მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 16:01

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.

13 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვივნენ. შენობის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი; ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; (აღნიშნული სამუშაოები კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება).

მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ ორასი ათას ლარზე მეტი გამოყო.

წაკითხულია 809 ჯერ

Related items

  • მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს

    გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

    გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

    გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში,  სრულ აღდგენას მთლიანობაში ექვემდებარება 26  მისამართი, რომელთაგან  20 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრაციის სწორი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს და მის განხორციელებაში ჩართული არიან პროფესიული წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

    „თბილისის განვითარების ფონდი"  პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში" გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს 2019-2020 წლებში განახორციელებს და მისი ღირებულება 25 მილიონი ლარია.

  • თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ფოტოგამოფენა „დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში“

    20 აპრილს, თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, საზეიმოდ გაიხსნა ფოტოგამოფენა „დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში“.

    პროექტი, რომლის ორგანიზატორია მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმი, კურატორთა საინიციატივო გაერთიანებასთან (ICU) ერთად, 20-დან 26 აპრილამდე წარმოადგენს აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის რუსტამ ჰუსეინოვის საგამოფენო პროექტს “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში”, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელ ქალთა სამოსის ტრადიციებს.

    პროექტის კურატორის, კენულ რაფიევას თქმით, გამოფენა მიზნად ისახავს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კულტურათა დიალოგის გაგრძელებას; ეროვნული იდენტობის წარმოჩენას აზერბაიჯანის ქალის ტრადიციული კოსტუმიდან, რომელიც საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანული ხალხის უნიკალური თვითმყოფადობის კულტურის გამოხატულებაა. „ისტორიული ეპოქების სამოსის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვანი ეტაპია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და ხალხის ცნობიერებაში ეროვნული სახეების აღდგენის საქმეში, რომლებიც დაიკარგა საზოგადოებრივ მეხსიერებაში და მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრის თვალთახედვაშია შენარჩუნებული“, - აღნიშნა კ. რაფიევამ.

    ცნობილმა აზერბაიჯანელმა ფოტოგრაფმა რუსტამ ჰუსეინოვმა ფოტოგრაფიების სერია მიუძღვნა ქალთა ტრადიციული სამოსის სილამაზის და მრავალფეროვნების პოპულარიზაციას, სადაც კულტურულ-ისტორიულ ინტერესს აერთიანებდა დიზაინერულ ინტერესთან ერთად. მისი ექსპოზიცია მოიცავს 25 ფოტოპორტრეტს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონების ტრადიციული სამოსის გამოსახულებით, რომლებიც აჩვენებს ქვეყნის ცხოვრების და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას.

    პროექტის “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში” ფარგლებში ასევე გაიმართება აზერბაიჯანელი დიზაინერის ნატავან ალიევას კოლექციის “Neo Classic Love” ჩვენება, რომელიც თანამედროვე აღქმის ვიზუალიზაციას ახდენს, ყოველდღიურ სამოსში ეთნო-სტილის მოდის აღორძინების კონტექსტში ქალთა ტრადიციული კოსტუმების მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

    ეხმაურება რა აზერბაიჯანელი ქალის ტრადიციული სახის გამომსახველ ავტორისეულ ფოტოგრაფიებს, ნატავან ალიევას კოლექცია, რომელიც თანამედროვეა შეკერილობით და ფორმით, თუმცა იყენებს მე-19 საუკუნის ეროვნული სამოსის ფერებს, როგორიცაა ბორდოსფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, ასევე იყენებს ეროვნული გარდერობის ელემენტებს, კერძოდ, კელაგაის და ნაქსოვ წინდებს. ხელით შექმნილ ნიმუშებში, რომლებსაც დიზაინერისთვის ჩვეული ზედმიწევნობა და დეტალებისადმი ყურადღება ეტყობა, ჭარბობს ეროვნული ნაქარგის მოტივები.

    რ. ჰუსეინოვი თავის ნაშრომებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აზერბაიჯანელი ქალების ტრადიციულ თავსაბურავებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ასაკობრივ და სოციალურ განსხვავებებს. ქალთა სახეებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს აბრეშუმის თხელი თავშლები – კელაგაი, რომლებიც ეხამება დიადემებს და არახჩინებს.

    საგამოფენო პროექტი “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში”, 26 აპრილს საზეიმო ჩვენებით დასრულდება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დეფილე "დროის მიღმა"

    აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში მირზა   ფათალი ახუნდოვის   სახელობის   აზერბაიჯანის   კულტურის   მუზეუმი,   კურატორთა საინიციატივო   გაერთიანებასთან   (ICU)   ერთად,   2018   წლის   20-დან   26   აპრილამდე წარმოგიდგენთ   აზერბაიჯანელი   ფოტოგრაფის   რუსტამ   ჰუსეინოვის   საგამოფენო   პროექტს “დეფილე დროის მიღმა:  ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში”, რომელიც ეძღვნება ქალთა   სამოსის   ტრადიციებს.   პროექტის   გახსნა   გაიმართება   20   აპრილს,   მირზა   ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში ქალაქ თბილისში.

    პროექტის   კონცეფცია   მოიცავს   მაყურებლებისთვის   აზერბაიჯანული   ისტორიული   სამოსის ყველაზე   საინტერესო   დიზაინერული   ნიმუშების   დემონსტრირებას     თანამედროვე

    საშუალებების   გამოყენებით, რითაც   მოხდება   ქალთა   მოდის   ევოლუციის   ჩვენება   დროთა განმავლობაში   და   ის,   თუ   როგორ   აისახება   მოდა   თანამედროვე   კონტექსტში.   პროექტის კურატორმა კენულ რაფიევამ მიზნად დაისახა ეროვნული იდენტობის ჩვენება აზერბაიჯანელი ქალის   გარეგნული   სახის   და   ტრადიციული   სამოსის   საშუალებით,  რომელიც   საუკუნეთა განმავლობაში   ასახავდა   აზერბაიჯანელი   ერის   თვითმყოფად   კულტურას.   თანდათანობით

    იცვლებოდა რა, ის გამოხატავდა ეროვნულ მენტალიტეტს, და  ბევრი რამის  თქმა შეეძლო ადგილობრივი   ტრადიციების   და  წეს-ჩვეულებების   შესახებ.  ისტორიული   ეპოქების   სამოსის რეკონსტრუქცია   მნიშვნელოვანი   ეტაპია   ეროვნული   კულტურული   მემკვიდრეობის შენარჩუნების და ხალხის ცნობიერებაში ეროვნული სახეების აღდგენის საქმეში, რომლებიც დაიკარგა საზოგადოებრივ მეხსიერებაში და მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის არის

    ცნობილი.   რუსტამ   ჰუსეინოვმა   ფოტოგრაფიების   სერია   მიუძღვნა     ქალთა   ტრადიციული სამოსის სილამაზის და მრავალფეროვნების პოპულარიზაციას, სადაც კულტურულ-ისტორიულ ინტერესს   აერთიანებდა   დიზაინერულ   ინტერესთან.   მისი   ექსპოზიცია   მოიცავს   25 ფოტოპორტრეტს   აზერბაიჯანის   სხვადასხვა   რეგიონების   ტრადიციული   სამოსის გამოსახულებით,  რომლებიც   აჩვენებს   ქვეყნის   ცხოვრების   და   წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას.

    პროექტის “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში” ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანელი დიზაინერის ნატავან ალიევას კოლექციის “Neo Classic Love” ჩვენება,  რომელიც   თანამედროვე   აღქმის   ვიზუალიზაციას   ახდენს,   ყოველდღიურ   სამოსში ეთნო-სტილის   მოდის   აღორძინების   კონტექსტში   ქალთა   ტრადიციული   კოსტუმების მრავალფეროვნების გათვალისწინებით. ეხმაურება რა აზერბაიჯანელი ქალის ტრადიციული სახის გამომსახველ ავტორისეულ ფოტოგრაფიებს, ნატავან ალიევას კოლექცია, რომელიც თანამედროვეა   შეკერილობით   და   ფორმით,  თუმცა   იყენებს   მე-19   საუკუნის   ეროვნული სამოსის   ფერებს,   როგორიცაა   ბორდოსფერი,   ლურჯი,   ფირუზისფერი,   ასევე   იყენებს ეროვნული   გარდერობის     ელემენტებს,   კერძოდ,   კელაგაის   და   ნაქსოვ   წინდებს.   ხელით შექმნილ ნიმუშებში, რომლებსაც დიზაინერისთვის ჩვეული ზედმიწევნობა და დეტალებისადმი ყურადღება ეტყობა, ჭარბობს ეროვნული ნაქარგის მოტივები.

    რ.   ჰუსეინოვი   თავის   ნაშრომებში   განსაკუთრებულ   ყურადღებას   უთმობს   აზერბაიჯანელი ქალების   ტრადიციულ   თავსაბურავებს,   რომლებიც   ხაზს  უსვამენ   ასაკობრივ   და   სოციალურ

    განსხვავებებს. ქალთა სახეებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს აბრეშუმის თხელი თავშლები   –  კელაგაი,  რომლებიც   ეხამება   დიადემებს   და   არახჩინებს.   როდესაც აზერბაიჯანელი ქალი სახლიდან გადიოდა, ნებისმიერი სამოსის და თავსაბურავის ზემოთ ის

    იხურავდა   ბამბის   და   აბრეშუმის   გლუვი   და   დაჩითული   ქსოვილების   ჩარშაბს.   სამოსის   ეს ნაწილი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი ფერის ატლასის, კუბოკრული ან ფერადი აბრეშუმის.

    სამოსის სილუეტი, მისი დეკორატიული გადაწყვეტა ემორჩილებოდა აბრეშუმის ქსოვილების პლასტიურობას,  ატლასის,   ხავერდის   ფაქტურას.   სამოსის   დეკორატიული   გადაწყვეტა იქმნებოდა   მასალების   ფაქტურების   (ხავერდის,   ატლასის,   უთხელესი   აბრეშუმის,   ბეწვის) შეთანხმების   და   ფერების   კომბინაციების   საფუძველზე.   ზედა   სამოსს,   რომელიც   ფარავდა მხრებს (არხალიგი, ჩეპკენი, ლებადე, ქიულეჯე, ქიურდუ, ეშმექი და ბახარი) წელში გააჩნდა

    ბასკა,   რომელიც   ნაოჭებად   იყო   შეკეცილი,   ხაზს   უსვამდა   წელს   და   ადიდებდა   თეძოების გარშემოწერილობას. ფაშფაშა მრავალშრიანი ქვედატანის არსებობა ქალის სილუეტს უფრო მოცულობითს ხდის.

  • ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

    თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს.

    მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია, როგორც შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.

    „ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ეს იყო ღირსების საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დავიწყეთ, რათა ამ ადგილს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. გაკეთდება არა მხოლოდ შენობის კონსტრუქციული გამაგრება და მოწესრიგდება გარე ნაწილი, არამედ ჩვენ უზრუნველვყოფთ მისი შიდა ნაწილის ავთენტურ აღდგენას და ეს ადგილი გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.

    გამოჩენილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური  მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა,  ილიას დაბადებიდან 150-ე  წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე, კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.

    ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა  ილიას მიერ დაარსებული გაზეთ  "ივერიის" რედაქცია და სტამბა.

    ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით  რჩეული საზოგადოება  იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. 

    სამუზეუმო კომპლექსი გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს.

    ჯავახიშვილის ქუჩა N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

  • სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის გასაცნობად ვაზისუბანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  დავით ტაბიძე იმყოფებოდნენ.

    ვაზისუბნის რამდენიმე გზაზე მხოლოდ  ასფალტის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი და, ამიტომ, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,   მოსახლეობა ასფალტო-ბეტონის გზით ისარგებლებს.

    პროექტი ითვალისწინებს სოფელ ვაზისუბანში, მთლიანობაში, 1.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომლის  სავალი ნაწილის მაქსიმალური სიგანე 6 მ-ს შეადგენს. ასევე გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა.

    პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 600 000 ლარს აჭარბებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება, დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური