თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გია შარვაშიძის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 16:02

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გია შარვაშიძის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებს.

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც პრემიერიმინისტრმა თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისთვის, რეგისტრაციის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს.

სტუდენტების მტკიცებით, შარვაშიძის პოსტიდან გადაყენება სწორედ რექტორის არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირდება.

თვითმმართველობის წევრების თქმით, შარვაშიძის რექტორების შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ძალიან კარგი იქნება, თუ აკადემიური საბჭოს ის წევრები, რომლებიც შიდა საუბრებში ამბობენ, რომ კონკრეტული წნეხი მიმდინარეობს მათ მიმართ, ამ ყველაფერს იტყვიან საჯაროდ,“-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა.

რექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 14 სექტემბერს იწურება.

წაკითხულია 430 ჯერ

Related items

  • თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობები დატოვეს

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური და ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე პოსტებს ტოვებენ. ამის შესახებ მათ განცხადება თსუ-ს პირველ კორპუსში გააკეთეს.

    საბაურის და ბახტურიძის განცხადებით, დანაპირები შეასრულეს და რექტორის გადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს.

    საბაური და ბახტურიძე აცხადებენ, რომ რადიკალურ გზებს მიმართავენ, მათი თქმით, განათლების მინისტრი 115-ე აუდიტორიის წევრებს ხვდება.

    საბაურისა და ბახტურიძის განცხადებით, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვისა და ოდეერების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ უფრო საშიშები იქნებიან. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური