარტიების შეფასებებზე არჩევნების შესახებ“, - განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კელჩევსკიმ. 

    შეხვედრას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ესწრებოდა პაატა ბურჭულაძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ჯანდიერი.

  • "მე მგონი კი... კი, კი, ვრჩები," - პაატა ბურჭულაძე

    ამ დრომდე უცნობია დარჩება თუ არა პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძე, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია თუმცა უფრო კი.

    "ვნახოთ, მე მგონი კი... კი, კი, ვრჩები. მე ვარ პოლიტიკაში, როგორც ვიყავი და ჩემი პარტია არის ერთ-ერთი პარტია, რომელსაც აქვს უნარი, ქვეყანა დააყენოს ფეხზე. პარტია იარსებებს, მეც ვარ აქ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.




  • ბურჭულაძის პარტიის წევრი ტაიმ-აუტს იღებს

    „გარკვეულ ტაიმ-აუტს ვიღებ. მეც მჭირდება გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბება. პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ ცალკეულმა ლიდერებმა საქმიანობა,“ -  აღნიშნული განცხადება მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური