ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა G20-ის სამიტის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 22:25

„დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ლიდერების შეხვედრა წარმატებით დასრულდა და მისმა მონაწილეებმა შეასრულეს ყველა დასახული ამოცანა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა.
სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტის დასაწყისში დასახული იყო ხუთი საკითხის განხილვა. მათ შორის მაკროეკონომიკაში საერთაშორისო კორდინაციის გაძლიერება, განვითარების ახალი წყაროების ძებნა, და ასევე გლობალური ეკონომიკის მართვის ეფექტური მექანიზმის შექმნის თაობაზე მუშაობის დაწყება.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა სამიტის მონაწილეებს აგრეთვე შესთავაზა გააერთიანონ ძალისხმევა 2030 წლამდე გაერო-ს მდგრადი განვითარების პროგრამის რეალიზაციისთვის.
როგორც სი ძინპინმა განაცხადა, G20-ის სამიტის ლიდერების, მოწვეული სტუმრების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთიანი ძალისხმევით, ყველა სასურველი შედეგი მიღწეული იქნა.
„ორგანიზაცია G20-ი შექმნილია არა მხოლოდ 20 ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი მიზანია, რომ განვითარება მიმდინარეობდეს თანმიმდევრულად და მონაპოვარიც თანაბრადვე უნდა გადანაწილდეს ყველა ადამიანზე. ამისათვის მსოფლიოს თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს“, - დასძინა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტს, 2016 წლის 4-5 სექტემბერს ჩინეთის ქალაქი ხანჯოუ (პროვინცია ჩჟეცზიანის ადმინისტრაციული ცენტრი, აღმოსავლეთ ჩინეთი) მასპინძლობდა.

წაკითხულია 588 ჯერ

Related items

  • EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

    EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.

    პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს EBRD-ის წვლილს ქვეყნის განვითარებაში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც ადასტურებს. 

    მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული განვითარების ახალი სტრატეგიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტები ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. 

    საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი ენერგოეფექტურობის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე - მხარდაჭერა ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმებისადმი. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

    „ვისაუბრეთ EBRD-სა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოში 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და ამდენად საქართველო ლიდერობს ჩვენს საინვესტიციო ქვეყნებს შორის დაბანდებული კაპიტალის სულადობრივი თანაფარდობის მიხედვით", - განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.

    EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ლონდონში გაიმართება.

  • თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან

    2019 წლის 16 აგვისტოს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივის „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში, თბილისს ესტუმრა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან.

    დელეგაციის წევრებმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, „მშრალ ხიდზე“ ცოცხალი პერფორმარსი გამართა.

    მათ ქართველ დამთვალიერებელს აჩვენეს უნიკალური ჩინური ხელოვნების ნიმუშები და კულტურული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ნითები და ნაკეთობები.

     

  • ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

    ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

    ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან  ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

    ასევე, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

    მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

    ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვის ზოოპარკში პანდის სახლს გახსნის და დიდ თეატრში საბალეტო წარმოდგენას დაესწრება.

    ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის, რათა, კრემლის ოფიციალური პირის განცხადებით, ამ ვიზიტით აღნიშნოს ახალი ეპოქის დასაწყისი მეგობრობასა და ეკონომიკურ კავშირებში.

    სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებიდან ხუთი წლის შემდეგ - მოვლენის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან. იუწყებიან, რომ სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს 6-8 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც პუტინი უმასპინძლებს.

    საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველი, იური უშაკოვი ამბობს, სი ძინპინის ვიზიტი "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისო". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უშაკოვის სიტყვებს - რომ სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი გააფორმებენ ახალ დეკლარაციას "გლობალურ პარტნიორობაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის".

     

     

     

  • მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

    საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული  მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

    ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

    ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

    მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 
    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

    ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

    CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

    შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

    CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური