ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გრძელდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2015 13:02

 

 

 

ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის დაწყების თარიღი ახლოვდება.

საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისს ოლიმპიური ცეცხლი მაღალმთიან აჭარას ესტუმრა,  29 მაისს ადიგენსა და ახალციხეს, 31 მაისს ასპინძასა და ახალქალაქს, 1 ივნისს - ნინოწმინდას, 2 ივნისს კი წალკას,  თეთრიწყაროსა და დმანისს.

3 ივნისის მარშრუტი:
ბოლნისი - მარნეული

4 ივნისს
ოლიმპიური ცეცხლი გარდაბანსა და რუსთავში გადავა.

საღამოს ქ.რუსთავის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება.

ოლიმპიური სიმბოლო  - ცეცხლი საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს. ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით არის გაფორმებული - ვაზის ფოთლები და ყურძენის მარცვლები.

ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის  ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს.
14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა.
ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას.
26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.

მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილისში,  26 ივლისიდან  2 აგვისტომდე.
ფესტივალის განმავლობაში ქ.თბილისს ესტუმრება 50 ქვეყნის 3800 მონაწილე.

 

 

 

წაკითხულია 668 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური