მოსკოვში მე-12 სართულიდან ქართველი ოპერის მომღერალი გადმოვარდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 23:49

25 წლის ქართველი სოპრანო, ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავარ ივერმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა:

"ანააა ეს რა გაგვიკეთე!!! მკვდარი ვარ!

მოსკოვში,მე 12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა.... კორპუსში მივიდა 

 

ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!!

5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღსალამათი ძმა... ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!!" - წერს თამარ ივერი.

"მიუხედავად მათი ოჯახის ტრაგედიისა ანა ძალიან თბილი, მხიარული, ლაღი, ბედნიერი გოგო იყო. ვერ ვხვდები რა მოხდა. ანის რამდენჯერაც ვნახულობდი, სულ ღიმილით ვიხსენებდით იმ დილას როცა ის გავიცანი.

დილის 9 საათზე პედაგოგთან ერთად გამოცდისთვის ემზადებოდა და წარმოიდგინეთ, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ხმა ტელევიზორიდან კი არა ჩემს გვერდით ოთახიდან მესმოდა. ძალიან ვამაყობდით მისით. მიყვარს და ეხლა მენატრება. მე-ნა-ტრე-ბი"... წერს ოჯახის ახლობელი.

წაკითხულია 1004 ჯერ

Related items

  • "ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ" - ნინი ქარსელაძე რუსეთში მიემგზავრება

    მომღერალი ნინი ქარსელაძე იანვრიდან საცხოვრებლად მოსკოვში მიემგზავრება მან ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

    „ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფორტული და საყვარელი ადამიანი არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება. ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას“, აღნიშნავს ნინი "თბილისელენთან".

  • მოსკოვში ონლაინ თამაშის, "ლურჯი ვეშაპის", ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს

    მოსკოვში სახიფათო ონლაინ თამაშის, ლურჯი ვეშაპის, ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს. 26 წლის ილია სიდოროვი სამართალდამცველებმა სახლის სახურავზე აიყვანეს, შემდეგ კი ჩელიაბინსკის რეგიონში გადაიყვანეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფის, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული.

    მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

    თამაშის წესების თანახმად, ახალგაზრდებს 50 დავალებას აძლევდნენ, საბოლოო მიზანი კი თვითმკვლელობა იყო.

  • მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა

    მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

    სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, აქედან 22 ბავშვია. 

    მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა. 

    ქარიშხლის გამო, მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა. 

  • ოპერის გათავისუფლებული თანამშრომლები თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ

    თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს ოპერისა და ბალეტის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით კინწურაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან პოზიციის დატოვებამდე სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხსნა.მისი მტკიცებით, ეკატერინე გელაშვილმა მისი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რომ დაგეგმილი სეზონის დახურვა შემდგარიყო, თავად გაუწია ორგანიზება სეზონის დახურვის ჩაშლას. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს დასის წევრებმა. ამასთან დაკავშირებით თეატრში კიდევ ერთი პრესკონფერენცია ჩაატარა ოპერის დასმა. კინწურაშვილის მიერ მოულოდნელად დათხოვნილმა ორმა თანამდებობის პირმა საზოგადოებას და კულტურის სამინისტროს მიმართა.ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს დავით კინწურაშვილის მიერ შედგენილი ბრძანება მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ისინი დაუყოვნებლივ აღდგენილი უნდა იქნან თანამდებობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს. მათი თქმით, ეს განცხადება იყო პირად შურისძიებაზე დაყრდნობილი.შეგახსენებთ, რომ დავით კინწურაშვილი კულტურის მინისტრმა გუშინ გადააყენა, რითაც ოპერაში რამდენიმეთვიანი პროტესტი დასრულდა.

  • კულტურის მინისტრი ოპერაში მიდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

    კულტურის მინისტრი ოპერაში მიდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.  ოპერის დასის აქციები დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება, სოლისტები და გუნდის წევრები კულტურის სამინისტროს შენობასთან დილიდან იმყოფებიან. აქციის მონაწილეები, მინისტრის და მისი გუნდის მხრიდან გადაწყვეტილებას ელოდებიან.ოპერის დასის სამი წევრი გუშინ ღამე თეატრის დირექტორს კიდევ ერთხელ შეხვდა. საუბარი შეთანხმების გარეშე დასრულდა. კინწურაშვილი პოსტის დატოვებას არ აპირებს.ოპერის თანამშრომლების უმრავლესობის განმარტებით კი, აქციები მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პერმანენტულად გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური